საინფორმაციო ცენტრი +995 322 485 511
ტექნიკური უზრუნველყოფა
ჩვენი მომსახურე პერსონალი თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას წამყვან ამერიკულ და ევროპულ ცენტრებში გადის, როგორებიცაა Seattle Boeing ცენტრი, ICARE, Hapag Lloyd, CSA. ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო (EASA) რეგულარულად ამოწმებს ”ჯორჯიან ეარვეისის” ტექნიკურ სამსახურს და გადასცემს EASA Part 145 სერტიფიკატს, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს განახორციელოს ტექნიკური მომსახურება, რომელსაც ითვალისწინებს Part-145-ი და საქართველოს ავიაციის ხელმძღვანელობის მიერ დამტკიცებული სიგელები.

ჩვენი ტექნიკური ჯგუფი უზრუნველყოფს ტექნიკურ მომსახურებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ჩვენი მომსახურებით სარგებლობენ შემდეგი ავიაკომპანიები:
  • Turkish Airlines
  • Belavia
  • Ukraine International Airlines
  • Lufthansa
  • Scat
  • S7
  • Air Baltic

ავიაკომპანიის ავიაპარკი უზრუნველყოფილია ტექნიკური მომსახურებით ”ჯორჯიან ეარვეისის” ტექნიკურ ცენტრში, რომელიც დაკომპლექტებულია 71 ინჟინრის და ტექნიკოსის მაღალკვალიფიციური პროფესიული გუნდით და აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით.
გაიგე მეტი