საინფორმაციო ცენტრი +995 322 485511 +995 322 111 220
შეტყობინება მგზავრებისთვის:
03 ივლისი 2019
ძვირფასო მგზავრებო,
ავიაკომპანია  „ჯორჯიან ეარვესი“  გატყობინებთ,  ფრენების განრიგის ცვლილებასთან დაკავშირებით:

რუსეთის მხრიდან დაწესებული სანქციების შედეგად,  ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვესი“  2019 წლის 8 ივლისიდან,  ცვლის  თბილისი - მოსკოვი - თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენების განრიგს და მგზავრებს მოემსახურება
თბილისი-(ერევანი)-მოსკოვი, (ერევანი)- თბილისის  მარშრუტით.
დაგეგმილია, რეგულარული 2 რეისის განხორციელება, ყოველდღიურად.
მგზავრთა მაქსიმალური კომფორტის უზრუნვსელსაყოფად, მგზავრებს არ მოუწევთ ავიახომალდის დატოვება და ბარგის გადატანა.

მგზავრებს მოემსახურება ბოინგის ტიპის ხომალდი 737-700 , რომელიც სერტიფიცირებულია იატასა და იკაოს წესების მიხედვით.

ავიაკომპანია უზრუნველყოფს მგზავრთა გადაჯავშნას ალტერნატიულ შეთავაზებულ რეისებზე. მგზავრები, რომლებიც ფლობენ ავიაბილეთებს ზემოაღნიშნულ მიმართულებაზე და თანახმა არიან ისარგებლონ შეთავაზებული მარშრუტით, მიიღებენ დამატაბეით თანხის გარეშე ინფორმაციას ავიაბილეთის შეძენისას,  მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო მისამართზე. მგავრებს ვისაც არ სურთ შემოთავაზებულის გამოყენება შეუძლიათ მოითხოვნონ სრული თანხის დაბრუნება სადაც ბილეთი იქნა შეძენილი.

გთხოვთ იხილოთ ფრენების განრიგი:

ადგილობრივი დროით:
A9 725 Tbilisi 08.15 Yerevan 08.45
A9 3930 (RM 930) Yerevan 09.20 Moscow (VKO) 10.50
A9 3929 (RM 929) Moscow (VKO) 11.50 Yerevan 15.20
A9 726 Yerevan 15.55 Tbilisi 16.25
A9 723 Tbilisi 17.40 Yerevan
A9 3928 (RM 930) Yerevan 18.45 Moscow (VKO) 20.15
A9 3927 (RM 929) Moscow (VKO) 21.15 Yerevan 00.45
A9 724 Yerevan 01.20 Tbilisi 01.50

ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ავიაკომპანიის სალაროებსა და ტურისტულ სააგენტოებში.
მგზავრებს, სანკტ-პეტერბურგის, კაზანის, უფისა და ვორონეჟის მიმართულებით,  ავიაკომპანია , შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე,  ამ ეტაპზე სთავაზობს:

- ავიაბილეთის გამოყენების მომდევნო 6 თვის განმავლობაში, პირველივე შესაძლო დაგეგმილ რეისზე.
- უსასყიდლო გადაჯავშნას თბილისი-ერევანი-მოსკოვის მიმართულებით

- ავიაბილეთის ღირებულების უკან დაბრუნებას, ავიაბილეთის შეძენის პუნქტებში


მგზავრებს ბათუმი-მოსკოვი-ბათუმის მიმართულებით, ავიაკომპანია სთავაზობს :

ავიაბილეთის გამოყენების მომდევნო 6 თვის განმავლობაში, პირველივე შესაძლო დაგეგმილ რეისზე.

- უსასყიდლო გადაჯავშნას თბილისი-ერევანი-მოსკოვის მიმართულებით

- ავიაბილეთის ღირებულების უკან დაბრუნებას, ავიაბილეთის შეძენის პუნქტებში

- თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დაგეგმილია რეგულარული რეისების განხორციელება.


დამატებითი ინფორმაციისთვი, მგზავრები უნდა დაუკავშირდნენ ტურისტულ სააგენტოებსა თუ სხვა ავიაბილეთების რეალიზაციის პუნქტებს, სადაც იქნა ავიაბილეთი შეძენილი.

მგზავრებს თბილისი-ვორონეჟი-თბილისის მიმართულებით, ავიაკომპანია სთავაზობს:

- ერევნის ტრანზიტული მიმართულებით რეისის განხორციელებას, ზუსტი განრიგის გასაგებად გთხოვთ დაუკავშირდეთ ტურისტულ სააგენტოებსა თუ სხვა ავიაბილეთების რეალიზაციის პუნქტებს, სადაც იქნა ავიაბილეთი შეძენილი

მგზავრებს,  რომლებიც ფლობენ ორმხრივ ავიაბილეთს ,  და მათ შორის ერთი სეგმენტი  2019 წლის 8 ივლისამდეა გათვალისწინებული, ხოლო მეორე სეგმენტი 2019 წლის 8 ივლისის შემდეგ,  ავიაკომპანია სთავაზობს:

- გამოიყენონ ერთი სეგმენტი დაგეგმილი რეისით , ხოლო მეორე სეგმენტით ისარგებლონ შეთავაზებული ალტერნატიული მარშრუტით
- ისარგებლონ ღია თარიღის გამოყენების პირობით, 6 თვის ვადაში და გამოიყენონ  ფრენის შესაძლებლობა პირველივე  დაგეგმილ რეისზე.
- მოითხოვონ გამოუყენებელი სეგმენტის უსასყიდლო დაბრუნება

მგზავრებს უმორჩილესად ვთხოვთ, შეამოწმონ ელექტრონული ფოსტა ფრენის განახლებული განრიგისა და მარშრუტის შესახებ ინფორმაციის მისაღებად . ავიაკომპანია ეტაპობრივად უზრუნველყოფს ყველა მგზავრის ინფორმირებას.

დამატებითი ინფორმაციისათვის მგზავრებმა უნდა მიმართონ, იმ გაყიდვების ოფისებს, სადაც განახორციელეს ავიაბილეთების რეალიზაცია.

ავიაკომპანიის საკონტაქტო დეტალები:
ავიაკომპანიის სათავო ოფისი:
ქ. თბილისი, რუსთაველის ქუჩა N12, ( სამუშაო საათები
ორშაბათიდან-  შაბათის ჩათვლით  10 საათიდან 19:00 საათამდე
ელექტრონული ფოსტა:  [email protected]
ცხელი ხაზი: 2 111 220
მოსკოვის ოფისი: 
 ქ. მოსკოვი, ხამოვნიჩესკის ქუჩა  N 12
ელექტრონული ფოსტა:  [email protected]
ცხელი ხაზი: 2 111 220
+7984951365605
შეტყობინება მგზავრებისთვის:

ბოლო სიახლეები