საინფორმაციო ცენტრი +995 322 485511 +995 322 111 220
ბილეთის დაჯავშნა და შეძენა
  • როგორ მოვძებნო ჩემთვის სასურველი  ფრენის განრიგი?
  • განრიგის ნახვა შეგიძლიათ “Georgian Airways-ის” ვებგვერდზე. ჩაწერეთ ძებნაში მიმართულებები. კალენდარში თარიღის არჩევისას წითლად არის მონიშნული ის კვირის დღეები, რომელ დღესაც  სრულდება თქვენთვის სასურველი რეისი.  ასევე  ჩვენი მიმართულებები და განრიგი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.georgian-airways.com/ge/information/destinations

  • სად შემიძლია შევიძინო ავიაბილეთი?
  • ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია “Georgian Airways” ვებგვერდზე  georgian-airways.com ჩვენს სათაო  ოფისში, (რუსთაველის 12),  აეროპორტისა და სხვადასხვა სააგენტოებსა და  ონლაინ საიტებზე,    ჩვენი ქოლცენტრის საშუალებით: (+995) 322 111 220, ასევე ჩვენს წარმომადგელობასთან  საზღვარგარეთ;

  • ბილეთის დაჯავშნისას შეცდომით მივუთითე მგზავრის სახელი (გვარი, პასპორტის ნომერი და ა.შ) როგორ მოვიქცე?
  • იმ შემთხვევაში თუ ბილეთის დაჯავშნისას მგზავრის პირადი მონაცემები შეცდომით იქნა მითითებული (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, საპასპორტო მონაცემები და სხვა.)  კორექტირების საფასურია 15 ევრო. ამისთვის უნდა დაგვიკავშირდეთ ნომერზე: (+995) 322 111 220 ან მოგვწერეთ  მეილზე info@georgian-airways.com

  • შემიძლია თუ არა ბილეთის შეძენისას ნებისმიერი ადგილის არჩევა?
  • წინასწარ ადგილის არჩევა შესაძლებელია შესაბამისი საფასურის გადახდის შემთხვევაში. თქვენ შეგიძლიათ ასევე  უფასოდ ადგილის არჩევა ონლაინ (გაფრენამდე 24 საათით ადრე) ან აეროპორტში რეგისტრაციის დროს,  (გარდა პირველი ორი რიგისა და საავარიო გასასვლელისა);
ბილეთის დაჯავშნა და შეძენა “Georgian Airways”-ის ვებგვერდიდან
  • როგორ ავირჩიო ჩემთვის სასურველი ტარიფი?
  • LIGHT - ყველზე იაფი ტარიფი, რომლის ფასშიც არ შედის ჩასაბარებელი ბარგი, თარიღის შეცვლა შესაძლებელია ჯარიმით. ბილეთი არ ექვემდებარება დაბრუნებას;
  • STANDART - ყველაზე მოსახერხებელი ტარიფი, რომელშიც შედის უფასო  ბარგი. თარიღის შეცვლა შესაძლებელია ჯარიმით. ბილეთი არ ექვემდებარება დაბრუნებას;
  • FLEXI - ყველაზე მოქნილი ტარიფი, რომელშიც შედის უფასო ბარგი, ბილეთის თარიღის შეცვლა უფასოა, (იმავე ტარიფის არ არსებობის შემთხვევაში დაემატება ტარიფებს შორის სხვაობა). დაბრუნება  შესაძლებელია ჯარიმით;
  • PREMIUM ECONOMY - პრემიუმ ეკონომი კლასი, რომელიც მოიცავს სპეციალურ კვებას და გამოყოფილ ადგილებს თვითმფრინავში. შესაძლებელია ტარიფის იმავე კლასზე უფასოდ გადაცვლა ან თანხის დამატებით დაბრუნება.
  • Business – ტარიფი ბიზნეს კლასი, რომელიც მოიცავს სპეციალურ კვებას და გამოყოფილ ადგილებს თვითმფრინავში. შესაძლებელია ტარიფის დაბრუნება ან გადაცვლა ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე. ბიზნეს კლასის მგზავრებს შეუძლიათ ბიზნეს ლაუნჯით სარგებლობა შემდეგ აეროპორტებში: Shipholl (Amsterdam)  Ben Gurion (Tel Aviv);
  • თუ ვერ ახერხებთ თქვენთვის სასურველი ტარიფის არჩევას გთხოვთ მოგვწეროთ მეილზე online@georgian-airways.com

