საინფორმაციო ცენტრი +995 322 485 511
მფრინავები
”ჯორჯიან ეარვეისის” ხომალდებს მართავენ დიდი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური მფრინავები. ეკიპაჟის ყველა წევრს გავლილი აქვს თეორიული და პრაქტიკული სწავლება, ასევე ექვს თვეში ერთხელ გადიან განმეორებით ტრეინინგებს Boeing და CRJ თვითმფრინავების მოდელებზე შემდეგ სასწავლო ცენტრებში: Pan American საფრეოსნო აკადემია (მაიამი, ფლორიდა), ICARE სასწავლო ცენტრი (საფრანგეთი), UAB Cam & Cons (ვილნიუსი, ლიტვა), Malev სასწავლო ცენტრი (უნგრეთი).

”ჯორჯიან ეარვეისის” პილოტებს მინიჭებული აქვთ მე-2 და მე-3 კატეგორიის ხარისხი, რაც მათ არასასურველი ამინდის პირობებში ოპერირების უფლებას აძლევს.

ამჟამად, ჩვენ კომპანიაში დასაქმებულია 36 მაღალკვალიფიციური პილოტი. მათი საშუალო ასაკი 30-45 წელია.

ჩვენ ვამაყობთ ჩვენი პილოტებით!
ბორტგამცილებლები
ჩვენი პროფესიონალი ბორტგამყოლები მოგესალმებიან ბორტზე და ყველანაირად ცდილობენ, რომ თქვენი ფრენები იყოს უსაფრთხო და კომფორტული. ''ჯორჯიან ეარვეის"-ის ბორტგამყოლებს გავლილი აქვთ როგორც ერთჯერადი, ასევე  რეგულარული სასწავლო კურსები საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში, აგრეთვე გერმანიის, ჩეხეთის და უკრაინის სასწავლო ცენტრებში.

სწავლა გრძელდება ექვს თვემდე და მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა  ფრენის უსაფრთხოება და ინციდენტების პრევენციის შემთხვევები,  საგანგებო პროცედურები და ევაკუაცია,  პირველადი სამედიცინო დახმარება და მგზავრების მომსახურება.

ბორტგამყოლების შერჩევა ექვემდებარება რიგ ტესტირებებს და ხორციელდება ავიაკომპანიის შიდა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.