საინფორმაციო ცენტრი +995 322 485 511
კორპორატიული პოლიტიკა

კორპორატიული პოლიტიკა და ბიზნესის ეთიკის და ქცევის კოდექსი

ა. აღმასრულებელი დირექტორისა ხელმძღვანელობის განცხადება

ჩვენ, „ჯორჯიან ეარვეისის“ აღმასრულებელი დირექტორი და ხელმძღვანელობის წარმომადგენლები, ვსარგებლობთ შესაძლებლობით და მოგმართავთ ყველა თანამშრომელს, უმაღლეს ხელმძღვანელობას, კონსულტანტებს, წარმომადგენლებს, კომპანიის აგენტებს და „ჯორჯიან ეარვეისის“ კორპორატიული პოლიტიკის და ბიზნესის ეთიკის და ქცევის კოდექსის („კოდექსი“) სხვა მკითხველებს და გვსურს დაგარწმუნოთ, რომ ბიზნეს-ქცევის და ბიზნეს-ეთიკის საკითხებისადმი გონივრული მიდგომა ჩვენი კომპანიის მთავარ პრიორიტეტთაგან ერთ-ერთია. ჩვენი საქმიანობის წარმატება დამოკიდებულია იმ ნდობაზე, რომელსაც გვიცხადებენ ჩვენი ხელმძღვანელები, თანამშრომლები, აგენტები, წარმომადგენლები, კონსულტანტები და მომხმარებლები. ჩვენ მოვიპოვებთ ნდობას ვალდებულებების პირნათლად და კეთილსინდისიერად შესრულების წყალობით და კომპანიის მიზნებს ვაღწევთ მხოლოდ კეთილსინდისიერი ქმედებების განხორციელებით. ნებისმიერი ნათქვამი სიტყვა უნდა გამყარდეს საქმით. საბოლოო შეფასება მოხდება იმის მიხედვით, თუ რას გავაკეთებთ. კორპორატიული შესაბამისობა არ არის აბსტრაქტული კონცეფცია, არამედ წარმოადგენს ქცევის კოდექსს, რომელიც  ყველას ეხება. მხოლოდ ამ სტანდარტების მკაცრი დაცვით შეიძლება  ავიცილოთ თავიდან ჩვენი კომპანიისთვის და, შესაბამისად, ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და ეკონომიკური რისკები.

შესაბამისობა კვლავაც რჩება ჩვენთვის, "ჯორჯიან ეარვეისის" ყველა თანამშრომლისთვის, ძალზედ მნიშვნელოვან საკითხად - რამეთუ კორპორატიული შესაბამისობა ნიშნავს სამართლებრივი და  და ეთიკის ნორმების მუდმივი დაცვითა და მათთვის მუდმივი თვალყურის დევნებით მოქმედებას - და გვსურს დავადასტუროთ, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა მხარს დაუჭერს ჩვენთვის მნიშვნელოვან ფასეულობებს და ასევე წესებს, რომლებსაც ყოველდღიურად ვიცავთ. გვჯერა, რომ ვასაქმებთ კარგ ადამიანებს, რომელთა კეთილსინდისიერება და ეთიკა ეჭვქვეშ არ დგას. ნათელია, რომ ჩვენი თანამშრომლებისგან ველით ამ ღირებულებების დემონსტრირებას ნებისმიერი პროფესიულ ურთიერთობებისას.

ყველა ჩვენგანისთვის ცხადი,ა რომ მსოფლიო ჩვენს გარშემო სირთულეებით არის აღსავსე და ცხოვრების გზაზე ხანდახან ვაწყდებით მომენტებს, როდესაც გადაწყვეტილების მიღება არ არის მარტივი,  გადაწყვეტის გზაც არ არის ნათელი. სწრაფად იცვლება ბიზნესის გარემო და ძნელია ყოველთვის იცოდე რისი გაკეთებაა მართებული. ამიტომაც, ვთხოვთ ყოველ თანამშრომელს და ყველა კონსულტანტს, წარმომადგენლებს და აგენტებს, რომ გადახედონ და პერსონალურად  მიუერთდნენ ჩვენს კორპორატიული პოლიტიკის და ბიზნესის ეთიკის და ქცევის კოდექსს, რაც შეასრულებს ღირებული რესურსის როლს, როგორც საგზაო მაჩვენებელი ჩვენი ქცევის მიმართულების განსაზღვრისას.

