პარტნიორები

კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია მსოფლიოს წამყვან კომ­პანიებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება. ამ ეტაპზე "ჯორჯიან ეარვეის"-ს ინტერლაინ ხელშეკრულებები რამდენიმე მსხვილ ავიაკომპანიასთან აქვს დადებული. ასეთი პარტნიორების არსებობა ჩვენი ავიაკომპანიის მომხმარებლებს უადვილებს მგზავრობას და მათ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დროულად და უსაფრთხოდ ტრანსპორტირებაში ეხმარება. საავიაციო ბაზარზე ჩვენი პარტნიორები არიანAustrian Airlines, KLM, Airfrance, Delta Airlines, Air Astana, Hahn Air, AIRCOMPANY ARMENIA. ჩვენ ასევე ვამაყობთ, რომ ვართ Boeing, Bombardier, Lufthansa Technik, IATA, ICAO, EASA, Amadeus, Sabre, Sirena და მრავალი სხვა ორგანიზაციის ახლო პარტნიორები. ჩვენ გვჯერა, რომ პარტნიორობის მეშვეობით მუდმივად ვაძლიერებთ და ვაფართოვებთ ჩვენს სერვისებს, ჩვენი მგზავრების სასარგებლოდ.

image