საინფორმაციო ცენტრი +995 322 485 511
კომპანიის ისტორია

ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" ფრენას 1993 წლის სექტემბრიდან ახორციელებს (2004 წლის 1-ელ ოქტომბრამდე მან "აირზენა - საქართველოს ავიახაზების” სახელით იარსება).

 თავდაპირველად ავიაკომპანია ახორციელებდა ჩარტერულ რეისებს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, იტალიაში, ჩინეთში, ეგვიპტეში, ინდოეთში, სირიაში, ასევე,  რეგულარულ რეისებს ავსტრიაში.


საქართველოში მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებში არსებული რთული ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, სწორი ბიზნეს სტრატეგიის შედეგად, ავიაკომპანიამ  შეძლო წარმატებული კომპანიის  შექმნა  და შეინარჩუნა თავისი წილი საავიაციო ბაზარზე.

1999 წელს ავიაკომპანია "აირზენა" გახდა საქართველოს ფლაგმანური ავიაგადამზიდველი.

2004 წელს აგვისტოში, ავიაკომპანია „აირზენამ“  სახელწოდება, მან ოპერირება “ჯორჯიან ეარვეისის“ სახელწოდებით განაგრძო.

2000 წელს ავიაკომპანიის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ავიაპარკის განახლების შესახებ და ლიზინგით აიღო BOEING 737-500 ტიპის ორი თვითმფრინავი კომპანიისაგან  HAPAG-LLOYD.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართულმა ავიაკომპანიამ დასავლური წარმოების საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია დაიწყო. მას შემდეგ ავიაკომპანია  "ჯორჯიან ეარვეისი" მუდმივად ზრუნავს ავიაპარკის განვითარებაზე და განახლებაზე.

 

გაიგე მეტი
დღეისათვის
ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" არის კერძო კომპანია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე საშუალო დიაპაზონის Boeing 737, Embraer და CRJ თვითმფრინავებით. ავიაკომპანიის საქმიანობა ფოკუსირებულია მგზავრების და ტვირთის უსაფრთხო და საიმედო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვაზე და მაღალი დონის მომსახურებაზე.

ქალაქ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი წარმოადგენს ავიაკომპანიის საბაზო აეროპორტს.

ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" გენერალური დირექტორია გივი დავითაშვილი.
ფრენის უსაფრთხოება ჩვენი უმაღლესი პრიორიტეტია.

IATA

2010 წელს "ჯორჯიან ეარვეისი" IATA-ს (საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის) წევრი გახდა (www.iata.org). IATA-ში გაწევრიანებამდე ავიაკომპანიაში IATA-ს საექსპლუატაციო უსაფრთხოების აუდიტი (IOSA) ჩატარდა. IATA -ს წევრი ყველა ავიაკომპანია ექვემდებარება შემოწმებას ფრენის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მიმართულებით.

IOSA პროგრამა საერთაშორისოდ აღიარებული და მიღებული შეფასების სისტემაა, რომლის მიზანია ავიაკომპანიის ოპერატიული მართვისა და კონტროლის სისტემების შეფასება. IOSA-ს პროგრამის მიხედვით, ავიაკომპანია შემოწმებას ექვემდებარება შემდეგ სფეროებში: კორპორაციული ორგანიზება და მართვა; საფრენოსნო უსაფრთხოება; ოპერატიული კონტროლი/ფრე­ნების განლაგება; თვითმფრინავის საინჟინრო და ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა; სალონის უსაფრთხოება; თვითმფრინავის მიწისზედა მო­სახურება; ტვირთის გადაზიდვა; ოპერატიული საავიაციო უშიშროება.

ავიაკომპანიის საქმიანობა უსაფრთხოების მიმართულებით კომპანიის უმაღლეს პრიორიტეტად რჩება. IOSA სტანდარტებთან და სახელმძღვანელო მითითებებთან შესაბამისობა ავიაკომპანიის ყველა ძირითადი სფეროს უსაფრთხოდ და უფრო მაღალი ეფექტიანობით ფუნქციონირების გარანტია. 2008 წლიდან ავიაკომპანიამ  წარმატებით გაიარა IOSA-ს სამი აუდიტი. ბოლო სერტიფიცირება მოხდა 2016 წელს ოქტომბერში და ძალაშია 2019 წლის მარტამდე.www.iata.org/whatwedo/safety/audit/iosa.
 

EASA

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ავტორიზაცია წარმატებით გაიარა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ავიაკომპანიების ავტორიზაციის პროცესის ფარგლებში (EU safety authorization for foreign air operators – PART-TCO), ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) ქართულ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისს“ საჰაერო უსაფრთხოების ერთიანი ნებართვა მისცა. 

„ჯორჯიან ეარვეისს“ უფლება ენიჭება, ერთი ცენტრალიზებული ნებართვით იფრინოს EASA-ს წევრ 32 სახელმწიფოში (ევროკავშირის 28 და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) 4 ქვეყანაში: ისლანდია, შვეიცარია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია).

ევროკომისიის  გადაწყვეტილებით,  2016  წლიდან  EASA-ს   ავტორიზებული ნებართვა სავალდებულო ხდება ნებისმიერი მესამე ქვეყნის ოპერატორისთვის, რომელსაც სურვილი აქვს, იფრინოს ევრო­კავშირის ტერიტორიაზე (არა აქვს მნიშვნელობა, ადრე ოპერირებდა თუ არა იგი EU-ს ტერიტორიაზე). ნებართვა ადასტურებს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სრულ შესაბამისობას საავიაციო უსაფრთხოების ICAO-ს სტანდარტებთან, ამასთანავე, მოწმობს ქვეყნის

მიერ ფრენების უსაფრთხოების ნორმების დაცვის და ზედამხედველობის მაღალ ხარისხს (სხვა ელემენტებთან ერთად ავტორიზაციის პროცესში ყუ­რადღება ექცევა ICAO-ს აუდიტის დროს გამოვლენილ შედეგებს). ნებართვა ძალაშია, სანამ ოპერატორი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ავიაკომპანიების ავტორიზაციასთან  დაკავშირებულ ევროპული რეგულაციის სტანდარტებს აკმაყოფილებს.

EASA-ს საჰაერო უსაფრთხოების ერთიანი ნებართვის ქონა გააადვილებს „ჯორჯიან ეარვეისის“ ოპერირებას ევროპულ საავიაციო ბაზარზე და ხელს შეუწყობს ავიაკომპანიის შემდგომ განვითარებას.