image

სპეციალური პირდაპირ ფრენები გერმანიაში Euro 2024

ძვირფასო მგზავრებო!

სიხარულით გაცნობებთ, რომ ,,ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს.

ავიაკომპანია კიდევ ერთხელ ულოცავს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და სრულიად საქართველოს ისტორიულ გამარჯვებას!

,,ჯორჯიან ეარვეისი“ შეასრულებს სპეციალურ პირდაპირ ფრენებს თბილისიდან გერმანიის იმ ქალაქებში, სადაც გაიმართება საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების თამაშები ევროპის ჩემპიონატზე იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა გულშემატკივარმა შეძლოს მატჩებზე დასწრება.

პირდაპირი ფრენები შესრულდება შემდეგი განრიგით:

თბილისი-დორტმუნდი - 17 ივნისი (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს);

თბილისი ჰამბურგი - 21 ივნისი (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს);

თბილისი დუსელდორფი - 25 ივნისი (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს);

პირდაპირი რეისები შესრულდება მგზავრებისთვის მატჩებზე დასასწრებად კომფორტულ დროს.

ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყება 1 აპრილიდან, ავიაკომპანიის ვებ-გვერზე, გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში.

ერთად  ვუგულშემატკივროთ ეროვნულ ნაკრებს!