ბარგის დასაშვები ნორმა

ბარგის დასაშვები ნორმა დამოკიდებულია თქვენი ბილეთის ტარიფზე.

 

ეკონომ კლასის მგზავრებისთვის ბარგის დასაშვები ნორმა შეადგენს:

 

Light -ტარიფის ბილეთისთვის:

ხელბარგი არაუმეტეს 8 კგ (115 სმ 3 განზომილების ჯამით)

რეგისტრირებული ბარგი არ შედის Light ტარიფში.

 

Standard და Flexi ტარიფის ბილეთისთვის:

ხელბარგი არაუმეტეს 8 კგ (115 სმ 3 განზომილების ჯამით)
რეგისტრირებული ბარგი  არაუმეტეს 23 კგ 
(158 სმ 3 განზომილების ჯამით)

 

Premium Economy კლასის მგზავრებისთვის:
2 ხელბარგი არაუმეტეს 12 კგ (115 სმ 3 განზომილების ჯამით)
2 რეგისტრირებული ბარგი არაუმეტეს 32 კგ (203 სმ 3 განზომილების ჯამით )

Business კლასის მგზავრებისთვის:
2 ხელბარგი არაუმეტეს 12 კგ (115 სმ 3 განზომილების ჯამით)
2 რეგისტრირებული ბარგი არაუმეტეს 32 კგ (203 სმ 3 განზომილების ჯამით )

2-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის  ბარგის დასაშვები ნორმა იგივეა რაც ზრდასრული მგზავრებისთვის. ასევე ნებადართულია ბავშვის ავტომობილის სავარძელი.

 

2 წლამდე ასაკის ჩვილებისთვის ჩასაბარებელი ბარგის დასაშვები ნორმა შეადგენს არაუმეტეს 10 კგ-ისა (115 სმ), ასევე ნებადართულია ხელბარგი 5კგ, საბავშვო ეტლი (ბარდება ბარგში) ან ბავშვის ავტომობილის სავარძელი.

 

ხელბარგით მგზავრებს შეუძლიათ ასევე უფასოდ წაიღონ შემდეგი ნივთები:

 

Ø  ქოლგა ან ხელჯოხი

Ø  ქალის ან მამაკაცის ჩანთა

Ø  თაიგული

Ø  წიგნი ან ჟურნალი

Ø  ნოუთბუქი, ფოტოაპარატი, ვიდეო კამერა

Ø  მობილური ტელეფონი

Ø  ყავარჯენი

Ø  Duty Free-ში შეძენილი პროდუქტები/ნივთები

Ø  საკვები ჩვილი ბავშვებისთვის

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თხევადი ნივთიერების ბორტზე ატანა შესაძლებელია მაქსიმუმ 100 მლ, რომლებიც მოთავსებული უნდა იყოს გამჭვირვალე და ჰერმეტულად დახურულ პოლიეთილენის პარკში.

image
image

დამატებითი ბარგი

სააგენტოში ან სხვადასხვა ონლაინ ვებგვერდებზე შეძენილი ბილეთებისთვის დამატებითი ბარგის შესაძენად გთხოვთ მიმართოთ იმ სააგენტოს სადაც შეიძინეთ ბილეთები, ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს ქოლცენტრს შემდეგ მეილზე: და სალაროს ტელეფონის ნომერზე:  (+995) 322 111220 ან შეიძინოთ დამატებითი ბარგი გამგზვრებამდე აეროპორტში.

ჯორჯიან ეარვეისის ოფიციალური ვებგვერდიდან, ასევე, სალაროდან და ქოლცენტრიდან  შეძენილი ბილეთებისთვის  ბარგის დამატება შესაძლებელია ონლაინ ჩვენი ოფიციალური ვებგვერდიდან:

https://www.georgian-airways.com/ge/booking/#/find

დამატებითი ბარგის ღირებულება ევროპისა და ისრაელის მიმართულებით:

მიმართულება

დამატებითი ბარგი

23 კგ.

დამატებითი ბარგი

32კგ.

ევროპა

90 EUR

105 EUR

ისრაელი

65 EUR

85   EUR

სპორტული აღჭურვილობა

ჯორჯიან ეარვეისის მეშვეობით შესაძლებელია შემდეგი სპორტული აღჭურვილობის ტრანსპორტირება:

Ø  ველოსიპედის და ტანდემის ტრანსპორტირება შესაძლებელია როგორც

ჩვეულებრივი ერთადგილიანი ველოსიპედი, არამოტორიანი (ტურისტული ან სარბოლო).ორივე ტიპის აღჭურვილობა მიიღება ჩასაბარებელ ბარგად.

