საინფორმაციო ცენტრი +995 322 485 511
ავიაპარკი

სამი Boeing 737-700 - სავარძლების საერთო რაოდენობა - 132, მათ შორის 12 ბიზნეს კლასის და 120 ეკონომ კლასი.

ერთი CRJ 200 - სავარძლების საერთო რაოდენობით - 50, მათ შორის 6 ბიზნეს კლასის და 44 ეკონომ კლასი.

ორი EMBRAER 190 - სავარძლების საერთო რაოდენობა - 97, მათ შორის 9 ბიზნეს კლასის და 88 ეკონომ კლასი.

737 სერიის თვითმფრინავები ყველზე გაყიდვადი ავიალაინერებია ავიაციის ისტორიაში. კომპანია Boeing 1967 წლიდან უშვებს 737 სერიის თვითმფრინავებს: გაყიდული აქვს  7,457 თვითმფრინავი, ხოლო 2013 წლის იანვრისთვის დამატებით 3044 შეკვეთა აქვს მიღებული. 737 სერიის თვითმფრინავების აწყობა ხდება Boeing Renton ქარხანაში, რენტონში/ ვაშინგტონის შტატში.

ახალი თაობის Boeing 737 (Boeing 737 Next Generation) - საყოველთაოდ ცნობილი როგორც Boeing 737NG, Boeing 737-600/700/800/900 სერიის თვითმფრინავებია. ეს არის 737-ის მესამე თაობის, 737-ის კლასიკის (300/400/500) სერიის მომდევნო თვითმფრინავები, რომელთა წარმოება 80-იან წლებში დაიწყო. ისინი საშუალო რადიუსის, ვიწრო კორპუსიანი რეაქტიული ავიალაინერებია,  წარმოებული კომპანია Boeing  Commercial Airplanes მიერ. ახალი თაობის Boeing 737 ტიპის ავიალაინერები გაყიდვაში 1996 წლიდან გამოვიდა.

Canadair Regional Jet - ან CRJ - დაპროექტებულია კომპანია BOMBARDIER -ის მიერ და  მომხმარებელს სთავაზობს მაღალ სიჩქარიან, გაცილებით უფრო დიდ რეაქტიულ თვითმფრივების მსგავსი მომსახურების სტანდარტების მქონე და ამავე დროს ეკონომიურ თვითმფრინავებს.

BOMBARDIER CRJ 200 განეკუთვნება რეგიონალური ავიალაინერების ოჯახს, რომელიც წარმოებულია BOMBARDIER-ის მიერ.

გაიგე მეტი
რეაქტიული თვითმფრინავები
Canadair Regional Jet - ან CRJ - დაპროექტებულია კომპანია BOMBARDIER -ის მიერ და  მომხმარებელს სთავაზობს მაღალ სიჩქარიან, გაცილებით უფრო დიდ რეაქტიულ თვითმფრივების მსგავსი მომსახურების სტანდარტების მქონე და ამავე დროს ეკონომიურ თვითმფრინავებს.

BOMBARDIER CRJ 100 და CRJ 200 განეკუთვნებიან რეგიონალური ავიალაინერების ოჯახს, რომელიც წარმოებულია BOMBARDIER-ის მიერ.