საინფორმაციო ცენტრი +995 322 111 220
ავიაკომპანია ,,ჯორჯიან ეარვეისის’’ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე რომან ბოკერია დაინიშნა
15 აპრილი 2019

რომან ბოკერია მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა თანამდებობებზე როგორც კერძო სექტორში, ასევე საჯარო უწყებებში. დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის მსოფლიო ეკონომიკისა და საბანკო ოპერაციების ფაკულტეტი (1992-1996). 
შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნეს სამართლის მიმართულებით (1997-2003).
2008-2010 წლებში განათლება მიიღო ფლორიდის შტატში - ტამპას უნივერსიტეტში, ჯონ ჰ. საიკსის ბიზნეს კოლეჯში, მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი MBA ფინანსებსა და ინვესტიციებში. ამავე უნივერსიტეტში პარალელურად იყო ასპირანტი ასისტენტი საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფინანსურ დეპარტამენტში. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

ავიაკომპანია ,,ჯორჯიან ეარვეისის’’ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე რომან ბოკერია დაინიშნა

ბოლო სიახლეები