საინფორმაციო ცენტრი +995 322 485 511
ინტერვიუ ბრიტანეტის ელჩთან საქართველოში
14 მაისი 2017
თქვენო აღმატებულებავ, ბატონო ელჩო!

ცნობილია, რომ  მაისის ბოლოს საქართველოს ეროვნული გადამზიდავი, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” განახორციელებს პირველ რეგულარულ  რეისს ლონდონის მიმართულებით. თქვენი შეფასებით, რა მნიშვნელობა აქვს ორი ქვეყნის ურთიერთობის განმტკიცებისათვის რეგულარულ საავიაციო მიმოსვლას ?

 

  მოხარული ვარ, რომ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ პირდაპირ ფრენებს იწყებს. წელს ჩვენ საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 25 წელს ავღნიშნავთ. სხვადასხვა მიმართულებით ბრიტანეთსა და საქართველოს შორის კავშირები, სულ უფრო მზარდი და მრავალფეროვანი ხდება. თბილისსა და ლონდონს შორის მგზავრობა თუ უფრო მარტივი და სწრაფი იქნება ეს კავშირები კიდევ უფრო გამყარდება.

ცხადია, მეგობრობა დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის 1992 წელს არ დაწყებულა. ჩვენი გასული საუკუნეების წარსულს, ისტორიკოსები ახლა სწავლობენ. სწორედ ამიტომ არის ჩვენი ურთიერთობები განსაკუთრებული და მე ვფიქრომ რომ მომავალში კიდევ უფრო განსაკუთრებული იქნება.

  საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა საქართველოში ყოველთვიურად იზრდება. 2017 წლის მხოლოდ სამ თვეში ვიზიტორების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.4%-ით გაიზარდა. რამდენად არიან დაინტერესებული ბრიტანელი მოგზაურები საქართველოთი? შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ რეგულარული რეისები ბრიტანელი მოგზაურობის მოყვარულებისთვის კარგი სტიმული იქნება?

  საქართველო საოცარი, ულამაზესი და სტუმართმოყვარე ქვეყანაა. მის უკეთ გასაცნობად, სულ უფრო მეტი და მეტი ბრიტანელი ვიზიტორი ჩამოდის. კულტურა გაინტერესებთ, ცეკვა, კერძები, ღვინო, ზამთრის სპორტი, მთებში სიარული თუ ჩიტების ყურება - საქართველო საუკეთესო არჩევანია. დარწმუნებული ვარ, ბრიტანეთიდან სტუმრების რაოდენა კიდევ უფრო გაიზრდება.  

რა თქმა უნდა პირდაპირი რეისი ასევე გულისხმობს, რომ საქრთველოდანაც სულ უფრო მეტი ადამიანი შეძლებს ბრიტანეთში გამგზავრებას. აღმოსაჩენი ბრიტანეთშიც ბევრია!

 როგორ აისახება პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ორი ქვეყნის სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებზე? თქვენი შეფასებით, რა პოტენციალი აქვს ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობას, არა მხოლოდ ეკონომიკის, კულტურის, მეცნიერების და სხვა დარგებში?

 პირდაპირი რეისები ხელს შეუწყობს ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ბიზნეს კავშირების გაძლიერებას. პარტნიორების თუ  მომხმარებლების პირისპირ შეხვედრების შესაძლებლობა, წარმატებული ბიზნესის ერთ ერთი უმთავრესი კომპონენტია, ამაყი ვარ იმით, რომ ბრიტანეთი საქართველოში ერთერთი მთავარი ინვესტორია. ასევე დიდი ქართული კომპანიები არიან წარმოდგენილები ლონდონის საფონდო ბირჟაზე. თბილისის სავაჭრო ცენტრებში საუკეთესო ბრიტანული მოდის ბრენდებს წააწყდებით, ხოლო ბრიტანულ სუპერმარკეტებში არაჩვეულებრივ ქართულ ღვინოს შეიძენთ. პირდაპირი რეისები შესაძლებლობას შექმნის სავაჭრო ურთიერთობები ახალ სიმაღლეზე ავიდეს.    

 სამომავლოდ, კავშირების გაფართოების პოტენციალს ნამდვილად ვხედავ. ერთი მიმართულება, სადაც დიდი სურვილი მაქვს მეტი გავაკეთო არის განათლება. საქართველოს და ბრიტანეთი უმაღლესი სასწავლებლები უკვე გვთავაზობენ ერთობლივ პროგრამებს. ჩვენი სტიპენდიების სქემის - ჩივნინგის - კურსდამთავრებულები, ბრიტანეთში მიღებული ერთწლიანი სამაგისტრო კურსის დამთავრების შემდეგ, ქართული საზოგადოების, ბიზნეს თუ პოლიტიკური წრეების აქტიური წარმომადგენლები ხდებიან.

 მაგრამ საუკეთესო კავშირის მაგალითი, რა თქმა უნდა ხალხთა შორის მეგობრობაა. მეგობრობა რომელიც თავისით ყალიბდება და თანდათან ძლიერდება. თითქმის ოცდაათი წელია ქალაქებს ბრისტოლს და თბილისს და ნიუპორტს და ქუთაისს დაძმობილებული ქალაქების სტატუსი აქვთ და ამ მეგობრობის ფარგლებში შექმნილმა ურთიერთობებმა ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. ბრიტანეთს და საქართველოს საერთო ინტერესებში ასევე სპორტი, განსაკუთრებით კი რაგბი აქვთ. სულ მალე ერთერთი ბრიტანული ეროვნული გუნდი და ირლანდიის ეროვნული ნაკრები, პირველად ისტორიაში სატესტო თამას თბილისში გამართავენ. ეს არ იქნება გამოსატოვებელი თამაშები!       

თუ გიმგზავრიათ, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” ბორტით? როდის გეგმავთ ლონდონისკენ გამგზავრებას ახლა უკვე პირდაპირი რეისით : თბილისი-ლონდონი?

  ჯერ არა, მაგრამ სულმოუთქმელად ველი როდის შევძლებ თბილისიდან ლონდონის გეტვიკის აეროპორტის მიმართულებით გაფრენას.  

 რას ეტყოდით თბილისიდან ლონდონისაკენ პირველი რეგულარული რეისის მგზავრებს?     

თუ ეს თქვენი პირველი სტუმრობაა, კეთილი იყოს თქვენი ფეხი დიდ ბრიტანეთში. თუ პირველად არ მიემგზავრებით, სასიამოვნოა თქვენი კიდევ ხილვა. ისიამოვნეთ ლონდონით. ეწვიეთ მსოფლიო დონის მუზეუმებს, თეატრებს, რესტორნებს და მაღაზიებს. გაისეირნეთ ქუჩის ბაზრებში და პარკებში და თუ დრო გაქვთ, ბრიტანეთის სხვა მხარეებიც მოინახულეთ. შოტლანდიაში, უელსში, ჩრდილოეთ ირლანდიასა თუ  ინგლისში - სანახავი ძალიან ბევრია.

ჩემი რჩევა ბრიტანეთიდან პირველად ჩამოსული სტუმრისთვისაც იგივე იქნება. მარტივი იქნება მთელი დრო თბილისში გაატაროთ, მაგრამ გამოიყებეთ შანსი ნახოთ საქართველო, ნებისმიერი მიმართულებით, წელიწადის ნებისმიერ დროს.

 

ინტერვიუ ბრიტანეტის ელჩთან საქართველოში
ბოლო სიახლეები