საინფორმაციო ცენტრი +995 322 485 511
New online booking system
19 ოქტომბერი 2017
,,ჯორჯიან ეარვეისმა’’ ავია ბილეთების შეძენის ონლაინ სისტემა განაახლა. ავიაკომპანიის ვებ გვერდზე, ბილეთების წინასწარი დაჯავშნის შესრულება უკვე შესაძლებელია. გამარტივებული ტარიფების სისტემით, მომხმარებლები უმოკლეს დროში შეარჩევენ სასურველ სამგზავრო პაკეტს. ავია ბილეთების საფასურის გადახდა, როგორც ევროსა და რუსულ რუბლში, ასევე, ეროვნულ ვალუტაშიც იქნება შესაძლებელი. ბილეთების შეძენის ონლაინ სისტემა ხელმისაწვდომია ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. ,,ჯორჯიან ეარვეისის’’ ვებ გვერდზე, მგზავრებს საშუალება აქვთ შექმნან პირადი სივრცე, სადაც განათავსებენ საკუთარი ტრანზაქციების ისტორიას.
New online booking system
ბოლო სიახლეები