საინფორმაციო ცენტრი +995 322 485 511
ჯორჯიან ეარვეისის ახალი რეისის პრეზენტაცია
06 ივნისი 2017



საერთაშორისო ფრენებს ახალი, პირდაპირი მიმართულების რეგულარული რეისი დაემატა - „თბილისი-ლონდონი-თბილისი", რომელსაც ქართული ავიაკომპანია Georgian Airways შეასრულებს. ახალი რეისის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პირდაპირი ფრენები ხელს შეუწყობს საქართველო-დიდ ბრიტანეთის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას, ხალხთა შორის კავშირის გაძლიერებას, ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას.

„ასევე უმჯობესდება საგზაო ინფრასტრუქტურა, სასტუმროების ქსელი და არაერთი ტურისტული მიმართულება ვითარდება საქართველოში. გილოცავთ დღევანდელ დღეს, მადლობას ვუხდი საქართველოს ავიახაზებს, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო. იმედი მაქვს რეისები გაგრძელდება ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგაც. დარწმუნებული ვარ, ეს ავიაკომპანია კიდევ იტყვის თავის ხმამაღალ სიტყვას საქართველოს ტურიზმის განვითარებაში. დღეს ვიზალიბერალიზაციის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს ეძლევათ უნიკალური საშუალება, რომ დამღლელი პროცედურების გარეშე გაემგზავრონ ევროკავშირის ქვეყნებში," - განაცხადა პრემიერმა.

ღონისძიებას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმიტი დაესწრო.

ბოლო სიახლეები