ჩვენი ისტორია

ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" ფრენას 1993 წლის სექტემბრიდან ახორციელებს (2004 წლის 1ელ ოქტომბრამდე მან "აირზენა - საქართველოს ავიახაზების” სახელით იარსება). თავდაპირველად ავიაკომპანია ახორციელებდა ჩარტერულ რეისებს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, იტალიაში, ჩინეთში, ეგვიპტეში, ინდოეთში, სირიაში, ასევე,  რეგულარულ რეისებს ავსტრიაში. საქართველოში მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებში არსებული რთული ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, სწორი ბიზნეს სტრატეგიის შედეგად, ავიაკომპანიამ  შეძლო წარმატებული კომპანიის  შექმნა  და შეინარჩუნა თავისი წილი საავიაცი  ბაზარზე.1999 წელს ავიაკომპანია "აირზენა" გახდა საქართველოს ფლაგმანური ავიაგადამზიდველი.2000 წელს ავიაკომპანიის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ავიაპარკის განახლების შესახებ და ლიზინგით აიღო BOEING 737-500 ტიპის ორი თვითმფრინავი კომპანიისაგან  HAPAG LLOYD. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართულმა ავიაკომპანიამ დასავლური წარმოების საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია დაიწყო. მას შემდეგ ავიაკომპანია  "ჯორჯიან ეარვეისი" მუდმივად ზრუნავს ავიაპარკის განვითარებაზე და განახლებაზე. 2004 წელს აგვისტოში, ავიაკომპანია „აირზენამ“  სახელწოდება შეიცვალა, მან ოპერირება “ჯორჯიან ეარვეისის“ სახელწოდებით განაგრძო.

დღეისათვის ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" არის კერძო კომპანია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე საშუალო დიაპაზონის Boeing 737 და CRJ თვითმფრინავებით. ავიაკომპანიის საქმიანობა ფოკუსირებულია მგზავრების და ტვირთის უსაფრთხო და საიმედო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვაზე და მაღალი დონის მომსახურებაზე. ქალაქ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი წარმოადგენს ავიაკომპანიის საბაზო აეროპორტს. ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" გენერალური დირექტორია დავით გაიაშვილი.


image

ჩვენი პარტნიორები

კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია მსოფლიოს წამყვან კომ­პანიებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება. ამ ეტაპზე "ჯორჯიან ეარვეის"- ინტერლაინ ხელშეკრულებები რამდენიმე მსხვილ ავიაკომპანიასთან აქვს დადებული. ასეთი პარტნიორების არსებობა ჩვენი ავიაკომპანიის მომხმარებლებს უადვილებს მგზავრობას და მათ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დროულად და უსაფრთხოდ ტრანსპორტირებაში ეხმარება. საავიაციო ბაზარზე ჩვენი პარტნიორები არიან: Austrian Airlines, KLM, Airfrance, Delta Airlines, Air Astana, Hahn Air, Air Dilijans. ჩვენ ასევე ვამაყობთ, რომ ვართ Boeing, Bombardier, Lufthansa Technik, IATA, ICAO, EASA, Amadeus, Sabre, Sirena და მრავალი სხვა ორგანიზაციის ახლო პარტნიორები. ჩვენ გვჯერა, რომ პარტნიორობის მეშვეობით მუდმივად ვაძლიერებთ და ვაფართოვებთ ჩვენს სერვისებს, ჩვენი მგზავრების სასარგებლოდ.