თუ ოდესმე გაგიჩნდებათ ეჭვი იმის თაობაზე, დაარღვევს თუ არა რომელიმე თქვენი ქმედება „ჯორჯიან ეარვეისის“ სტანდარტებს ან იმ ქვეყნების კანონებს, რომელთ ფარგლებშიც ჩვენ ვსაქმიანობთ, ისაგებლეთ ჩვენი შესაბამისობის სპეციალისტის კონსულტაციით ან მიმართეთ ერთ-ერთ მრჩეველს. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ თუ ვერ შევძლებთ ჩვენთვის შემუშავებული სტანდარტების დაცვას, მოგვიწევს ჩვენი ბიზნესის, ჩვენი რეპუტაციისა და საიმედოობისთვის სერიოზული ზიანის მიყენების რისკთან დაპირისპირება. ეთიკურ ქცევას მნიშვნელობა აქვს კოლეგიალური ურთიერთობისას და მას ნადვილად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მგზავრებისა და მომხმარებლებისთვის.   

ვამაყობთ, რომ წარმოვადგენთ კომპანიის ნაწილს, რომელსაც მკაცრი ეთიკის კოდექსი  და შესაბამისობის პროგრამა აქვს. მისი დანერგვა  ჩვენი უშუალო ვალდებულებაა და გარწმუნებთ, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა გააგრძელებს პასუხისმგებლობით აღსავსე ეთიკური ქცევის და ჩვენი ძირითადი ღირებულებების, ნდობის, პატივისცემის, კეთილსინდისიერების და წარმატების ხელშეწყობას.

გივი დავითაშვილი

გენერალური დირექტორი,

განცხადება

ბ. განცხადება 

მოცემული კოდექსი ვრცელდება ყველა დირექტორზე, ხელმძღვანელი გუნდის სხვა წევრებზე, ოფიცრებზე, „ჯორჯიან ეარვეისის“ ("კომპანია") წარმომადგენლებზე და თანამშრომლებზე, მათ შორის, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ მყოფებზე (ერთობლივად მოხსენიებულნი, როგორც "თანამშრომლები").

კოდექსი არ ანაცვლებს ან ზღუდავს თანამშრომელთა ვალდებულებებს, მოცემულს მათი ინდივიდუალური დასაქმების ხელშეკრულებაში ან / და მოქმედი კანონმდებლობაში ან / და სხვა პოლიტიკაში, სახელმძღვანელოებში, რეგულაციებში, კოდექსებში ან სხვა დოკუმენტებში, რომლებიც შედის კორპორატიულ სახელმძღვანელოში, მაგრამ არ შემოიფარგლება მათით. კოდექსი ვერ განიხილავს დეტალურად ყველა შესაძლო პრობლემას ან გადაწყვეტილებას, თუმცა ვრცელდება სიტუაციებზე, რომელთაც ყოველი თანამშრომელი შეიძლება შეხვდეს კომპანიის საქმიანობაში. თანამშრომლებმა უნდა შეძლონ დამოუკიდებელი შეფასებების განხორციელება და გადაწყვეტილებების მიღება აღნიშნული სტანდარტების გათვალისწინებით, კონკრეტულ სიტუაციებში სამოქმედო გეგმის საუკეთესო კურსის განსაზღვრის მიზნით.

თუ რომელიმე თანამშრომელს გაუჩნდება შეკითხვები ამ კოდექსის რომელიმე ნაწილთან დაკავშირებით, უნდა მიმართოს „ჯორჯიან ეარვეისის“ შესაბამისობის ოფიცერს.

მოცემული დოკუმენტი ხელმისაწვდომი უნდა იყოს კომპანიის ყველა თანამშრომლისთვის, რომლებსაც კოდექსის დაცვის ვალდებულება ექნებათ აღებული. კოდექსი არის კორპორატიული სტანდარტების და ორგანიზაციული მართვის სისტემის სახელმძღვანელოს (CSOMSM) განუყოფელი ნაწილი. კოდექსი უნდა გამოქვეყნდეს კომპანიის ვებსაიტზე და ხელმისაწვდომი გახდეს კომპანიის ყველა გარე აგენტისა და კონსულტანტისთვის. ამ დოკუმენტში გათვალისწინებული პირები ვალდებულნი არიან გაეცნონ დოკუმენტს და მასში მოყვანილ რეგულაციებს.

კომპანია ვალდებულია შესაბამისობის ოფიცრის მეშვეობით უზრუნველყოს კომპანიის აგენტების, წარმომადგენლების და კონსულტანტების მიერ დოკუმენტის გაცნობა და შესაბამისი დებულებების ასახვა კომპანიასა და ამ პირებს შორის დადებულ ხელშეკრულებებში, მათ შორის დასაქმების ხელშეკრულებებში, სააგენტოს ხელშეკრულებებში, მომსახურების ხელშეკრულებებში, საკონსულტაციო მომსახურების ხელშეკრულებებში და ა.შ. ან/და  მათი მითითების გზით.

