საინფორმაციო ცენტრი +995 322 485 511
ბორისპოლის აეროპორტის განცხადება
09 აგვისტო 2017
ბორისპოლის აეროპორტმა გამოაქვეყნა 2017 წლის პირველი ნახევრის რეისების გრაფიკის დაცვის კუთხით ყველაზე პუნქტუალური და ყველაზე არაპუნქტუალური ავიაკომპანიების რეიტინგი.

ყველაზე პუნქტუალურად გამოცხადდა ავიაკომპანიები: Georgian Airways, Czech Airlines, Belavia, Aegean Airlines. აღნიშნული ავიაკომპანიების რეისების 90 % შესრულდა დაგვიანების გარეშე. 

«ვერცხლი» პუნქტუალობაში ერგოთ შემდეგ ავიაკომპანიებს: Austrian Airlines, Lufthansa, Rosa Vetrov, Air Arabia, airBaltic, Ukranian International Airlines, Air France, Azur Air Ukraine, Anda Air, Azerbaijan Airlines, Dnepravia, KLM, Turkish Airlines, British Airways, Ellinair, Atlasglobal, LOT, UM Air, Bravo Airways.

6 თვის შედეგებით აუთსაიდერებში მოხვდნენ ისრაელის ავიაკომპანია El Al, რომელმაც განრიგით შეასრულა რეისების მხოლოდ 34%.

შედარებისთვის, 2016 წლის ივნის-ივლისში საკუთარი მგზავრების მიმართ განსაკუთრებული პასუხიმგებლობა გამოიჩინეს შემდეგმა ავიაკომპანიებმა: Dnepravia, Belavia, Aegean Airlines, Rosa Vetrov, Azur Air, ხოლო 2016 წლის სექტემბერში ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანიების რიცხვს დაემატა კომპანიები: AirBaltic, Air Serbia, Adria Airways, Austrian Airlines, Czech Airlines, KLM и Turkish Airlines. მათი რეისების 90%-ზე მეტი შესრულდა გრაფიკის მიხედვით.
ბორისპოლის აეროპორტის განცხადება
ბოლო სიახლეები