  • georgian-airways.com ვებგვერდიდან ბილეთის შეძენისას თანხა ჩამომეჭრა ბარათიდან და ბილეთი არ მიმიღია, როგორ მოვიქცე?
  • თუ ვებგვერდიდან ბილეთის დაჯავშნის შემდეგ ერთი საათის გნამავლობაში მეილზე არ მიიღეთ ბილეთი ან შეტყობინება წარუმატებელი გადახდის შესახებ მოგვწერეთ: online@georgian-airways.com   გთხოვთ ასავე შეამოწმეთ სპამი;

  • georgian-airways.com ვებგვერდიდან ბილეთის შეძენის დროს მომივიდა შეტყობინება რომ გადახდა წარუმატებელია, როგორ მოვიქცე?
  • გახსენით მეილზე მოსული შეტყობინება დააჭირეთ ღილაკს „ახალი გადახდა“ აირჩეთ თქვენთვის სასურველი ბანკი და ხელმეორედ შეიყვანეთ ბარათის მონაცემები;

  • georgian-airways.com ვებგვერდიდან ბილეთის შეძენისას რომელი საგადახდო სისტემა ავირჩიო და რა ვალუტაში შემიძლია გადახდა?
  • საქართველოს ბანკის საგადახდო სისტემით გადახდა შესაძლებელია ვიზა, მასტერქარდის და ამერიკან ექსპრესის საკრედიტო ბარათებით შემდეგ ვალუტებში: ლარი, დოლარი ევრო, ფუნტი;

  • მსურს ბილეთის შეძენა ევროში, მაგრამ ანგარიშზე მაქვს ლარი, როგორი კურსით მოხდება კონვერტაცია?
  • ამ შემთხვევაში კონვერტაცია განხორციელდება თქვენი ბანკის კურსით;

  • მაქსიმუმ რამდენი ადამიანისთვის  შემიძლია ბილეთის დაჯავშნა  ერთ ჯავშანში?            
  • ერთ ჯავშანში მაქსიმუმ 9 ადამიანისთვის არის შესაძლებელი ბილეთის დაჯავშნა;

 

ინფორმაცია ბარგზე
  • რამდენია უფასო ბარგის დაშვებული ნორმა ?
  • ეკონომ კლასში გარდა “LIGHT” (უბარგო) ტარიფისა დაშვებულია 8 კგ ხელბარგი და 23კგ ჩასაბარებელი ბარგი;
  • პრემიუმ ეკონომ კლასში დაშვებულია ხელბარგი 12კგ  და 2 ჩასაბარებელი ბარგი 32 კგ; 
  • ბიზნეს კლასში დაშვებულია ხელბარგი 12კგ  და 2 ჩასაბარებელი ბარგი 32 კგ;  დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე:  https://www.georgian-airways.com/ge/information/baggage

  • რამდენია უფასო ბარგის დაშვებული ნორმა 12 წლამდე ბავშვებისთვის?
  • 12 წლამდე ბავშვებისთვის ნებადართულია იგივე რაოდენობის ხელბარგი და ჩასაბარებელი ბარგი როგორც ზრდასრულებისთვის, გარდა ლაით (უბარგო) ტარიფისა. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:  https://www.georgian-airways.com/ge/information/baggage

