image

მგზავრობა ცხოველებთან ერთად

"Georgian Airways”-ს გადაჰყავს მხოლოდ ძაღლები და კატები, როგორც სამგზავრო სალონით ასევე თვითმფრინავის საბარგულით. მგზავრებმა თან უნდა იქონიონ ყველა საჭირო დოკუმენტაცია ცხოველების ტრანსპორტირებისთვის.
მგზავრებმა უნდა დაიცვან შესამაბისი ქვეყნების სამთავრობო იმპორტ-ექსპორტის წესები. ბილეთის დაჯავშნის დროს გთხოვთ შეატყობინეთ აგენტს/კომპანიას, რომ თქვენ მგზავრობთ შინაურ ცხოველთან ერთად. ”Georgian Airways”-ს ძაღლები და კატები გადაჰყავს შემდეგი პირობებით:
ლეკვების და კნუტების მინიმალური ასაკი უნდა იყოს მინიმუმ 4 თვე.
ცხოველი უნდა იყოს ჯანმრთელი.
ცხოველი უნდა მოთავსდეს დაცულ კონტეინერში მთელი ფრენის განმავლობაში (არ ეხებათ გამძღოლ ძაღლებს).

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

ცხოველის გადაყვანა შესაძლებელია მხოლოდ ეკონომ კლასის კაბინაში.

ბიზნეს და პრემიუმ-ეკონომ კლასის ბილეთებით ცხოველთან ერთად კაბინაში ვერ იმგზავრებთ,

ამ შემთხვევაში ცხოველი უნდა დარეგისტრირდეს ხომალდის საბარგულში.


შინაური ცხოველები ხომალდის სალონში

ცხოველის და კონტეინერის საერთო წონა არ უნდა აღემატებოდეს 8კგ და 55x40x23 ზომებს.
ჩვენ არ უზრუნველვყოფთ ცხოველებს კონტეინერებით, გთხოვთ იქონოთ საკუთარი.

შინაური ცხოველები ხომალდის საბარგულში

ცხოველები, რომელთა წონა აჭარბებს 6კგ- შეიძლება გადაყვანილ იქნან მხოლოდ საჰაერო ხომალდის საბარგულით. დაჯავშვნის დორს აუცილებალ მიუთითეთ ცხოველის და კონტეინერის საერთო წონა და კონტეინერის ზუსტი ზომები. ცხოველი შესაძლოა ტრანსპორტირებულ იქნეს მხოლოდ ისეტი კონტეინერით რომელიც შეესაბამება IATA- სტანდარტებს.
კონტეინერი, რომელიც აკმაყოფილებდეს სტანდარტებს უნდა იყოს:
დამზადებული მყარი პლასტმასისგან, ქონდეს რკინის კარი და ვარგისი უნდა იყოს საჰაერო ტრანსპორტირებისთვის;
სუფთა, გაუჟონვადი და ცხოველისთვის შეუძლებელი უნდა იყოს კონტეინერიდან გაქცევა;
ჰაერგამტარი სამი მხრიდან;
უნდა გააჩნდეს საკმარისი სივრცე, იმისათვის, რომ ცხოველს შეეძლოს ადგომა, დაწოლა და ბუნებრივად მოძრაობა;
კონტეინერის ძირი დაფარული უნდა იყოს სითხის შემწოვი ქსოვილით.
კონტეინერში მოთავსებული უნდა იყოს ცხოველის ჯანმრთელობის მოწმობის ასლი.
"Georgian Airways"
უფლებას იტოვებს, უარი თქვას ცხოველის ტრანსპორტირებაზე, იმ შემთხვევაში თუ ჩამოთვლილი პირობებიდან ერთ-ერთი მაინც არ სრულდება.
ცხოველის სალონით და საბარგულით ტრანსპორტირების ფასები
ცხოველი არ არის გათვალისწინებული უფასო ბარგის კატეგორიაში.
ცხოველის და კონტეინერის საერთო წონაში გადასახდელია ნორმით გათვალისწინებული ზენორმატიული ტვირთის გადასახადი.

გამძღოლი ცხოველები

გამძღოლი ცხოველი არის ძაღლი, რომელიც თან ახლავს შეზღუდული შესაძლებლობების მოქნე მგზავრს. რეისზე გამძღოლი ძაღლის დასაშვებად კომპანია წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებული. მგზავრმა თან უნდა იქონიოს "გამძღოლი ძაღლის" სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთი ცხოველები რეისზე დაიშვებიან უფასოდ.

შინაური ცხოველების ტრანსპორტირება

- კონტეინერის წონა სალონში შინაური ცხოველით: 8კგ–190 ევრო
-
კონტეინერის წონა ბარგის განყოფილებაში შინაური ცხოველით: 8-45კგ–250 ევრო