უფასო ბარგი
უფასო ბარგის დასაშვები წონა დამოკიდებულია სამგზავრო კლასზე, მიმართულებაზე და აღნიშნულია თქვენს ბილეთში.
ტარიფი - Light - არის უბარგო.
უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, სამგზავრო ბარგი (ხელბარგის ჩათვლით), აუცილებლად უნდა შემოწმდეს რეგისტრაციის დახლთან.
თვითმფრინავის ბორტზე, ხელბარგის სახით, რეკომენდებულია შემდეგი ნივთების ატანა: ფული, ძვირფასი ნივთები, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, საქმიანი დოკუმენტები, ფასიანი ქაღალდები, პასპორტი,ლეპტოპი, ფოტო-ვიდეო კამერა და ა.შ.
უმორჩილესად გთხოვთ, არ მოათავსოთ ზემოხსენებული ნივთები რეგისტრირებულ ბარგში!
ავიაკომპანია იხსნის პასუხისმგებლობას რეგისტრირებულ ბარგში მოთავსებული ნივთების დაკარგვისა ან დაზიანების შემთხვევაში, ასევე, პასუხს არ აგებს ბარგის უმნიშვნელო დაზიანების შემთხვევაში.
რეგისტრირებული ბარგის თითო ერთეულის საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 158 სმ-ს (სიგრძე + სიგანე + სიმაღლე). მოცულობის შეზღუდვა ვრცელდება როგორც ეკონომ კლასზე, ასევე ბიზნეს კლასზე. 2 წლამდე ბავშვების ბარგის საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 115 სმ-ს.
გთხოვთ, ბარგის თითოეული ერთეულის იარლიყზე აღნიშნოთ თქვენი სახელი, მისამართი და ტელეფონის ნომერი.
შეინახეთ ბარგის ქვითრები, რომელიც დაგჭირდებათ ბარგის დაგვიანებისა ან დაკარგვის შემთხვევაში.
როგორც ზრდასრული მგზავრებისთვის, ასევე, 2 დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაც ნებადართულია უფასო რეგისტრირებული ბარგის ჩაბარება.
2 წლამდე ასაკის ჩვილთათვის (ადგილის გარეშე), ნებადართულია 1 ცალი (115 სმ) უფასო რეგისტრირებული ბარგი, რომლის წონა არ უნდა აღემატებოდეს 10 კილოგრამს. ასევე, შესაძლებელია დასაკეცი საბავშვო ეტლისა ან ბავშვის სავარძლის წაღება.
რეგისტრირებული ბარგი:
მგზავრის კატეგორია |
ბიზნეს კლასი |
ეკონომ კლასი |
ზრდასრული მგზავრები და ბავშვები 2 წლის ზემოთ |
2 ადგილი -32კგ |
1 ადგილი -23კგ |
2 წლამდე ბავშვები |
1 ადგილი -10კგ |
1 ადგილი -10კგ |
მოსკოვის, პეტერბურგისა და კიევის მიმართულებით, ეკონომ კლასის დასაშვები რეგისტრირებული ბარგის წონა არ უნდა აღემატებოდეს 25 კგ -ს. |
ხელბარგი:
ხელბარგის ზომები არ უნდა აღემატებოდეს 55x40x20 სმ -ს
მგზავრის კატეგორია |
ბიზნეს კლასი |
ეკონომ კლასი |
ზრდასრული მგზავრები და ბავშვები 2 წლის ზემოთ |
1 ადგილი - 12კგ |
1 ადგილი - 8კგ |
2 წლამდე ბავშვები |
1 საბავშვო კალათა ან 1 მანქანის სავარძელი ბავშვისთვის ან 1 დასაკეცი საბავშვო ეტლი (მაქს. 10კგ) |
1 საბავშვო კალათა ან 1 მანქანის სავარძელი ბავშვისთვის ან 1 დასაკეცი საბავშვო ეტლი (მაქს. 10კგ) |
ხელბარგით მგზავრებს შეუძლიათ უფასოდ წაიღონ შემდეგი ნივთები:
• ქოლგა ან ხელჯოხი
• ქალის ან მამაკაცის ჩანთა
• თაიგული
• წიგნი ან ჟურნალი
• ნოუთბუქი, ფოტოაპარატი, ვიდეო კამერა
• მობილური ტელეფონი
• ყავარჯენი
• Duty Free-ში შეძენილი პროდუქტები/ნივთები (1 სავაჭრო ტომარა)
დამატებითი ბარგის საფასური
მიმართულება |
დამატებითი ბარგის საფასური 23კგ/158სმ |
დამატებითი ბარგის საფასური 32კგ/203სმ |
ევროპა |
75 EUR / 65 GBP |
105 EUR / 90 GBP |
რუსეთი 25კგ |
75 EUR |
105 EUR |
უკრაინა 25კგ |
50 EUR / 55 USD |
70 EUR / 80 USD |
ისრაელი |
65 EUR / 65 USD |
100 EUR / 105 USD |
ერევანი; ბათუმი |
30 EUR |
45 EUR |
სპორტული არჭურვილობა:
გთხოვთ, იხილოთ სექცია: 《Sports Equipment》
ნივთები, რომელთა შეზღუდული რაოდენობით ტრანსპორტირება დაშვებულია რეგისტრირებულ ბარგში:
ბასრწვერიანი და ბასრპირიანი საგნები, რომელთა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული დაზიანება:
ბლაგვი ინსტრუმენტები - საგნები, რომელთა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული დაზიანება
ფეთქებადი და ცეცხლგამჩენი ნივთიერებები და მოწყობილობები:
სახიფათო ნივთები და აკრძალული საგნები:
ასეთი ნივთების გადაზიდვა ხდება სპეციალური წესების დაცვით.
ხელ ბარში აკრძალულია შემდეგი სახის ნივთების განთავსება:
ბარგის დაგვიანება/დაკარგვის შემთხვევაში:
ბარგის დაგვიანების ან დაკარგვის შემთხვევაში, დაუკავშირდით ,,ჯორჯიან ეარვეისის’’ Lost & Found-ის განყოფილებას: +995 577 100 092.