საინფორმაციო ცენტრი +995 322 485511 +995 322 111 220
სპორტული ბარგი
სპორტული აღჭურვილობის გადაზიდვის წესები ძალაში შედის  2020 წლის 1 იანვრიდან.

სპორტული აღჭურვილობის ტრანსპორტირება შესაძლებელია ყველა პირდაპირ რეისზე, როგორც ბარგი, ან დამატებითი ბარგი, იმ პირობით რომ ის არ უნდა აღემატებოდეს ნებადართულ წონას, ზომას და რაოდენობას. აუცილებელია წინასწარ შეტყობინება, რათა მოხდეს ბარგის დადასტურება ჯავშანში. მომსახურეობის საფასური არ ექვემდებარება დაბრუნებას და შესაძლოა განსხვავდებოდეს კოდ-შეარის შემთხვევაში. ამიტომ გთხოვთ გადაამოწმოთ ოპერატორთან. 

სპორტული აღჭურვილობის სხვადასხვა ნივთების გადაზიდვა დაშვებულია უფასო ბარგის ნორმის ფარგლებში. ზედმეტი ბარგი ექვემდებარება გადახდას, დაწესებული ტარიფების შესაბამისად. რეგისტრაციის დროს მიიღება მხოლოდ დაჯავშნილი და დადასტურებული სპორტული ბარგი, წონით 23კგ ეკონომ კლასში და 32კგ - ბიზნეს კლასში. აგრეთვე, ბარგის მაქსიმალური ზომა დამოკიდებულია სპორტული ინვენტარის სახეობებზე. 

ტრანსპორტირების და შეფუთვის მოთხოვნები:

ველოსიპედი

უნდა იყოს შეფუთული ყუთში, კონტეინერში ან სპეციალურ მყარ ჩანთაში.

სახელურები უნდა იყოს მობრუნებული ჩარჩოს გასწვრივ. პედლები და სხვა მერყევი ნაწილები უნდა იქნას მოხსნილი, ხოლო საბურავებში წნევა შემცირებული. 

გთხოვთ გაითვალისწინოთ: საერთაშორისო რეგულაციებიდან გამომდინარე, ელექტრონული ველოსიპედის ან ელექტრო ველოსიპედის ტრანსპორტირება შეუძლებელია.

მცირე ზომის სპორტული დაფა

სპორტული მცირე დაფა უნდა იყოს შეფუთული მყარ კონტეინერში, ან თავისივე დამცავ ჩანთაში. 

სათევზაო მოწყობილობა

სათევზაო აღჭურვილობის ზომა უნდა იყოს არაუმეტეს 200სმ და 23კგ (50,5 lbs) ეკონომ კლასში და 32კგ (70,5 lbs) ბიზნეს კლასში. აღჭურვილობა შესაძლოა შეიცავდეს ანკესს, ბადეს, სათევზაო ჩექმას, სათევზაო ყუთს ან ზურგჩანთას. ეს ყველაფერი უნდა მოთავსდეს ერთ შეფუთვაში. 

გოლფის აღჭურვილობა

გოლფის აღჭურვილობის ნაკრები უნდა იყოს შეფუთული გოლფის სპეციალურ ჩანთაში.

ზამთრის სპორტის აღჭურვილობა (თხილამურები, სნოუბორდი)
სათხილამურო აპარატურა უნდა იყოს შეფუთული სპეციალურ ჩანთაში, რათა არ მოხდეს სხვა ბარგის დაზიანება. სათხილამურო აღჭურვილობის თითოეული ნაკრები შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ შემდეგ ნივთებს:
  • ერთი სნოუბორდი და წყვილი სნოუბორდის ფეხსაცმელი.
  • ერთი წყვილი თხილამურები, ერთი წყვილი სათხილამუროჯოხები, ერთი წყვილი სათხილამურო ფეხსაცმელი და ჩაფხუტი.
თხილამურების ჩანთა არ უნდა შეიცავდეს სხვა ნივთებს. ზამთრის სპორტის აღჭურვილობის ტრანსპორტირება უფასოა მთელი ზამთრის სეზონის განმავლობაში, თუ ის არ აღემატება ბარგის დასაშვებ წონას, რომელიც ბილეთშია მითითებული. (15.12.2019-28.03.2020).

