რა ტარიფები მოქმედებს კონკრეტულ ადგილებზე?

ადგილის შეძენისას ეკონომ კლასში მოქმედებს შემდეგი ტარიფები:
პირველი ორი რიგი 45 ევრო;
საავარიო გასასვლელი 55 ევრო;
ყველა სტანდარტული ადგილი 9 ევრო;
თქვენ ასევე შეგიძლიათ  უფასოდ ადგილის არჩევა ონლაინ (გაფრენამდე 24 საათით ადრე) ან აეროპორტში რეგისტრაციის დროს,  (გარდა პირველი ორი რიგისა და საავარიო გასასვლელისა);
გთხოვთ გაითვალისწინოთ თუ თქვენ შეარჩევთ საავარიო გასასვლელი რიგის ადგილს, საჭიროების შემთხვევაში ეკიპაჟის დასახმარებლად უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ პირობებს:
თქვენ არ მგზავრობთ 13 წლამდე ასაკის ბავშვთან ერთად;
თქვენ შეძლებთ მოისმინოთ, გაიგოთ და მიჰყვეთ ეკიპაჟის მიერ მითითებულ ინსტრუქციას ქართულ, ინგლისურ, ან რუსულ ენაზე;
თქვენ არ გაქვთ ისეთი მდგომარეობა, რომელიც ხელს შეგიშლით ევაკუაციის დროს დამხმარეს ფუნქციების შესრულებაში, ან ამ ფუნქციების შესრულება საფრთხეს შეუქმნის თქვენს ჯანმრთელობას;
თქვენ მზად ხართ დაეხმაროთ ეკიპაჟს ევაკუაციის დროს;

როგორ შევიძინო ჩემთვის სასურველი ადგილი თვითმფრინავში?