შესაბამისობა და სერტიფიცირება

გ. შესაბამისობა და სერტიფიცირება

მოცემული კოდექსი ასახავს ზოგად პრინციპებს, რომლებითაც ხელმძღვანელობენ თანამშრომლებს ეთიკური გადაწყვეტილებების მიღებისას და არ შეიძლება მიესადაგოს ყოველ კონკრეტულ სიტუაციას. ამგვარად, ამ კოდექსში არაფერი უკრძალავს ან უზღუდავს უფლებას კომპანიას მიიღოს ნებისმიერი დისციპლინური ზომა, რომელიც თანამშრომლის ქცევას უკავშირდება, მიუხედავად იმისა, ასახულია თუ არა ეს პირდაპირი ფორმით მოცემულ დოკუმენტში.

ყველა თანამშრომელი პასუხისმგებელია გაეცნოს კოდექსს და შეასრულოს მისი მოთხოვნები. გარდა ამისა, ყველა თანამშრომელს მოეთხოვება განახორციელოს საქმიანობა პირნათლად და კეთილსინდისიერად, კოდექსით გათვალისწინებულ ნებისმიერ სფეროში. ამ კოდექსის დარღვევა გამოიწვევს დისციპლინარული ზომების მიღებას, მათ შორის კომპანიასთან დადებული დასაქმების ხელშეკრულების შესაძლო შეწყვეტას.

მაგალითად, დისციპლინური ზომები მიიღება, თუ თანამშრომელი:

  • არღვევს ამ კოდექსს ან უგულებელყოფს სათანადო პროცედურებს;
  • სთხოვს სხვებს ამ კოდექსის დარღვევას;
  • შეგნებულად არ გადასცემს შეტყობინებას დარღვევის შესახებ ან აბრკოლებს მის გადაცემას;
  • უარს ამბობს თანამშრომლობაზე სავარაუდო დარღვევის გამოძიებასთან;
  • მოქმედებს იმ თანამშრომლის წინააღმდეგ, რომელიც გადასცემს ინფორმაციას პოლიტიკის დარღვევის თაობაზე.

ყველა სხვა თანამშრომლის მსგავსად, მენეჯერები ვალდებულნი არიან დაიცვან ამ კოდექსის პირობები. კომპანიის ხელმძღვანელ თანამდებობაზე ყოფნის გამო, მათ ასევე უნდა მოეთხოვოთ სათანადო მაგალითის მიცემა თანამშრომლებისთვის, სამაგალითო ქცევის მუდმივი დემონსტრირებით.

კომპანიის ყველა, ხელშეკრულებით აყვანილმა აგენტმა, წარმომადგენელმა და კონსულტანტმა, უნდა მიიღოს კოდექსი ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე და გაეცნოს მის შინაარსსა და მასში მოყვანილ მოთხოვნებს დანართ 2-ში მოცემული „გაცნობის ფორმა აგენტებისთვის“-ის შევსებითა და ხელმოწერით. გარეშე აგენტების, წარმომადგენლების და კონსულტანტების მიერ ამ კოდექსის მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს ხელშეკრულების შეწყვეტას.

"ჯორჯიან ეარვეისმა" დანერგა შესაბამისობის პროგრამა ("პროგრამა"), რათა მოახდინოს კორპორატიული ფასეულობებისა და კომპანიის პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად კოორდინირება, განხორციელება და მონიტორინგი.  პროგრამა თანდართულია კოდექსზე დანართი 1-ის სახით.

მიმდინარე ტრენინგი და ხელმძღვანელობა უზრუნველყოფილი იქნება მენეჯერებისა და თანამშრომელბისთვის კოდექსთან და ასევე საქართველოს კანონებთან და კომპანიის საერთაშორისო რეგულაციებთან შესაბამისობის მისაღწევად.

კომპანია უზრუნველყოფს, რომ მისი თანამშრომლები, კონსულტანტები, წარმომადგენლები, აგენტები და უმაღლესი ხელმძღვანელობის წევრები (დირექტორების, დირექტორების მოადგილეების და მენეჯერების ჩათვლით) მუდმივად გადიოდნენ ტრენინგს დაკავშირებული წესებისა და რეგულაციების ათვისების მიზნით, რათა ხელი შეუწყონ დაინტერესებული მხარეებისთვის სრული გაცნობისა და შესაბამისობის უზრუნველყოფას. შეძლებისდაგვარად, აგენტები, კონსულტანტები და წარმომადგენლები, ხელშეკრულების საფუძველზე, ვალდებულნი უნდა იყვნენ გაეცნონ კოდექსისა და პროგრამის წესებს და დაიცვან ისინი. ტრენინგები უნდა ჩატარდეს თანამშრომლობის ფორმით, შესაბამისი კონკრეტული შემთხვევების განხილვის საფუძველზე.

