საინფორმაციო ცენტრი +995 322 485511 +995 322 111 220
შეტყობინება პარტნიორი სააგენტოებისათვის

ძვირფასო სააგენტოების წარმომადგენლებო,


ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეისი გატყობინებთ განრიგის ცვლილებასთან დაკავშირებით:

რუსეთის მხრიდან დაწესებული სანქციების შედეგად,  ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვესი“  2019 წლის 8 ივლისიდან,  ცვლის  თბილისი - მოსკოვი - თბილისი პირდაპირი ფრენების განრიგს და მგზავრებს მოემსახურება თბილისი-(ერევანი)-მოსკოვის  მარშრუტით.
დაგეგმილია, რეგულარული 2 რეისის განხორციელება, ყოველდღიურად.
მგზავრთა მაქსიმალური კომფორტის უზრუნვსელსაყოფად, სატრანზიტო დრო არის  35 წუთი.

მგზავრებს არ მოუწევთ ავიახომალდის დატოვება და ბარგის გადატანა.

მგზავრებს მოემსახურება ბოინგის ტიპის ხომალდი 737-700 , რომელიც სერტიფიცირებულია იატასა და იკაოს წესების მიხედვით.
გთხოვთ იხილოთ ფრენების განრიგი:
ადგილობრივი დროით:

 1. A9 725 Tbilisi 08.15 Yerevan 08.45
A9 3930 (RM 930) Yerevan 09.20 Moscow (VKO) 10.50
A9 3929 (RM 929) Moscow (VKO) 11.50 Yerevan 15.20
A9 726 Yerevan 15.55 Tbilisi 16.25

2. A9 723 Tbilisi 17.40 Yerevan 18.10
A9 3928 (RM 928) Yerevan 18.45 Moscow (VKO) 20.15
A9 3927 (RM 927) Moscow (VKO) 21.15 Yerevan 00.45
A9 724 Yerevan 01.20 Tbilisi 01.50

ტურისტულ სააგენტოებს შეუძლიათ მგზავრების გადაწერა უსასყიდლოდ შეთავაზებულ მარშრუტზე.
ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“  უმორჩილესად გთხოვთ, მიაწოდოთ  მგზავრებს ინფორმაცია ცვლილებებისა და დაგეგმილი რეისების შესახებ და შესთავაზოთ ავიაკომპანიის მიერ დაგეგმილი ალტერნატიული განრიგით ფრენების განხორციელება.
გთხოვთ იხილოთ  ავიაკომპანიის ინსტრუქცია: 

- ავიაბილეთების რეალიზაცია თბილისი- ( ერევანი) - მოსკოვი- (ერევანი)- თბილისის მიმართულებით გახსნილია ჯორჯიან ეარვეისისა და სხვა რეზერვაციების სისტემებში. თბილისი- ( ერევანი) - მოსკოვი- (ერევანი)- თბილისის მიმართულებით ავიაბილეთების დაჯავშნა და  შეძენა შესაძლებელია ავიაკომპანიის სალაროებში, ონლაინ, ტურისტული სააგენტოების მეშვეობით და სხვა ყველა შესაძლო რეალიზაციის არხით

- ავიაკომპანია სთავაზობს მგზავრებს, რომელთაც აქვთ მოქმედი ავიაბილეთი თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ,  8 ივლისიდან განახორციელონ ფრენა ტრანზიტული რეისით ერევნის გავლით

ავიაკომპანია უფლებას აძლევს სააგენტოებს განახორციელონ მათი მგზავრებისთვის  ავიაბილეთების გადაწერა.

- მგზავრებს, რომლებსაც არ სურთ ახალი განრიგით ფრენის განხორციელება, უფლებამოსილები არიან მოითხოვონ და მიიღონ ავიაბილეთის  სრული ანაზღაურება,  ჯარიმის გარეშე
- ავიაბილეთის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს იმ სააგენტოებსა თუ გაყიდვის პუნქტებში, სადაც ბილეთი იქნა შეძენილი
- თარიღის ცვლილება შესაძლებელია ბილეთის შესაბამისი კლასის წესების მიხედვით თბილისი- პეტერბურგი, ვორონეჟი, უფა  და კაზანის მიმართულებით  შეძენილი  ავიაბილეთების   რეალიზაციისა და გამოყენების წესები:
-მგზავრებს, რომელთაც აქვთ შეძენილი ავიაბილეთები პეტერბურგის, ვორონეჟის, უფასა და კაზანის მიმართულებით პირდაპირ რეისებზე, უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ და მიიღონ მარშრუტის ცვლილება,  მოსკოვის მიმართულებით მხოლოდ.

