საინფორმაციო ცენტრი +995 322 485 511
ჯორჯიან ეარვეისის ახალი რეისის პრეზენტაცია
10 ივლისი 2017

ინგლისის დედაქალაქ ლონდონში, საქართველოს საელჩოში, ავიაკომპაჯია ჯორჯიან ეარვეისის ახალი რეისის - თბილისი-ლონდონი-თბილისის პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაცია ჯორჯიან ეარვეისის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა ეთერ გაიაშვილმა და საქართელოს ელჩმა ინგლისში თამარ ბერუჩაშვილმა გამართეს.


"დღეს საქართველოს საელჩო ლონდონში მასპინძლობს სპეციალურ მიღებას, რომელიც ეძღვნება ჯორჯიან ეარვეისის მიერ პირდაპირი რეისის გახსნას თბილისსა და ლონდონს შორის.ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი, ღირსშესანიშნავი შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყნების დაახლოებისთვის. ბიზნესის, ეკონომიკური ურთიერთობების, ტურიზმის, კულტურული გაცვლის და სტუდენტური ურთიერთბების ხელშესაწყობად".- აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.


ეთერ გაიაშვილის განცხადებით, ჯორჯიან ეარვეისი მხარს უჭერს ბრიტანეთსა და საქართველოს შორის უკვე არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.


"ჩვენ მგზავრობას ვხდით უფრო სასიამოვნოს და მარტივს, არამხოლოდ საქართველოსა და ბრიტანეთს შორის, არამედ ჩვენი ქვეყნის გავლით სხვა რეგიონებთანაც. ლონდონში პირდაპირი ფრენები კვირაში 3-ჯერ განხორციელდება, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს მოქალაქეების მიმოსვლას და განამტკიცებს ქვეყნებს შორის ურთიერთობას".

ჯორჯიან ეარვეისის ახალი რეისის პრეზენტაცია
ბოლო სიახლეები