სერტიფიცირება

ჯორჯიან ეარვეისის დირექტორატი ვალდებულია გააკონტროლოს მოცემულ კოდექსთან შესაბამისობა და მისი ინტერპრეტაცია. კომიტეტმა შეიძლება შეიტანოს ცვლილებები კოდექსში ნებისმიერ დროს. შესწორება უნდა დადასტურდეს დირექტორატის მიერ.

შესაბამისობის კომიტეტი უნდა შედგებოდეს შესაბამისობის ოფიცრის, შრომითი რესურსების დეპარტამენტის უფროსის და საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელისგან.

კომპანიის წესდების თანახმად, დირექტორატი შედგება გენერალური დირექტორის და გენერალური დირექტორის მოადგილესგან (მოადგილეებისგან).

მოცემულ კოდექსს გაეცნობა ყველა თანამშრომელი. მენეჯმენტის ყველა წევრი ვალდებულია შეავსოს გაცნობის ფორმა, რომელიც დანართ 2-შია მოცემული და, ასევე, ხელმისაწვდომია კომპანიის ვებ-გვერდზე ელექტრონული ფორმით.

განცხადება უსაფრთხოების შესახებ

დ.     განცხადება უსაფრთხოების შესახებ

უსაფრთხოება ყველა ასპექტში კომპანიის მთავარი პრიორიტეტია. კომპანია ვალდებულია, მუდმივად უზრუნველყოს თავისი მომხმარებლების და თანამშრომლების უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ხოლო თანამშრომლები, თავის მხრივ, იგივეს უზრუნველყოფენ კოლეგებისა და მგზავრებისთვის. ყველა თანამშრომელი უნდა პასუხობდეს უსაფრთხო საქმიანობის, წესების და რეგულაციების მოთხოვნებს და დახარჯოს საკმარისი დრო სამუშაოს უსაფრთხოდ შესრულებისთვის, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად სასწრაფოა შესასრულებელი სამუშაო.

ბიზნეს-ქცევის კოდექსი

ე. ბიზნეს-ქცევის კოდექსი

"ჯორჯიან ეარვეის" თანამშრომლები არიან პირველნი, ვინც უზრუნველყოფენ ჩვენი ბიზნესის წარმატებას ყოველდღიურად.

ჩვენ ორიენტირებული ვართ მომხმარებლებზე, ხარისხზე და მზად ვართ უზრუნველვყოთ საუკეთესო საჰაერო სატრანსპორტო მომსახურება. ჩვენ ველით ყოველი და თითოეული თანამშრომლისგან მოვალეობების ქცევის მაღალი სტანდარტის დაცვით, სამართლებრივი, ეთიკური და მორალური წესით შესრულებას. კომპანია, მისი დირექტორები და ხელმძღვანელი გუნდის სხვა წევრები, ოფიცრები, აგენტები, კონსულტანტები, წარმომადგენლები და თანამშრომლები ვალდებულნი არიან დაიცვან კოდექსი და აღიჭურვონ შემდეგი ვალდებულებებით:

შესაბამისობა კანონებსა და დებულებებთან

  • ნებისმიერ დროს პატივი სცენ და დაემორჩილონ კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონებს, მათ შორის საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობას და ყველა შესაბამის საერთაშორისო კანონმდებლობას და წესს;
  • არასოდეს მიიღონ მონაწილეობა ნებისმიერი სახის დისკრიმინაციასა ან შეურაცხყოფაში, განსაკუთრებით რასობრივი, ფერის, რელიგიის, სქესის, ასაკის, ეროვნული წარმომავლობის, ეთნიკურ ან ინვალიდობის საფუძველზე. დაუშვებელია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია;
  • თავი აარიდონ კომპანიის კონფიდენციალურ ბიზნეს-ინფორმაციის არასანქცირებულ გავრცელებას ან გამჟღავნებას და პატივი სცენ სხვათა კონფიდენციალურ ინფორმაციას.

ეთიკური ქცევა

  • არასოდეს შესწიროთ მსხვერპლად პირნათლობა, კეთილსინდისიერება და სამართლიანობა ბიზნესის გულისთვის, როგორც კომპანიის ფარგლებში, ასევე მათ გარეთაც;
  • თავი აარიდეთ შეცდომაში შეყვანას, ყალბ განცხადებებს, არასანდო რეკლამას ან ჩვენი საქმიანობის ნებისმიერ სტიმულირებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჩვენს მომხმარებელთა, პოტენციურ მომხმარებელთა, ბიზნეს-პარტნიორთა ან მესამე პირებს შორის არასწორი შეხედულებების ჩამოყალიბება;
  • შეინარჩუნეთ ყველა კონკურენტის მიმართ პატივისცემა და არ ეცადოთ უსამართლო უპირატესობის მიღწევას არაეთიკური ან საეჭვო საშუალებით;
  • გაცნობიერებულად აირიდეთ თავი ინტერესთა კონფლიქტს.

