ავიაკომპანიის მომსახურე ტექნიკური პერსონალი თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას გადის სპეციალიზირებულ ამერიკულ და ევროპულ ცენტრებში:Seattle Boeing;ICARE; Hapag Lloyd; CSA. ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო (EASA) რეგულარულად ამოწმებს ავიაკომპანია ”ჯორჯიან ეარვეისის” ტექნიკურ სამსახურს და გადასცემს EASA Part 145 სერტიფიკატს, რაც კომპანიას უფლებას აძლევს განახორციელოს სერტიფიკატის შესაბამისის ტექნიკური მომსახურება.
ავიაკომპანიის ტექნიკური ჯგუფი უზრუნველყოფს ტექნიკურ მომსახურებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. "ჯორჯიან ეარვეისის" ტექნიკური მომსახურებით სარგებლობენ შემდეგი ავიაკომპანიები:
Turkish Airlines
Ukraine International Airlines
Lufthansa
Scat
Air Baltic
ავიაკომპანიის ავიაპარკი უზრუნველყოფილია ტექნიკური მომსახურებით ”ჯორჯიან ეარვეისის” ტექნიკურ ცენტრში, რომელიც დაკომპლექტებულია 71 მაღალკვალიფიციური ინჟინრითა და ტექნიკოსით, ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით.