ბიზნეს კლასი

ჩვენი ბიზნეს კლასის სალონი აღჭურვილია გაზრდილი კომფორტის პრემიუმ სავარძლებით.

სადაც დაგხვდებათ პროფესიონალი მომსახურე პერსონალი და შეძლებთ დააგემოვნოთ უგემრიელესი ქართული კერძები.

გახადეთ თქვენი მოგზაურობა უფრო კომფორტული და სასიამოვნო.

 

ბიზნეს კლასის ბილეთის შეძენისას შეგიძლიათ უფასოდ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ადგილი.

image
image

ეკონომ კლასი

სასურველი ადგილის არჩევა შესაძლებელია ბილეთის შეძენისას. თუ ადგილის  წინასწარ შეძენა  არ გსურთ შეგიძლიათ  უფასოდ აირჩიოთ ონლაინ რეგისტრაციის დროს.

ადგილის შეძენისას ეკონომ კლასში მოქმედებს შემდეგი ტარიფები:

Ø  პირველი ორი რიგი 45 ევრო;

Ø  საავარიო გასასვლელი 55 ევრო;

Ø  ყველა სტანდარტული ადგილი 9 ევრო;

პრემიუმ და ბიზნეს ტარიფის ბილეთის შეძენის შემთხვევაში უფასოდ შეძლებთ  ბიზნეს კლასის პრემიუმ სავარძლებით მგზავრობას. ადგილის შეძენა შესალებელია ონლაინ ჩვენი ოფიციალური ვებგვერდიდან, ასევე ჩვენი ქოლცენტრისა [email protected] და სალაროს  (+995) 322 111220   მეშვეობით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: 

ჯავშანში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, თქვენ მიერ არჩეული ადგილი შეიძლება დაკავებული იყოს ახალ რეისზე, რის გამოც ჩვენ მგზავრებს   ვანიჭებთ სხვა ადგილს.

ავიაკომპანია იტოვებს უფლებას  შეცვალოს თვითმფრინავის ბორტი. ამ შემთხვევაში მგზავრებს შეუნარჩუნდებათ შეძენილი სერვისის შესაბამისი ადგილები:

Ø  მომსახურების ღირებულება;

Ø  სავარძლის მდებარეობა ფანჯარა/გასასვლელი;

Ø  თავდაპირველად შერჩეული ადგილები რამდენიმე მგზავრისთვის ერთად;

Ø  სავარძელი სალონის პირველ რიგში;


საავარიო გასასვლელი რიგის ადგილი

თუ თქვენ შეარჩიეთ საავარიო გასასვლელი რიგის ადგილიშერჩეული ადგილის დასადასტურებლად, თქვენ მზად უნდა იყოთ რომ შეძლოთ, ევაკუაციის შემთხვევაში, ეკიპაჟის დახმარება და უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ პირობებს:

Ø  თქვენ არ მგზავრობთ 13 წლამდე ასაკის ბავშვთან ერთად;

Ø  თქვენ შეძლებთ მოისმინოთ, გაიგოთ და მიჰყვეთ ეკიპაჟის მიერ მითითებულ ინსტრუქციას ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე;

Ø  თქვენ არ გაქვთ ისეთი მდგომარეობა, რომელიც ხელს შეგიშლით ევაკუაციის დროს დამხმარეს ფუნქციების შესრულებაში, ან ამ ფუნქციების შესრულება საფრთხეს შეუქმნის თქვენს ჯანმრთელობას;

Ø  თქვენ მზად ხართ დაეხმაროთ ეკიპაჟს ევაკუაციის დროს;

Ø  საავარიო გასასვლელი რიგის ადგილის არჩევის შემთხვევაში რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ აეროპორტში გაფრენის წინ;

თუ თქვენ არ აკმაყოფილებთ ზემოთ მითითებულ მოთხოვნებს, შესაძლოა უარი გეთქვათ აღნიშნული ადგილით სარგებლობაზე აეროპორტში რეგისტრაციის დროს. ასევე ადგილში გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.

image
image

ონლაინ რეგისტრაცია

დაზოგეთ დრო აეროპორტში და დარეგისტრირდით ონლაინ. აირჩიეთ ადგილი, ამობეჭდეთ ჩასხდომის ბარათი და ბარგის ჩასაბარებლად მიმართეთ აეროპორტში სარეგისტრაციო დახლს.

 

ონლაინ რეგისტრაცია ყველა რეისისთვის იხსნება 24 საათით ადრე.

 

ონლაინ რეგისტრაციის დროს სტანდარტული ადგილების არჩევა შესაძლებელია უფასოდ.

 

დეტალური ინფორმაცია თქვენი დანიშნულების ადგილისთვის საჭირო დოკუმენტების, წესების შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე www.geargian-airways.com განყოფილებაში - „გაფრენამდე“.

 

იმისთვის, რომ დარეგისტრირდეთ ჩვენი პარტნიორი ავიაკომპანიის რეისზე, გთხოვთ ეწვიოთ მათ ვებგვერდს. თქვენს ბილეთში მითითებულია ჩვენი პარტნიორი ავიაკომპანიის რეისის ნომერი.

 

თუ გჭირდებათ დამატებითი მომსახურება როგორიცაა: არასრულწლოვანთა გადაყვანა თანმხლები პირის გარეშე, მგზავრობთ ცხოველთან ერთად ან სარგებლობთ ეტლით, ასევე თუ გაქვთ ჯგუფური ჯავშანი, რეგისტრაცია უნდა გაიაროთ აეროპორტში სარეგისტრაციო დახლთან.