მორალური ქცევა

  • ერიდეთ ქცევას, რომელიც საფრთხეს უქმნის კომპანიის რეპუტაციას. იქიდან გამომდინარე, რომ ყოველდღიურად ვაწარმოებთ ბიზნესს, ჩვენ ვმოქმედებთ კომპანიის სახელით და მუდამ უნდა ვიზრუნოთ საქმიანობის იმ ფორმით განხორციელებაზე, რომელიც შეგვინარჩუნებს კომპანიის, მფლობელების, ოფიცრების და თანამშრომლების არსებულ რეპუტაციას;
  • ნებისმიერ დროს გამოიყენეთ საღი აზრი და შეატყობინეთ ნებისმიერი ქცევის და/ან მოქმედებების ან უმოქმედობების შესახებ, რომელთაც თვლით ან რომელთა შესახებაც ეჭვობთ, რომ არ შეესაბამება ამ კოდექსის ან ნებისმიერი სხვა მოქმედი კანონების, წესების და რეგულაციების მოთხოვნებს.
ქცევა კოლეგენთან მიმართებაში

ვ.    ქცევა კოლეგენთან მიმართებაში

პატივისცემა

"ჯორჯიან ეარვეისი" შეუძლებლად მიიჩნევს პროფესიული ურთიერთობების შენარჩუნებას და სამუშაო ადგილებზე ეფექტურობის მიღწევას სხვების მიმართ პატივისცემის გარეშე. თანამშრომლებისგან მოველით, რომ მუდამ პატივისცემით მოეპყრობიან ტოლი რანგის კოლეგებს, ზემდგომებს, ქვემდგომებს, მომხმარებლებს და ყველა სხვას, ვინც ჩართულია კომპანიის საქმიანობაში ან თანამშრომლობს მასთან.

კომპანიის თანამშრომლების ქცევა არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი, უდისციპლინო, ან უპატივცემულო.

 

 თანასწორობა და სამართლიანობა

"ჯორჯიან ეარვეისი" არ ახდენს თავისი თანამშრომლების დისკრიმინაციას რასის, ფერის, რელიგიის, სქესის, ასაკის, ეროვნული წარმომავლობის, ეთნიკურ ან ინვალიდობის საფუძველზე. კომპანია მიიჩნევს, რომ კულტურული მრავალფეროვნება აძლიერებს მის სამუშაო ძალას და ზრდის კონკურენტუნარიანობას და, შესაბამისად, მოელის თანამშრომლებისგან ურთიერთპატივისცემის გამოვლენას და ერთმანეთის წარმოშობის მიმართ პატივისცემას.

შევიწროება

რასის, ფერის, რელიგიის, სქესის, ასაკის, ეროვნული წარმოშობის, ეთნიკური, ინვალიდობის ან  კანონით დაცული სხვა ნებისმიერი სტატუსის მქონე ადამიანების შევიწროება არასდროს ყოფილა „ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ მხარდაჭერილი.

დაუშვებელია ნებისმიერი ფიზიკური პირის ნებისმიერი სახის შევიწროება (სექსუალური, სიტყვიერი, ფიზიკური და ა.შ.), იქნება იგი თანამშრომელი, მესაკუთრე თუ კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი მესამე მხარე. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს სამსახურიდან დაუყოვნებლივ დათხოვნას.

თუ შევიწროების მსხვერპლი ხართ, შეგიძლიათ პირდაპირ უჩივლოთ სავარაუდო შემვიწროებელს და კატეგორიულად მოითხოვოთ, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მიუღებელი, არაკეთილგანწყობილი, შეურაცხმყოფელი ქცევა. აღნიშნული ფაქტის შესახებ ასევე უნდა შეატყობინოთ თქვენს ზემდგომს, შრომითი რესურსების დეპარტამენტს ან შესაბამისობის ოფიცერს. თუ გაქვთ ინფორმაცია სამუშაო ადგილებზე განხორციელებული შევიწროების შემთხვევების შესახებ, ასეთ შემთხვევაშიც უნდა შეატყობინოთ ქცევის ნორმების დარღვევის შესახებ.