ტანდემი
უნდა იყოს შეფუთული ყუთში, კონტეინერში ან სპეციალურ მყარ ჩანთაში.
სახელურები უნდა იყოს მობრუნებული ჩარჩოს გასწვრივ. პედლები და სხვა მერყევი ნაწილები უნდა იქნას მოხსნილი, ხოლო საბურავებში წნევა შემცირებული. 
გთხოვთ გაითვალისწინოთ: საერთაშორისო რეგულაციებიდან გამომდინარე, ელექტრონული ველოსიპედის ან ელექტრო ველოსიპედის ტრანსპორტირება შეუძლებელია.

ყიდვისას, ფასები შესაძლოა ოდნავ განსხვავდებოდეს, ვალუტის კურსის ცვლილების გამო. ყველა ფასი მითითებულია ერთ მიმართულებაზე/ერთ სეგმენტზე.



სპორტული

აღჭურვილობა

განსაზღვრული

შემადგენლობა

ჩანთების

რაოდენობა

მაქს.

ზომა

შიდა & სასომხეთი

ევროპა & ისრაელი

რუსეთი

უკრაინა

ველოსიპედი

1 ველოსიპედი (ძრავის გარეშე) ან
1 ბავშვებისთვის განკუთვნილი ურიკა, ველოსიპედთან მისაბმელად, ან
1 ერთ ბორბლიანი ველოსიპედი

1

280 cm 
3 განზომილების ჯამი
(სიმაღლე * წონა * სიღრმე)

60 EUR /

190 GEL

70EUR/70GBP/USD80/230GEL

80EUR/90USD/260GEL/

5650RUB

80EUR/90USD/260GEL

სერფინგის პატარა დაფა

(2მ-მდე)

ნებისმიერი სპორტული დაფა 2მ მდე სიგრძის

1

200 cm

20 EUR /

65 GEL

30EUR/30GBP/USD40/100GEL

40EUR/50USD/130GEL/

1410RUB

40EUR/50USD/130GEL

სათევზაო

აღჭურვილობა

1 ჩანთა სათევზაო ინვენტარის შემცველობით.
1 ჩანთა, სათევზაო აქსესუარებისთვის.

2

200 cm

60 EUR /

190 GEL

70EUR/70GBP/USD80/230GEL

80EUR/90USD/260GEL/

5650RUB

80EUR/90USD/260GEL

გოლფის აღჭურვილობა

1 გოლფის ჩანთის შემადგენლობა.

1 ჩანთა გოლფის აქსესუარებისთვის
1 წყვილი გოლფის ფეხსაცმელი

1

220 cm

70 EUR /

230 GEL

80EUR/80GBP/USD90/260GEL

90EUR/100USD/290GEL/

6350RUB

90EUR/100USD/290GEL

ტანდემი

1 ტანდემი, მაქს.2 ადგილიანი ველოსიპედი (არაელექტრო) 

1

300 cm
3 განზომილების ჯამი
(სიმაღლე * წონა * სიღრმე)

100 EUR/

320 GEL

120 EUR/

380 GEL

140EUR/150USD/

450GEL/9580RUB

140EUR/150USD/

450GEL

Ზამთრის სპორტი (თხილამურები, სნოუბორდი)

1 ჩანთა ერთი წყვილი თხილამურებით

ან ერთი სნოუბორდი
1 ჩანთა ერთი წყვილი  თხილამურების ჯოხებით და ერთი წყვილი თხილამურების ან სნოუბორდის ფეხსაცმელი
1 ჩაფხუტი

2

210 cm

20 EUR /

65 GEL

30EUR/30GBP/USD40/100GEL

40EUR/50USD/130GEL/

1410RUB

40EUR/50USD/130GEL