საინფორმაციო ცენტრი +995 322 111 220
ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" განცხადება
24 ივნისი 2019

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მიმართულებით საჰაერო გადაყვანები აეკრძალათ. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით აკრძალვა შეეხება ქართულ ავიაკომპანიებსაც.

იმ შემთხვევაში თუ აკრძალვა 8 ივლისიდან ამოქმედდება, ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" მგზავრებს შესთავაზებს თბილისი-ერევანი-მოსკოვი ტრანზიტულ ფრენებს.

მგზავრებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნის მიზნით, ტრანსფერის დრო იქნება დაახლოებით 1 საათი.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დუკავშირდეთ ჩვენს სალაროს.

ავიაკომპანია

ბოლო სიახლეები