image

ყოველდღიური პირდაპირი ავიარეისები თელ ავივის მიმართულებით

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 20 აპრილიდან ისრაელში, თელ-ავივის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს განაახლებს. პირდაპირი რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყოველდღე შესრულდება.

ერთი გზის ავიაბილეთის ღირებულება 140 ევროდან იწყება. ბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც. ფრენები შესრულდება “ბოინგ 737-700“ და „ბოინგ 737-800“ ტიპის ავიახომალდებით, მგზავრებისთვის კომფორტულ დროს.

ავიაბილეთები ხელმისაწვდომია ავიაკომპანიის ვებ-საიტზე, გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში.