საინფორმაციო ცენტრი +995 322 485 511
გივი დავითაშვილის პრესკონფერენცია
16 მაისი 2017

ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" განვითარების ახალ ეტაპს იწყებს. კომპანია ახალი ბოინგ 737-700 ტიპის საჰაერო ხომალდისა და 2 ემბრაერის ტიპის თვითმფრინავის დარეგისტრირებას გეგმავს.
ამის შესახებ "ჯორჯიან ეარვეისის" გენერალურმა დირექტორმა გივი დავითაშვილმა პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

"მინდა გითხრათ სასიამოვნო სიახლეების შესახებ, რომლებიც ბოლო პერიოდში "ჯორჯიან ეარვეისში" ხორციელდება. კერძოდ, ავიაკომპანია განვითარების ახალ ეტაპზე საჰაერო ფლოტის ძირეულ განახლებას გეგმავს. სულ რამოდენიმე დღეში ახალი ბოინგ 737-700 ტიპის საჰაერო ხომალდს დავარეგისტრირებთ, ასევე ემბრაერის ტიპის 2 თვითმფრინავი გვეყოლება", - აღნიშნა "ჯორჯიან ეარვეისის" გენერალურმა დირექტორმა.

გივი დავითაშვილმა აღნიშნა, რომ სიახლეები ავიარეისების კუთხითაც იგეგმება. კერძოდ, 20 მაისიდან პირდაპირი რეისების შესრულება, როგორც თბილისიდან ლონდონის, ასევე სხვა ქვეყნების მიმართულებით.

"20 მაისიდან ვიწყებთ პირდაპირი რეისების შესრულებას თბილისიდან ლონდონის მიმართულებით, ფრენები შესრულდება კვირაში ორჯერ - ორშაბათსა და შაბათს. ასევე, 12 ივნისიდან ვიწყებთ პრაღის მიმართულებით პირდაპირი ფერენების შესრულებას - ყოველ ორშაბათსა და შაბათს. მიმდინარე წლის აპრილის ბოლოდან დავიწყეთ პირდაპირი ფრენები კიევის მიმართულებით, რომელიც ხორციელდება ყოველდღიურად. ასევე, ყაზანის მიმართულებით 2 ივნისიდან ფრენებს კვირაში 2 სიხშირით ვამატებთ. ასევე მგზავრთა მოთხოვნის საფუზველზე დაგეგმილი გვაქვს პარიზის მიმართულებით ავიარეისების განხორციელება, რომელიც კვირაში ორი სიხშირით შესრულდება", - განაცხადა დავითაშვილმა.

 
გივი დავითაშვილის პრესკონფერენცია
ბოლო სიახლეები