- ხოლო, მგზავრები, რომელთაც არ სურთ ფრენის განხორციელება , უფლებამოსილები არიან მიიღონ ავიაბილეთების სრული ანაზღაურება ჯარიმის გარეშე.
- მგზავრებს, სანკტ-პეტერბურგის, კაზანის, უფისა და ვორონეჟის მიმართულებით, ავიაკომპანია , შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე,  ამ ეტაპზე სთავაზობს:
-ავიაბილეთის გამოყენების მომდევნო 6 თვის განმავლობაში, პირველივე შესაძლო დაგეგმილ რეისზე.
- უსასყიდლო გადაჯავშნას თბილისი-ერევანი-მოსკოვის მიმართულებით
- ავიაბილეთის ღირებულების უკან დაბრუნებას, ავიაბილეთის შეძენის პუნქტებში
- მგზავრებს ბათუმი-მოსკოვი-ბათუმის მიმართულებით, ავიაკომპანია სთავაზობს :
- ავიაბილეთის გამოყენების მომდევნო 6 თვის განმავლობაში, პირველივე შესაძლო დაგეგმილ რეისზე.
- უსასყიდლო გადაჯავშნას თბილისი-ერევანი-მოსკოვის მიმართულებით
- ავიაბილეთის ღირებულების უკან დაბრუნებას, ავიაბილეთის შეძენის პუნქტებში
- თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დაგეგმილია რეგულარული რეისების განხორციელება
- მგზავრებს, რომლებიც ფლობენ  ორმხრივ ავიაბილეთს ,  და მათ შორის ერთი სეგმენტი  2019 წლის 8 ივლისამდეა გათვალისწინებული, ხოლო მეორე სეგმენტი 2019 წლის 8 ივლისის შემდეგ,  ავიაკომპანია სთავაზობს:
- გამოიყენონ ერთი სეგმენტი დაგეგმილი რეისით , ხოლო მეორე სეგმენტით ისარგებლონ შეთავაზებული ალტერნატიული მარშრუტით
- ისარგებლონ ღია თარიღის გამოყენების პირობით, 6 თვის ვადაში და გამოიყენონ ფრენის შესაძლებლობა პირველივე  დაგეგმილ რეისზე
-მოითხოვონ გამოუყენებელი სეგმენტის უსასყიდლო დაბრუნება
 -BSP-ის წევრ ტურისტულ სააგენტოებს,  შეუძლიათ ისარგებლონ ავიაბილეთების უკან დაბრუნების ფუნქციით BSP ლინკზე შესაბამისი შეტყობინებების გამოყენებით.

ავიაკომპანიის საკონტაქტო დეტალები:

ავიაკომპანიის სათავო ოფისი: ქ. თბილისი, რუსთაველის ქუჩა N12, ( სამუშაო საათები
ორშაბათიდან-  შაბათის ჩათვლით , 10 საათიდან 19:00 საათამდე.
ელექტრონული ფოსტა:  [email protected]
ცხელი ხაზი: 2 111 220
მოსკოვის ოფისი:   ქ. მოსკოვი, ხამოვნიჩესკის ქუჩა  N 12
ელექტრონული ფოსტა:  [email protected]
ცხელი ხაზი: 2 111 220/+7984951365605

აკრძალვა ფასდაკლებაზე
2017 წლის 7 აგვისტოდან, ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" კრძალავს ინტერნეტის საშუალებით ფასდაკლებული ავია ბილეთების გაყიდვას. https://www.georgian-airways.com/files/GEORGIAN AIRWAYS AUG-2017.pdf
 
ავია ბილეთების ღირებულება რუსეთის ფედერაციის, საქართველოს, სომხეთის, უკრაინის, ისრაელის, ჩეხეთის რესპუბლიკის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების სატრანსპორტო ნაკადის დაწყებამდე სრულად უნდა შეესაბამებოდეს გამოქვეყნებულ ტარიფს და ნაჩვენები იყოს GDS- ში.

დაუშვებელია, ინტერნეტ სივრცეში ცრუ ინფორმაციის განთავსება ავია ბილეთების ღირებულების შესახებ, როგორც საკუთარ, ისე პარტნიორი წყაროს რესურსებში (მეტა პრობი), აგრეთვე სხვა მომსახურებასა თუ რეკლამებში.

სხვადასხვა დაჯავშნის სისტემებში მუშაობისას წარმოშობილი პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ჯორჯიან ეარვეისი მტკიცედ ურჩევს აგენტებს, რომ ავიაბილეთის დამატებითი გადასახადი იყოს ბილეთის ღირებულების 2%-ის ფარგლებში, აგრეთვე ფულადი ტრანზაქციების, საბანკო ბარათებისა და გადახდის სხვა საშუალებების ჩათვლით.

ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, ავიაკომპანია იტოვებს უფლებას შეწყვიტოს აგენტთან კონტაქტი (მათ შორის, იმ შემთხვაშიც, როდესაც დარღვევები ჩადენილი იქნება სუბაგენტის მიერ).
ADM წესები
2017 წლის 1 ივნისიდან ავიაკომპანია - "ჯორჯიან ეარვეისმა" ახალი ADM- ის წესები გააცნო მსოფლიოს ყველა აგენტისთვის https://www.georgian-airways.com/A9_ADM_Policy_ENG-2017.pdf