საინფორმაციო ცენტრი +995 322 485511 +995 322 111 220
შენგენში შესასვლელი დოკუმენტაციების ჩამონათვალი

2017 წლის 28 მარტიდან , საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ ბიომეტრიული პასპორტი 10 წლამდე მოქმედების ვადით და რომელსაც სურთ შენგენის ზონაში გამგზავრება, აღარ სჭირდებათ მოკლევადიანი ვიზების აღება.
მათ შეუძლია დაჰყონ ამ ზონაში 90 დღმდე 180 დღის განმავლობაში ტურიზმის მიზნით, ეწვიონ მეგობრებს ან ოჯახებს, დაესწრონ კულტურულ ან სპორტულ სანახაობას, შეხვდნენ პარტნიორებს (საქმიანი შეხვედრები), მონაწილეობა მიიღონ ბაზრობებში, გამოფენებში ან სალონებში ( როგორც სტუმარმა ან მონაწილემ), გააკეთონ რეპორტაჟი, დანიშნონ სამედიცინო კონსულტაცია, გაიარონ სამ თვემდე ხანგძლივობის სწავლება.
თუმცა აღნიშნულია, რომ 90 დღემდე ყოფნისთვის უვიზო რეჟიმით სარგებლობა ავტომატურად არ ნიშნავს საფრანგეთის ტერიტორიზე შესვლის უფლებას (შენგენის სასაზღვრო კოდექსის შესაბამისად).
საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყანაში ჩასვლისას სასზღვრო პოლიციას უნდა წარუდგინონ დოკუმენტები, რომლებიც დაადასტურებენ მათი მგზავრობის მიზანს, ყოფნის პირობებს, ცხოვრების საშუალებებს და რეპატრიაციის გარანტიებს, როგორიცაა:

  • ბილეთი ორი გზა;

  • მგზავრობის მიზანი;

  • ტურიზმი: საცხოვრებელი პირობები (სასტუმროს ფავშანი ან ოფიციალური ადმინისტრაციის მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფის დამადასტურებელი მოწმობა).

  • საქმიანი მოგზაურობა: მოწვევის წერილი საწარმოს ან ოფიციალური ორგანიზიციის მიერ კონფერენციაზე, შეკრებაზე მონაწილეობისათვის, სტაჟირებაზე ან სწავლებაზე ჩაწერის დამადასტურებელი დოკუმენტი;

  • ყოფნის პერიოდისათვის საჭირო ფინანსური დამადასტურებელი დოკუმენტი (ნაღდი ფული, სასურველია 50 აშშ დოლარი ყოველ ერთ დღეზე, ბოლო სამი თვის საბანკო ამონაწერი, მესამე პირის მიერ ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი და ა.შ).

  • რეპატრიაციის დამადასტურებელი დაზღვევა და სამედიცინო დაზღვევა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ!
ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეისი გისურვებთ ბედნიერ და უსაფრთხო ფრენას.


იხილეთ მეტი