ბილეთის დაბრუნების წესები და პირობები

სააგენტოში ან სხვადასხვა ონლაინ ვებგვერდებზე შეძენილი ბილეთების თანხის დასაბრუნებლად გთხოვთ მიმართოთ იმ სააგენტოს სადაც შეიძინეთ ბილეთები. თანხის დაბრუნების მოთხოვნის გამოგზავნის შემდეგ ავიაკომპანია განიხილავს განაცხადს და დასტურის შემთხვევაში სააგენტო უზრუნველყოფს თანხის დაბრუნებას.

ჯორჯიან ეარვეისის ოფიციალური ვებგვერდიდან შეძენილი ბილეთების დასაბრუნებლად გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მეილზე: online@georgian-airways.com

თანხის დაბრუნების შესაძლებლობა ან დასაბრუნებელი თანხის ოდენობა გამოითვლება ოპერატორის მიერ თქვენი ბილეთის წესების შეასბამისად. პასუხს მიიღებთ ელექტრონულ ფოსტაზე.

ბილეთის დაბრუნებასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: (+995) 322 111 220 ან მოგვწეროთ ელფოსტაზეinfo@georgian-airways.com


 

 

image