მათი წონა არ უნდა აღემატებოდეს 23 კგ-ს;

ველოსიპედი და ტანდემი მოთავსებული უნდა იყოს სპეციალურ სამოგზაურო შალითაში, ან მუყაოს შეფუთვაში. აუცილებელია მოხსნილი ჰქონდეს სახელურები  და პედლები.

Ø  გოლფის აღჭურვილობა მოიცავს შემდეგ კომპლექტს: გოლფის ჩანთას, ბურთებისა და ჯოხების ნაკრებსა და ერთ წყვილ გოლფის ფეხსაცმელს;

Ø  სათევზაო აღჭურვილობა მოთავსებული უნდა იყოს სპეციალურ შეფუთვაში. დასაშვებია შემდეგი კომპლექტის ტრანსპორტირება: სათევზაო ხელსაწყოს ყუთი ან მეთევზის ჩანთა,  სადესანტო ბადე და ერთი წყვილი სათევზაო ჩექმა.

Ø  ბოულინგის აღჭურვილობა მოიცავს შემდეგ კომპლექტს: ბოულინგის ბურთი,  ჩანთა და

Ø  ერთი წყვილი ბოულინგის ფეხსაცმელი

Ø  სერფინგის დაფის  ტრანსპორტირება შესაძლებელია იმ შემთხვეაში თუ მისი ზომა არ აღემატება 2 მეტრს;

მიმართულება

ველოსიპედი ან ტანდემი

თხილამურები

გოლფი

სათევზაო აღჭურვილობა

ბოულინგი

სერფინგი

ევროპა

70 EUR

80 EUR

80 EUR

70 EUR

100 EUR

100 EUR

ისრაელი

70EUR /80USD

30 EUR/40USD

80EUR/90 USD

70 EUR/80 USD

100 USD

100 USD

 

image
image

ზენორმატიული ბარგი

თუ გსურთ ზენორმატიული ბარგის ტრანსპორტირება, რომლის მოცულობა აღემატება ჩასაბარებელი ბარგის დასაშვებ ნორმას, მაგალითად როგორიცაა: სპორტული აღჭურვილობა, მუსიკალური ინსტრუმენტები და სხვა, გთხოვთ დეტალური ინფორმაციისთვის წინასწარ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე (+995) 322 111220 ან მოგვწეროთ ელფოსტაზე: info@georgian-airways.com

აკრძალული ნივთები

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ  რეგისტრირებულ ბარგში არ არის სასურველი რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ნივთის მოთავსება:

Ø  მობილური ტელეფონი, ლეპტოპი,  ვიდეოკამერა, ფოტოაპარატი ან სხვა ტიპის ელექტრონული მოწყობილობები და მათი აქსესუარები;

Ø  ნაღდი ფული;

Ø  ძვირფასეულობა და საიუველირო ნაკეთობები;

Ø  ხელოვნების ნიმუშები;

Ø  ოფიციალური, ან ნებისმიერი სახის პირადი დოკუმენტები;

Ø  გასაღებები;

Ø  მალფუჭებადი პროდუქტები;

უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით ბორტზე დაუშვებელია შემდეგი ნივთების ატანა:

Ø  არასათანადოდ შეფუთული ნივთები;

Ø   ნებისმიერი ნივთი, რომელიც აკრძალულია იმ ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობით, რომლის გავლითაც ხორციელდება ფრენა;

Ø  ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალები ასაფეთქებელი ნივთიერებები, პიროტექნიკური მასალა, სანადირო ან სპორტული იარაღი;

Ø  აალებადი ნივთიერებები როგორიცაა სანთებელა, საღებავები და გასაზავებელი სითხეები, ასევე რადიაციული ნივთიერებები;

Ø  ალებადი საგნები ან ნივთები, რომლებსაც ადვილად ეკიდება ცეცხლი ან წყალთან კონტაქტისას გამოყოფენ აალებად აირს;

Ø   მომწამვლელი ტოქსიკური ნივთიერებები, წიწაკის აეროზოლი, მჟავები, ტუტე და სველი ელემენტები;

Ø  ნებისმიერი სახის წებო ან საღებავი;

Ø  ლითიუმის ელემენტები;

image
image

დაკარგული ან დაზიანებული ბარგი

იმ შემთხვევაში  თუ თქვენი ბარგი  დაიკარგა, იგვიანებს ან დაზიანდა  გთხოვთ დანიშნულების ადგილზე ჩასვლისთანავე  განაცხადოთ აეროპორტის Lost&Found-ის განყოფილებაში.

ბარგის დაგვიანების ან დაკარგვის შემთხვევაში,  გთხოვთ დაუკავშირდეთ ჯორჯიან ეარვეისის  დაკარგული და დაზიანებული ბარგის განყოფილებას შემდეგ მეილზე: [email protected]   ან [email protected]