  • რამდენია ბარგის დაშვებული ნორმა 2 წლამდე ბავშვებისთვის?
  • 2 წლამდე ასაკის ჩვილთათვის (ადგილის გარეშე), ნებადართულია ერთი (115 სმ) უფასო რეგისტრირებული ბარგი, რომლის წონა არ უნდა აღემატებოდეს 10 კილოგრამს. ასევე შესაძლებელია დასაკეცი საბავშვო ეტლის ან საბავშვო სავარძლის წაღება; დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.georgian-airways.com/ge/information/baggage

  • როგორ შევიძინო დამატებითი ბარგი?
  • დამატებითი ბარგის შეძენა შეგიძლიათ „Georgian Airways”-ის ვებგვერდზე https://www.georgian-airways.com/ge   ჩვენს სათაო  ოფისში, (რუსთაველის 12),  აეროპორტისა და  აირზენა ჰოლიდეის სალაროებში (აღმაშენებლის გამზირი 151) სხვადასხვა სააგენტოებსა და  ონლაინ საიტებზე, ასევე ჩვენი ქოლცენტრის საშუალებით ნომერზე: (+995) 322 111 220
  • დამატებთი ბარგის შეძენა ასევე შესაძლებელია „Georgian Airways”-ის ვებგვერდზე ონლაინ ბილეთის შეძენის დროს, ამ შემთხვევაში ბარგის ღირებულება  შედარებით იაფია;
  • თქვენ ასევე შეგიძლიათ ბარგის და ადგილის დამატება საიტიდან უკვე შეძენილ ბილეთებზე მოგვიანებით ამისთვის საიტზე გახსენით ჩემი ჯავშანი შეიყვანეთ  მგზავრის გვარი და ჯავშნის კოდი და  დააჭირეთ ღილაკს  „დამატებითი ბარგის შეძენა“. დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: https://a9.symphony.aero/ka/checkmytripin.php?
  • ბარგის ტარიფების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: https://www.georgian-airways.com/ge/information/baggage

  • თუ ბარგის დასაშვებ ნორმას გადავაჭარბე რამდენის გადახდა მომიწევს?
  • ზედმეტი ბარგის ღირებულება დამოკიდებულია რეისის მიმართულებაზე. დეტალების დასაზუსტებლად გადადით ბმულზე:https://www.georgian-airways.com/ge/information/baggage

  • ტრანზიტული ფრენის დროს ფორმდება  თუ არა ბარგი ბოლომდე?
  • ტრანზიტული ფრენის დროს ბარგი ფორმდება ფრენის ბოლომდე;
სპორტული აღჭურვილობა
  • შესაძლებელია თუ არა სპორტული აღჭურვილობის ტრასპორტირება და რა წესები მოქმედებს ამ შემთხვევაში?
  • სპორტული აღჭურვილობის ტრანსპორტირება შესაძლებელია როგორც დამატებითი ბარგი წინასწარ დაჯავშნის შემთხვევაში, გარდა თხილამურებისა ზამთრის სეზონზე. დეტალური ინფორმაციის გასაცნობად გადადით ბმულზე: https://www.georgian-airways.com/ge/information/sports-equp

  • მინდა თხილამურის თან წაღება, რა ღირს სათხილამურო მოწყობილობის ტრანსპორტირება?
  • ზამთრის სეზონზე (15.12.2019-28.03.2020) სათხილამურო აღჭურვილობის ტრანსპორტირება უფასოა თუ ის არ არღემატება უფასო ბარგის დასაშვებ ნორმას, რომელიც ბილეთშია მითითებული. ამ შემთხვევაში საჭიროა სათხილამურო მოწყობილობის წინასწარ დაჯავშნა. დეტალური ინფორმაციის გასაცნობად გადადით ბმულზე: https://www.georgian-airways.com/ge/information/sports-equp

 

