საინფორმაციო ცენტრი +995 322 485 511
თბილისსა და ბრატისლავას შორის პირდაპირი ფრენები იწყება
27 ნოემბერი 2017
17 ნოემბერს, თბილისში, სლოვაკეთის ხავერდოვანი რევოლუციის 28-ე წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა.მიღებაზე ხელი მოეწერა ოფიციალურ შეთანხმებას კომპანია ჯორჯიან ეარვეისსა და ბრატისლავას აეროპორტებს შორის პირდაპირი ფრენების დანიშვნის შესახებ.დოკუმენტს ხელი მოაწერეს ბრატისლავას შტეფანიკის აეროპორტის ავიაციისა და სტრატეგიული მარკეტინგის დირექტორმა რადეკ ზაბრანსკიმ და კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალურმა დირექტორმა გივი დავითაშვილმა.
სლოვაკეთის ხავერდოვანი რევოლუციის 28-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და საქართველოში სლოვაკეთის ელჩმა რუდოლფ მიხალკამ. თბილისსა და ბრატისლავას შორის პირდაპირი ფრენები ხელს შეუწყობს
ტურიზმის და ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო გააქტიურებას. ხელოვნების სასახლეში გამართულ ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს პარლამენტის, მთავრობის,კულტურისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თბილისსა და ბრატისლავას შორის პირდაპირი ფრენები იწყება
ბოლო სიახლეები