საინფორმაციო ცენტრი +995 322 485 511
სამგზავრო ბარგი

უფასო ბარგი

უფასო ბარგის დასაშვები წონა დამოკიდებულია სამგზავრო კლასზე, მიმართულებაზე და აღნიშნულია თქვენს ბილეთში.

 

უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, სამგზავრო ბარგი (ხელბარგის ჩათვლით), აუცილებლად უნდა შემოწმდეს რეგისტრაციის დახლთან.

 

თვითმფრინავის ბორტზე, ხელბარგის სახით, რეკომენდებულია შემდეგი ნივთების ატანა: ფული, ძვირფასი ნივთები, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, საქმიანი დოკუმენტები, ფასიანი ქაღალდები, პასპორტი,ლეპტოპი, ფოტო-ვიდეო კამერა და ა.შ.

უმორჩილესად გთხოვთ, არ მოათავსოთ ზემოხსენებული ნივთები რეგისტრირებულ ბარგში!
ავიაკომპანია იხსნის პასუხისმგებლობას რეგისტრირებულ ბარგში მოთავსებული ნივთების დაკარგვისა ან დაზიანების შემთხვევაში, ასევე, პასუხს არ აგებს ბარგის უმნიშვნელო დაზიანების შემთხვევაში.

რეგისტრირებული ბარგის თითო ერთეულის საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 158 სმ-ს (სიგრძე + სიგანე + სიმაღლე). მოცულობის შეზღუდვა ვრცელდება როგორც ეკონომ კლასზე, ასევე ბიზნეს კლასზე. 2 წლამდე ბავშვების ბარგის საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 115 სმ-ს.

გთხოვთ, ბარგის თითოეული ერთეულის იარლიყზე აღნიშნოთ თქვენი სახელი, მისამართი და ტელეფონის ნომერი.

შეინახეთ ბარგის ქვითრები, რომელიც დაგჭირდებათ ბარგის დაგვიანებისა ან დაკარგვის შემთხვევაში.

როგორც ზრდასრული მგზავრებისთვის, ასევე, 2 დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაც ნებადართულია უფასო რეგისტრირებული ბარგის ჩაბარება.
2 წლამდე ასაკის ჩვილთათვის (ადგილის გარეშე), ნებადართულია 1 ცალი (115 სმ) უფასო რეგისტრირებული ბარგი, რომლის წონა არ უნდა აღემატებოდეს 10 კილოგრამს. ასევე, შესაძლებელია დასაკეცი საბავშვო ეტლისა ან ბავშვის სავარძლის წაღება.

 

 

 

რეგისტრირებული ბარგი:

მგზავრის კატეგორია

ბიზნეს კლასი

ეკონომ კლასი

ზრდასრული მგზავრები და ბავშვები 2 წლის ზემოთ

1ადგილი -32კგ

1ადგილი -23კგ

2 წლამდე ბავშვები

1 ადგილი -10კგ

1ადგილი -10კგ

მოსკოვის, პეტერბურგის და კიევის მიმართულებით, ეკონომ კლასის დასაშვები რეგისტრირებული ბარგის წონა არ უნდა აღემატებოდეს  25 კგ -ს.

 

 

ხელბარგი:

ხელბარგის ზომები არ უნდა აღემატებოდეს 55x40x20 სმ -

მგზავრის კატეგორია

ბიზნეს კლასი

ეკონომ კლასი

ზრდასრული მგზავრები და ბავშვები 2 წლის ზემოთ

1 ადგილი - 12კგ

1 ადგილი -  8კგ

2 წლამდე ბავშვები

1 საბავშვო კალათა ან 1 მანქანის სავარძელი ბავშვისთვის ან 1 დასაკეცი საბავშვო ეტლი (მაქს. 10კგ)

1 საბავშვო კალათა ან 1 მანქანის სავარძელი ბავშვისთვის ან 1 დასაკეცი საბავშვო ეტლი (მაქს. 10კგ)

 

ხელბარგით მგზავრებს შეუძლიათ უფასოდ წაიღონ შემდეგი ნივთები:
• ქოლგა ან ხელჯოხი
• ქალის ან მამაკაცის ჩანთა
• თაიგული
• წიგნი ან ჟურნალი
• ნოუთბუქი, ფოტოაპარატი, ვიდეო კამერა
• მობილური ტელეფონი
• ყავარჯენი
• Duty Free-ში შეძენილი პროდუქტები/ნივთები (1 სავაჭრო ტომარა)

  • საკვები ჩვილი ბავშვისთვის
  • სითხე, ჟელე და სპრეი უნდა მოთავსდეს ინდივიდუალურ კონტეინერებში და მათი წონა არ უნდა აღემატებოდეს 100 მლ-ს

ზენორმატიული რეგისტრირებული ბარგის საფასური:

მიმართულება

ბარგის ზენორმატიული წონა 23-32 კგ 

დამატებითი ბარგის საფასური

ევროპა

50EUR

75 EUR / 65 GBP

რუსეთი

35EUR

50 EUR

უკრაინა

35 EUR / 40 USD

50 EUR / 55 USD

ისრაელი

35 EUR / 40 USD

65 EUR / 65 USD

ერევანი

25 EUR

30 EUR

ბათუმი

25 EUR

30 EUR

 

ზენორმატიული ბარგის ადგილების რაოდენობა და წონა ჯამდება. 
მაგალითად, დამატებითი 1 ადგილი და 30 კგ ბარგის წონაზე მოსკოვის მიმართულებით საფასური იქნება 85 = (50 + 35) ევრო.