ადგილის დაჯავშნა
  •  როგორ შევიძინო ჩემთვის სასურველი ადგილი თვითმფრინავში?
  • თქვენთვის სასურველი ადგილის ყიდვა შეგიძლიათ ბილეთის დაჯავშნის პროცესში ჩვენი ვებგვერდიდან: georgian-airways.com
  • ასევე შეგიძლიათ ადგილის დამატება საიტიდან უკვე შეძენილ ბილეთებზე მოგვიანებით ამისთვის საიტზე გახსენით ჩემი ჯავშანი შეიყვანეთ  მგზავრის გვარი შემდეგ ჯავშნის კოდი და  დააჭირეთ ღილაკს  „დამატებითი ადგილის შეძენა“. დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: https://a9.symphony.aero/ka/checkmytripin.php?
  • ყველა სხვა შემთხვევაში სასურველი ადგილის ყიდვა შეგიძლიათ ჩვენი ქოლცენტრის საშუალებით ნომერზე: (+995) 322 111 220, ჩვენს სათაო ოფისში, (რუსთაველის 12),  აეროპორტისა და  აირზენა ჰოლიდეის სალაროებში (აღმაშენებლის გამზირი 151 ) სხვადასხვა სააგენტოებსა და  ონლაინ საიტებზე,    ასევე ჩვენს წარმომადგელობასთან  საზღვარგარეთ;

  • რა ტარიფები მოქმედებს კონკრეტულ ადგილებზე?
  • ადგილის შეძენისას ეკონომ კლასში მოქმედებს შემდეგი ტარიფები:
  • პირველი ორი რიგი - თელ ავივის და ერევანის მიმართულებებზე - 25 ევრო, ამსტერდამის, პარიზის და ვენის მიმართულებებზე - 45 ევრო;
  • საავარიო გასასვლელი - თელ ავივის და ერევანის მიმართულებებზე - 35 ევრო, ამსტერდამის, პარიზის და ვენის მიმართულებებზე - 55 ევრო;
  • ყველა დანარჩენი გასასვლელი და ადგილი ფანჯარასთან 9 ევრო;
  • შუა ადგილები და ბოლო ორი რიგი უფასოა;
  • თქვენ ასევე შეგიძლიათ  უფასოდ ადგილის არჩევა ონლაინ (გაფრენამდე 24 საათით ადრე) ან აეროპორტში რეგისტრაციის დროს,  (გარდა პირველი ორი რიგისა და საავარიო გასასვლელისა);

 

 

  • გთხოვთ გაითვალისწინოთ თუ თქვენ შეარჩევთ საავარიო გასასვლელი რიგის ადგილს, საჭიროების შემთხვევაში ეკიპაჟის დასახმარებლად უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ პირობებს:
  • თქვენ არ მგზავრობთ 13 წლამდე ასაკის ბავშვთან ერთად;
  • თქვენ შეძლებთ მოისმინოთ, გაიგოთ და მიჰყვეთ ეკიპაჟის მიერ მითითებულ ინსტრუქციას ქართულ, ინგლისურ, ან რუსულ ენაზე;
  • თქვენ არ გაქვთ ისეთი მდგომარეობა, რომელიც ხელს შეგიშლით ევაკუაციის დროს დამხმარეს ფუნქციების შესრულებაში, ან ამ ფუნქციების შესრულება საფრთხეს შეუქმნის თქვენს ჯანმრთელობას;
  • თქვენ მზად ხართ დაეხმაროთ ეკიპაჟს ევაკუაციის დროს;
  • საავარიო გასასვლელი რიგირს ადგილის არჩევის შემთხვევაში რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ აეროპორტში გაფრენის წინ;
  • თუ თქვენ არ აკმაყოფილებთ ზემოთ მითითებულ მოთხოვნებს შესალოა უარი გეთქვათ აღნიშნული ადგილით სარგებლობაზე აეროპორტში რეგისტრაციის დროს. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ადგილის საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება;

 

 

 

დამატებითი სერვისები
  • არის თუ არა შესაძლებელი ბავშვის გამგზავრება თანხმლები პირის გარეშე?
  • ავიაკომპანია Georgian Airways აქვს თანხმლები პირის მომსახურება. დეტალური ინფორმაციის გასაცნობად  გთხოვთ გადადით ბმულზე: https://www.georgian-airways.com/ge/information/special-services