თანამშრომელთა პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობა

თანამშრომელთა პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობა კომპანიისთვის ყველაზე პრიორიტეტული საკითხია. კომპანია იცავს საქართველოს კანონებს პირად მონაცემთა დაცვის შესახებ. ის აღიარებს, რომ ეს მონაცემები წარმოადგენს ნებისმიერი სახის ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად  ფიზიკური პირთან. პირი უნდა იყოს იდენტიფიცირებადი, როდესად ის შეიძლება იდენტიფიცირდეს პირდაპირ ან ირიბად, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრის ან ნებისმიერ ფიზიკური, ფიზილოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლების მიხედვით, რომლებითაც ის ხასიათდება („მონაცემები“); მონაცემთა დამუშავება წარმოადგენს ოპერაციას, რომელიც ხორციელდება ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებებით, კერძოდ, შეგროვებით, ჩაწერით, ფოტოსურათებით, აუდიოჩანაწერით, ვიდეოჩანაწერით, ორგანიზაციით (მართვით), შენახვით, შეცვლით, აღდგენით, დაშვების მოთხოვნით, მათი გამოყენებით და გამჟღავნებით მონაცემთა მიწოდების/გადაცემის გზით, გავრცელებით ან სხვაგვარად მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, დაჯგუფებით ან კომბინირებით, ბლოკირებით, წაშლით ან განადგურებით.

კომპანია ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

  • არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა;
  •  მონაცემთა დამუშავება ხორციელდება კანონიერ ფარგლებში;
  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა დამმუშავებლისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად;
  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად;
  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა დამმუშავებლის ან მესამე პირის ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისადმი ინტერესი;
  • მონაცემები ხელმისაწვდომია საჯაროდ კანონის შესაბამისად ან ისინი თავად მონაცემთა სუბიექტმა აქცია საჯაროდ ხელმისაწვდომად;
  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია საზოგადოებრივი ინტერესის დასაცავად;
  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განაცხადთან სამუშაოდ.

 

სამუშაო ადგილის უსაფრთხოება

კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო, თავისუფალი უკანონო ნარკოტიკების, ძალადობის, ძალადობით გამოწვეული საფრთხეების, და ალკოჰოლის გავლენისგან.

კომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" კრძალავს კონტროლირებადი ნივთიერებების უკანონო გამოყენებას, გაყიდვას, შეძენას, გადაცემას ან ფლობას კომპანიის კუთვნილ დაწესებულებებში ან კომპანიასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისას.

ქცევა საქმიანი და ოფიციალური პარტნიორების მონაწილეობით

ზ.  ქცევა საქმიანი და ოფიციალური პარტნიორების მონაწილეობით

სამართლიანი კონკურენცია

კონკურენტუნარიან ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის მიზნით, კომპანია ყოველთვის დაიცავს შესაბამის ადგილობრივ და საერთაშორისო კანონმდებლობას, რომლებიც კრძალავს ნებისმიერი ფორმის შეთანხმებას ან გაგებას, ფორმალურს ან არაფორმალურს, სიტყვიერს, წერილობითს, გამოხატულს ან ნაგულისხმევს, კონკურენტებსა და სხვებს შორის, რაც დაუსაბუთებლად ზღუდავს კონკურენციას. შესაბამისად, „ჯორჯიან ეარვეისი“ მოითხოვს, რომ თანამშრომლებმა თავი აარიდონ ყველა სახის ქცევას, რომელიც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონებს.

"ჯორჯიან ეარვეისი" ისწრაფვის ყველა თავისი პარტნიორის ნდობის მოპოვებისკენ, ღია, კეთილსინდისიერი საქმიანობით, ვალდებულებების და საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღების გზით. კომპანია ცდილობს განახორციელოს საქმიანობა ყველაზე მაღალი სტანდარტების, საერთაშორისო დონეზე აღიარებული პრინციპების და სათანადო კორპორაციული მართვის და კონკურენციის პირობების მოთხოვნების დაცვით. 

ინტერესთა კონფლიქტი

ინტერესთა კონფლიქტის თავიდან უნდა იქნეს აცილებული. კერძოდ, თავიდან უნდა იქნეს აცილებული ნებისმიერი ურთიერთობა ან საქმიანობა, რომელმაც შეიძლება ზიანი გამოიწვიოს ან თუნდაც სავარაუდოდ ზიანს აყენებს ჩვენს შესაძლებლობებს, რომ დავისახოთ მიზნები და მივიღოთ სამართლიანი გადაწყვეტილებები მოვალეობების შესრულებისას.

