საინფორმაციო ცენტრი +995 322 485 511
BGCC (ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატა) 10 წლის იუბილეს თბილისში აღნიშნავს
27 ოქტომბერი 2017

 წელს, გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ხელახლა დამყარებიდან 25-ე წელი აღინიშნება. ეს წელი ორმაგად მნიშვნელოვანია ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატისთვის (BGCC), რადგან ის აღნიშნავს ლონდონში პალატის დაარსებიდან მე-10 წლისთავს.

ამ მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით ბრიტანულ-ქართულმა სავაჭრო პალატამ გამართა მიღება, რომლის სპონსორიც ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის ახალი წევრი - Regus Georgia გახლდათ.

„2007 წელს გაიმართა ჩვენი გახსნა“ - მოახსენა სტუმრებს ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის დამფუძნებელმა - მაკო აბაშიძემ. მას შემდეგ თბილისსა და ლონდონში 80-მდე ღონისძიება გაიმართა და გვქონდა 12 პრეს-ტური, მათგან პირველი ჩატარდა 2008 წლის სექტემბერში, როცა საქართველოში ჩამოიყვანეს ბრიტანელ ჟურნალისტთა ჯგუფი, რომელთაც უნდა გაეშუქებინათ ომის შემდგომი მოვლენები. ბრიტანულ-ქართულმა სავაჭრო პალატამ ორგანიზება გაუწია მთელ რიგ კულტურულ ღონისძიებებს, რომელიც მოიცავდა ლონდონში ქართველ მოცეკვავეთა ანსამბლების, მუსიკოსების და მხატვრების წაყვანას. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ორივე საელჩოსთან და მე მსურს მადლობა გადავუხადო მათ ამ მხარდაჭერისთვის“.

აბაშიძემ აგრეთვე მადლობა გადაუხადა საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციას და ღვინის ეროვნულ სააგენტოს მათი ერთობლივი ინიციატივებისთვის, რომლებიც ითვალისწინებდა გაერთიანებულ სამეფოში ქართული ღვინის რეკლამირებას, რასაც შედეგად მოყვა ლონდონში, სასტუმრო რიცაში ქართული ღვინის შეყვანა მუდმივ შეთავაზებებში.

„აგრეთვე მსურს მადლობა გადავუხადო ''ჯორჯიან ეარვეისს'', რომელმაც დაიწყო პირდაპირი ფრენები თბილისსა და ლონდონს შორის წელს“ თქვა მან. „ეს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბიზნესისა და ტურიზმის კავშირს. მსურს აგრეთვე მადლობა გადავუხადო ჩვენს მასპინძელს რეგუსს. რეგუსი არ არის მხოლოდ ბიზნეს ოფისების შენობა, არამედ ის გახლავთ მკაფიო ნიშანი იმისა, რომ საქართველო ხდება გლობალური ბიზნესის დიდი ქსელის ნაწილი;“

საპატიო სტუმრებმა დიდი ბრიტანეთიდან და საქართველოდან, მათ შორის ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულებამ, ჯასტინ მაკკენზი სმიტმა, ბი.პი-ს, PwC-ს, ბილტმორის, ჯორჯიან ეარვეისის და ვეჯვუდის წარმომადგენლებმა ისიამოვნეს სასმელებით და კერძებით  ლორდ კრომველთან ერთად, რომელიც გახლავთ ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს საპატიო თავმჯდომარე, რომელიც ესწრებოდა ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის პირველ გახსნას.

 “გაიხსენეთ 10 წლის წინანდელი მდგომარეობა,” ლორდმა კრომველმა უთხრა დამსწრე საზოგადოებას “მოხდა მთელი რიგი საინტერესო მოვლენები, მსოფლიო ეკონომიკაში და ადგილობრივად დასაძლევი იყო მთელი რიგი გამოწვევები. პალატის დამსახურებაა, რომ მათ გააგრძელეს მუშაობა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, კერძოდ კი, ყველა მისი წევრის დამსახურება. 10 წლის წინ, საქართველოში ჩემს პირველ გამგზავრებამდე როცა ვამბობდი, რომ საქართველოში მივდივარ, ეგონათ, რომ ამერიკის შტატში მივდიოდი. როცა ვეუბნებოდი, რომ ეს იყო ქვეყანა კავკასიაში, მათ ის რუსეთის ნაწილი ეგონათ და მე მათ ვუსწორებდი. ახლა კი, 10 წლის შემდეგ, როცა ჩემს თანამშრომელ ორ ქალბატონს ვუთხარი, რომ საქართველოში მივდიოდი, ერთერთმა მითხრა „ო, ვიცი საქართველო, გასულ კვირას ჩემი ძმა იყო იქ საქმეებზე ჩასული“. ასე შორს წავიდა საქართველო ამ 10 წლის განმავლობაში. საქართველომ თავი დაიმკვიდრა როგორც ბიზნეს ჰაბმა, რომელიც ევროპისკენ, ახლო აღმოსავლეთისკენ - მთლიანი რეგიონისკენაა მიმართული. სტაბილურობა არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც საქართველოს გააჩნია და მიზეზი,  რის გამოც კომპანიები და ინვესტორები ჩამოდიან აქ ბიზნესის საწარმოებლად“ - განაცხადა ლორდმა კრომველმა.

ბრიტანეთის ელჩმა მისასალმებელი სიტყვა დაასრულა შემდეგი შეტყობინებით ბრიტანულ-ქართული ურთიერთობების შესახებ: „მარტო ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოს ესტუმრა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის სავაჭრო დესპანი საქართველოში, ჩვენ გვქონდა მიღება საელჩოში სპეციალიზირებულ ბრიტანულ კომპანიასთან, რომელიც დაკავშირებულია ჯანდაცვის სექტორთან და ჩვენ ვამზადებთ გაერთიანებული სამეფო-საქართველოს ბიზნეს ფორუმს ლორდ-მერის რეზიდენციაში, რომელიც ორ კვირაში გაიმართება“ - განაცხადა მან. „მე ვგრძნობ, რომ ბიზნეს ურთიერთობების განვითარება დამოუკიდებლად მიმდინარეობს. ეს თავისთავად არ ხდება: ამას სჭირდება დრო, მოთმინება და მადლობა მინდა გადავუხადო ბრიტანულ-ქართულ სავაჭრო პალატას და მაკო აბაშიძეს, რადაგან ამდენს მივაღწიეთ ამ რთული წლების განმავლობაში. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და დარწმუნებული ვარ ჩვენს ერთობლივ მომავალში.“

კატი რუთ დევისი

 

BGCC (ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატა) 10 წლის იუბილეს თბილისში აღნიშნავს
ბოლო სიახლეები