  • შესაძლებელია თუ არა ცხოველების გადაყვანა?  
  • Georgian Airways გადაჰყავს მხოლოდ ძაღლები და კატები, როგორც სამგზავრო სალონით ასევე თვითმფინავის საბარგულით. დამატებითი ინფორმაციის გასაცნობად გთხოვთ გადადით ბმულზე: https://www.georgian-airways.com/ge/information/special-services

  • შესაძლებელია თუ არა ეტლის მომსახურებით სარგებლობა?
  • მგზავრებს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებს მეტ ყურადღებასა და ინდივიდუალურ დახმარებას (საჰაერო ხომალდზე ჩასხდომის, ხომალდიდან გამოსვლის და აეროპორტში გადაადგილების დროს) შეუძლიათ წინასწარ დაჯავშნონ ეტლით მომსახურება. დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: https://www.georgian-airways.com/ge/information/special-services

 

 

ონლაინ რეგისტრაცია
  • რამდენი ხნით ადრე არის შესაძლებელი ონლაინ რეგისტრაციის გავლა?
  • რეისზე ონლაინ რეგისტრაცია იხსნება გაფრენამდე 24 საათით ადრე. ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგი ქალაქებიდან: TBS, VIE, AMS,BUS,EVN;

  • შემიძლია თუ არა ონლაინ რეგისტრაციის  გავლის შემდეგ ადგილის შეცვლა?
  • ონლაინ რეგისტრციის გავლის შემდეგ ადგილის შეცვლა შესაძლებელია ამისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ  ტელეფონზე: (+995) 322 111 220 ან მოგვწერეთ მეილზე:  info@georgian-airways.com ადგილის შეცვლა ასევე შეგიძლიათ  აეროპორტში რეგისტაციისას;

  • შემიძლია თუ არა ონლაინ რეგისტრაციის გავლა თუ ნაყიდი მაქვს საავარიო გასასვლელი რიგის ადგილი?
  • საავარიო გასასვლელზე რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ აეროპორტში;

 

ბილეთის გადაცვლა
  • ვეღარ მივფინავ სად შემიძლია გავაუქმო ჯავშანი?
  • თუ თქვენ ვერ ახერხებთ გაფრენას სასურველია დაგვიკავშირდეთ და გააუქმოთ ჯავშანი, იმისთვის რომ არ დაგიფიქსირდეთ რეისზე არ გამოცხადება.  ჯავშნის გასაუქმებლად  შეგიძლიათ  დაუკავშირდეთ ჩვენს ქოლცენტრს ტელეფონზე: (+995) 322 111 220, ასევე ჩვენს წარმომადგელობას  საზღვარგარეთ, ჩვენს სათაო  ოფისს, (რუსთაველის 12),  აეროპორტისა და  აირზენა ჰოლიდეის სალაროებს (აღმაშენებლის გამზირი 151 );

  • მსურს ბილეთის თარიღის შეცვლა, როგორ მოვიქცე?
  • “LIGHT” და “STANDART” ტარიფის შემთხვევაში თარიღის შეცვლა შესაძლებელია ჯარიმით;
  • “FLEXI”, პრემიუმ ეკონომისა და ბიზნენსკლასის ბილეთის გადაცვლა უფასოა (იმავე ტარიფის არ არსებობის შემთხვევაში დაემატება ტარიფშორის სხვაობა). თარიღის  შესაცვლელად გთხოვთ დაუკავშირდეთ ქოლცენტრს ტელეფონზე (+995) 322 111 220 ჩვენს სათაო  ოფისს, (რუსთაველის 12),  აეროპორტისა და  აირზენა ჰოლიდეის სალაროებს (აღმაშენებლის გამზირი 151 ), ასევე ჩვენს წარმომადგელობას  საზღვარგარეთ;

  • შესაძლებელია თუ არა სხვამ იფრინოს ჩემი ბილეთით თუ მე ვერ ვახერხებ გარკვეული მიზეზების გამო გაფრენას?
  • ამ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თარიღი ან დააბრუნოთ ბილეთი თუ იგი ექვემდებარება დაბრუნებას;