ინტერესთა კონფლიქტი შეიძლება წარმოიქმნას ნებისმიერ სიტუაციაში, როდესაც დასაქმებულის სხვა საქმიანი ან პირადი ინტერესები აფერხებს მის გადაწყვეტილებას, რომ იმოქმედოს პატიოსნად და კეთილსინდისიერად ან სხვაგვარად, როდესაც უპირისპირდება კომპანიის ინტერესებს. ყველა ასეთი კონფლიქტი თავიდან უნდა იქნეს აცილებული. კომპანია იმედოვნებს, რომ არც ერთი თანამშრომელი არ ჩაიყენებს თავს ისეთ მდგომარეობაში, რომელიც წარმოშობს კოფლიქტს კომპანიის ინტერესებთან.

თუ გაჩნდება კითხვები იმის თაობაზე, შეუძლია თუ არა გარეშე დამატებით საქმიანობას ან პირად დაინტერესებას ინტერესთა კონფლიქტის გამოწვევა, საქმიანობის დაწყებამდე ან ინტერესის  მოპოვებამდე და/ან შენარჩუნებამდე, თანამშრომელი ვალდებულია სთხოვოს თავის ხელმძღვანელს, რომ ამ უკანაკნელმა მიმართოს შესაბამისობის ოფიცერს.

მაგალითად, პირმა უნდა შეატყობინოს კომპანიას თუ ის გადაწყვეტს „ჯორჯიან ეარვეისის“ კონკურენტთან ან სხვა ავიახაზებთან ან ტურ-ოპერატორთან მუშაობის დაწყებას. პირმა ასევე უნდა შეატყობინოს კომპანიას მისი ინვესტიციების შესახებ ასეთ კონკურენტ კომპანიებში, მათი არსებობის შემთხვევაში. თუ კომპანია გონივრულად მიიჩნევს, რომ დასაქმებულის ბიზნესმა, კომერციულმა ან ფინანსურმა ინტერესებმა ან საქმიანობამ შეიძლება შეზღუდოს თანამშრომლის უნარი შეასრულოს დაკისრებული მოვალებები ან იმოქმედოს კომპანიის ინტერესების დაცვით, ასეთ შემთხვევაში თანამშრომელს მოეთხოვება შეწყვიტოს ინტერესი ან საქმიანობა.

საჩუქრები და გართობ

კომპანიის კორპორატიული პოლიტიკის მიხედვით, მექრთამეობისა და კორუფციის აკრძალვასთან დაკავშირებული ნებისმიერი და ყველა წესისა და კანონის მაქსიმალურად შესრულება კომპანიის ნებისმიერი თანამშრომლისა და მმართველი გუნდის წევრების ვალდებულებაა. თითოეული თანამშრომელი და მმართველი გუნდის წევრი ვალდებულა უზრუნველყოს კომპანიის კორუფციაში ჩაურთველობა.

არც თანამშრომელმა და არც სხვა პირმა, რომელიც წარმოადგენს კომპანიას, მაგალითად აგენტებმა, წარმომადგენლებმა, კონსულტანტებმა ან სხვა ნებისმიერი პირობით დაქირავებულმა პირმებმა, არც პირდაპირი და არც არაპირდაპირი გზით არ უნდა შესთავაზონ რაიმე ღირებული ნებისმიერ პირს, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ წარმოადგენს კლიენტს, მომწოდებელს ან სხვა კომერციულ ან არაკომერციულ ერთეულს / პირს, გაწეული სამსახურის სანაცვლოდ უპირატესობის მინიჭების ან ჯილდოს მიღების მიზნით.

სათანადოდ ვაცნობიერებთ, რომ კომერციული მექრთამეობა დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, რომელშიც განსაზღვრულია, რომ დანაშაულის საგანია თანხის, ფასიანი ქაღალდების და სხვა ქონების ან ქონებრივი ხასიათის მომსახურების შეთავაზება ან გადაცემა,  პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით, უკანონოდ გაწეული პირისთვის, რომელიც ახორციელებს მართვას, წარმომადგენლისთვის ან სხვა სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილ თანამდებობის პირისთვის საწარმოში ან რომელიმე სხვა ორგანიზაციაში, რასაც მივყავართ იქამდე, რომ პირი არ ასრულებს მასზე ოფიციალურად დაკისრებულ ვალდებულებებს, მიმართავს გარკვეულ ქმედებას ან თავს იკავებს გადაწყვეტილების მიღებისგან მომქრთამავი პირის ან სხვა პირის ინტერესების გათვალისწინების გამო.    

"ფასიანი ნივთები" და "უპირატესობა" გულისხმობს ყველა სახის საჩუქრებს, ძღვენებს, სესხებს, საკომისიოს, კომპენსაციას, დადასტურებას, სამუშაოს, თანამდებობას, ხელშეკრულებას, მომსახურებას, სამსახურის გაწევას და ა.შ.

