image

ორსული მგზავრებისთვის

ფეხმძიმე ქალბატონებს შეუძლიათ იფრინონ "Georgian Airways"-ის რეისით მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მათი ორსულობის ვადა არ აღემატება 36 კვირას. კომპანია გირჩევთ გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან, მიიღოთ სრული ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის და შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძინოთ ბილეთი. აუცილებლად წარმოადგინეთ ექიმის მოწმობა, ფრენის დროს შესაძლო გართულებების საფრთხის არ არსებობის შესახებ.