 

სპორტული არჭურვილობა:

სათხილამურო აღჭურვილობის გადატანა მოსკოვის, პეტერბურგის, კიევისა და ვენის მიმართულებით (სნოუბორდი ან სათხილამურო ჯოხები, ფეხსაცმელი, ჩაფხუტი, სათვალეები, სპეც ტანსაცმელი) უფასოა. არანაკლებ 23 კგ თითო მგზავრზე, უფასო ბარგის ნორმის გადატანის დამატებით.

სათხილამურო აღჭურვილობის გადატანა ყველა მიმართულებაზე, 
გარდა მოსკოვის, პეტერბურგის, კიევისა და ვენისა - 80 EUR / 80 USD

ველოსიპედის ან ტანდემის გადატანა მომზადებული სათანადო შეფუთვაში, ან ყუთში მთლიანი მასის არაუმეტეს 23 კგ - ერთ მგზავრზე. - 100 EUR / 100 USD.

 

ნივთები, რომელთა შეზღუდული რაოდენობით ტრანსპორტირება დაშვებულია რეგისტრირებულ ბარგში:

  • თმის ლაქი, სუნამო, ოდეკოლონი და ალკოჰოლის შემცველი მედიკამენტები
  • ასანთი
  • აეროზოლი
  • ალკოჰოლური სასმელები არა უმეტეს 70%-იანი ალკოჰოლის შემცველობით;
  • ზვავის დროს გამოსაყენებელი სამაშველო ზურგჩანთა;
  • ელემენტები ტექნიკისთვის;
  • კარვის ღუმელი და საწვავის კონტეინერი;
  • სანთებელა;
  • ნათურები დაივინგისთვის;
  • ნახშირწყალბადის გაზის შემცველი თმის სახვევი ხელსაწყო უსაფრთხოების საფარით;
  • სამაშველო ჟილეტი;
  • ლითიუმის იონის ელემენტები, მაქსიმუმ 8 გრ ლითიუმის შემცველობით;
  • სამედიცინო ჟანგბადი;
  • სამკურნალო ან ჰიგიენური ნივთები;
  • ვერცხლისწყლის თერმომეტრი ან საზომი დამცავ კონტეინერში;
  • არააალებადი, არატოქსიკური გაზის ბალონები;
  • სამედიცინო დანიშნულების ჟანგბადის ან ჰაერის ბალონები;
  • პატარა მოცულობის სამედიცინო ელექტრონული მოწყობილობები.

ბასრწვერიანი და ბასრპირიანი საგნები, რომელთა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული დაზიანება:

  • სამართებლი
  • დანა
  • მაკრატელი
  • ხმალი და ხანჯალი

ბლაგვი ინსტრუმენტები - საგნები, რომელთა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული დაზიანება

  • ბეისბოლის და სოფთბოლის ჯოხები
  • სხვადასხვა სახის ხელკეტები

ფეთქებადი და ცეცხლგამჩენი ნივთიერებები და მოწყობილობები:

  • ტყვიები
  • ასაფეთქებელი კაფსულები
  • დეოდორანტი
  • ასაფეთქებელი მოწყობილობების იმიტატორი ნივთები (ნაღმი, ყუმბარა და სხვა ასაფეთქებელი სამხედრო მასალა)
  • ფოიერვერკები და სხვა პიროტექნიკა
  • კვამლის წარმომქმნელი მოწყობილობები

 

სახიფათო ნივთები და აკრძალული საგნები:

ასეთი ნივთების გადაზიდვა ხდება სპეციალური წესების დაცვით.

ხელ ბარში აკრძალულია შემდეგი სახის ნივთების განთავსება:

  • ჩემოდნები , რომლებშიც დამონტაჟებულია გარკვეული სახის მოწყობილობები;
  • ლითიუმის ელემენტები და პიროტექნიკური მასალა;
  • ასაფეთქებელი ნივთიერებები, საბრძოლო მასალა, ფოიერვერკი და რაკეტები;
  • გაზი (აალებადი, არა აალებადი, გაყინული და შხამიანი, როგორიცაა კარავში გამოსაყენებელი გაზი და აეროზოლი);
  • აალებადი სითხეები, მაგალითად, სანთებელა, საღებავები და გასაზავებელი სითხეები;
  • აალებადი საგნები-ნივთები, რომლებსაც ადვილად ეკიდება ცეცხლი. აალებადი ნივთები და ნივთიერებები, რომლებიც წყალთან კონტაქტისას გამოყოფენ აალებად აირს;
  • ჟანგვადი ნივთიერებები, როგორიცაა მათეთრებელი ფხვნილები და პეროქსიდები;
  • მომწამვლელი (ტოქსიკური) ნივთიერებები;
  • რადიაციული მასალა;
  • მწვავე ნივთიერებები (მაგ:ვერცხლისწყალი), მჟავები, ტუტე და სველი ელემენტები;
  • ისეთი დამხმარე მოწყობილობები, როგორიცაა გურზი , წიწაკის აეროზოლი და ა.შ. გამაღიზიანებელი ან შრომის უნარის დაკარგვის გამომწვევი ნივთიერებები;
  • მაგნიტის შემცველი ნივთები;

 

ბარგის დაგვიანება/დაკარგვის შემთხვევაში:

ბარგის დაგვიანების ან დაკარგვის შემთხვევაში,  დაუკავშირდით ,,ჯორჯიან ეარვეისის’’ Lost & Found-ის განყოფილებას: +995 322 48 55 57 . თქვენ შეგივსებენ  მოხსენებით ანკეტას ბარგის დაგვიანება/დაკარგვის შესახებ.