საინფორმაციო ცენტრი +995 322 485511 +995 322 111 220
საქართველოში შემოსვლის წესები
04 ივლისი 2022

საქართველოს მოქალაქეთა შემოსვლის წესი

 საქართველოს მოქალაქე, რომელიც მოემგზავრება ნებისმიერი მარშრუტით (საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით), საქართველოში შემოდის უპირობოდ და მას არ ესაჭიროება არც  კოვიდვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტის და არც PCR- ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა.

საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შემოსვლის წესი

ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში მოემგზავრება ნებისმიერი მარშრუტით (საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით), 2022 წლის 15 ივნისიდან გათავისუფლებულია კოვიდ-ვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტის და PCR-ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენის ვალდებულებისგან.

საქართველოში შემოსვლის წესები

ბოლო სიახლეები