  • შესაძლებელია თუ არა ბილეთში მიმართულების შეცვლა?
  • ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლცენტრს ტელეფონზე: (+995) 322 111 220 ან მოგვწერეთ მეილზე: info@georgian-airways.com

 

  • ბილეთი ვიყიდე სააგენტოში, სად შემიძლია გადავცვალო?
  • შეგიძლიათ მიმართოთ იმ სააგენტოს სადაც შეიძინეთ ბილეთი. ასევე ბილეთის გადაცვლისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს ქოლცენტრს ტელეფონზე: (+995) 322 111 220  ან მოგვწერეთ  მეილზე: info@georgian-airways.com   და ჩვენს სათაო  ოფისს, (რუსთაველის 12);

 

 

 

 

 

 

რეისის გადადება ან გაუქმება
  • როგორ უნდა მოვიქცე თუ ჩემი რეისი გადაიდო ან გაუქმდა?
  • იმ შემთვხვევში თუ რეისი გადაიდო ან გაუქმდა მეილზე მიიღებთ შეყობინებას გაფრენის ალტერნატიული ვარიანტების შეთავაზებით. ბილეთის გადაცვლისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ  ქოლცენტრს ტელეფონზე:  (+995) 322 111 220  ან მოგვწერეთ  მეილზე: info@georgian-airways.com  ასევე ჩვენს სათაო  ოფისს, (რუსთაველის 12),  აეროპორტისა და  აირზენა ჰოლიდეის სალაროებს (აღმაშენებლის გამზირი 151), ჩვენ წარმომადგელობას საზღვარგარეთ. ბილეთის გადაცვლა უფასოა.  ასევე შეგიძლიათ მოითხოვოთ ბილეთის დაბრუნება;
  • გთხოვთ დაითვალისწინოთ, რომ თუ ბილეთი არ ექვემდებარება დაბრუნებას და რეისის გადადების დრო არის ორ საათზე ნაკლები, ბილეთში გადახდილი თანხა არ დაგიბრუნდებათ;
  • საპრეტენზიო განყოფილებას შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მეილზე: claims@georgian-airways.com

 

ბილეთის დაბრუნება
  • როგორ გადავამოწმო დაბრუნებადია თუ არა ჩემი ბილეთი?
  • ბილეთის დაბრუნება დამოკიდებულია მის ტარიფზე:
  • LIGHT და STANDART ტარიფის ბილეთები არ ექვემდებარება დაბრუნებას;
  • FLEXI და PREMIUM ECONOMY ტარიფის ბილეთები დაბრუნებადია ჯარიმით;
  • ბიზნეს კლასის ბილეთები ბრუნდება სრულად;

  • მსურს ბილეთის დაბრუნება, როგორ მოვიქცე?
  • თუ თქვენ ბილეთი შეიძინეთ ნებისმიერ სააგენტოში ან სხვადასხვა ონლაინ საიტებზე, დაბრუნებისთვის  უნდა მიმართოთ იმ სააგენტოს სადაც შეიძინეთ ბილეთი. სააგენტო გადმოაგზავნის თქვენს მოთხოვნას. ავიაკომპანია განიხილავს განაცხადს და დასტურის შემთხვევაში სააგენტო  თანხას დაგიბრუნებთ ;
  • თუ თქვენ შეიძინეთ ბილეთი ჩვენი ოფიციალური საიტიდან www.georgian-airways.com და გსურთ დაბრუნება, შეგიძლიათ  მოგვწეროთ  მეილზე  online@georgian-airways.com ჩვენ გადავამოწმებთ ექვემდებარება თუ არა ბილეთი დაბრუნებას და დაგიკავშირდებით;
  • ბილეთის დაბრუნებასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქოლცენტს ნომერზე:(+995) 322 111 220  ან  მეილზე info@georgian-airways.com