როგორც წესი, კომპანიის თანამშრომელმა, მმართველი გუნდის წევრმა, კონსულტანტმა, აგენტმა ან წარმომადგენელმა,  არ უნდა შესთავაზოს და მიიღოს არანაირი საჩუქარი, გასართობი ან მომსახურება, რომელთა ღირებულებაც 40 ლარს აღემატება.

ყოველთვის მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული რომ:

  • ძღვენის შეთავაზება არ უნდა მოხდეს ფარულად;
  • არასდროს უნდა მოხდეს ფულის შეთავაზება ძღვენის სახით;
  • ძღვენის შეთავაზებისას ყოველთვის უნდა იქნეს გათვალისწინებული მიმღების ეკონომიური მდგომარეობა, ხოლო ძღვენის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს თანხას, რომლის დაფარვის შესაძლებლობაც არ ექნება მიმღებს;
  • ისეთი გასართობი, როგორიცაა სადილზე დაპატიჟება, არასდროს უნდა იყოს შეუსაბამო (არაადეკვატურად ძვირი);
  • მოგზაურობებს და საქმიან ვიზიტებს ყოველთვის უნდა ჰქონდეთ ლეგიტიმური ბიზნეს-მიზანი და არასდროს უნდა იქნეს შეთავაზებული ფარულად;
  • არცერთი პირი არ უნდა დანიშნოს კომპანიაში თანამდებობაზე ნებისმიერი მესამე პირის მოთხოვნით;
  • ყველა ხარჯი და / ან მიღებული საქონელი / მომსახურება უნდა იყოს სათანადოდ დოკუმენტირებული და გამჟღავნებული;
  • არ უნდა განხორციელდეს მნიშვნელოვანი საავანსო გადახდების მოთხოვნა;
  • არ უნდა იყოს დაშვებული ნებისმიერი არაოფიციალური გადახდები;
  • არ უნდა იყოს დაშვებული არანაირი საქმიანი შეთანხმება, რომელსაც საფუძვლად არ უდევს განსაზღვრული კომერციული მიზნები.

საჩუქრების მიღების ზოგადი წესები შემდეგნარია:

  • გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის მიზნით შეთავაზებული ძღვენების მიღება არ არის ნებადართული. ეს ასევე ვრცელდება ყველა სახის სპეციალურ მომსახურებასა და საქონლის შესყიდვებზე საბაზროზე დაბალ ფასში.
  • არ არის ნებადართული 40 ლარზე მეტი ღირებულების ან ეკვივალენტური ძღვენების მიღება.

მოცემულ დოკუმენტში გათვალისწინებული წესების დარღვევამ უნდა გამოიწვიოს  დამრღვევის როგორც დისციპლინარული (მათ შორის სამსახურიდან გათავისუფლება), ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

როგორც წესი, საქართველოში საქმიანი გართობის მოწყობა და სტუმართმოყვარეობის გამოჩენა სუფრაზე მიწვევის ფორმით, მიღებულია, თუ ის არის მოკრძალებული, არარეგულარული და რამდენადაც ეს შესაძლებელია, ორმხრივი.
ქცევა საჯარო მოხელეთა / თანამდებობის პირების მონაწილეობით

თ. ქცევა საჯარო მოხელეთა / თანამდებობის პირების მონაწილეობით

საქართველოს მიერ კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციისა და კორუფციის შესახებ ევროპის საბჭოს სისხლის სამართლის კონვენციის რატიფიკაციის შედეგად, „ჯორჯიან ეარვეისის“ პოლიტიკა და პროცედურები ყოველთვის ხორციელდება საერთაშორისო სამართლისა და საჯარო მოხელეების / თანამდებობის პირების შესახებ ადგილობრივი კანონმდებლობის რეკომენდაციებისა და სტანდარტების დაცვით.

კორუფციული პრაქტიკა, მათ შორის, ქრთამის მიცემა, „მადლიერების“ გადახდა, ძვირფასი ძღვენები, თაღლითობის ჩადენა, ასევე სამსახურეობრივი დევნა და უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენება, უკანონოა და რეგულირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, ასევე კანონით საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ და საჯარო სამსახურის შესახებ კანონით. მათი დარღვევა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო დევნას და დანაშაულში ბრალდებას.

მათ შორის, საჯარო მოხელეებად ითვლებიან შემდეგი სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლები: პარლამენტი (ფრაქციების, დროებითი საგამოძიებო კომისიებისა და სპეციალური / დროებითი კომისიების გარდა); საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, სახელმწიფო დაცვის სამსახური, სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს სამინისტროები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები; იუსტიციის საბჭო; საკონსტიტუციო სასამართლო; სასამართლოები და მთავარი პროკურატურა; ეროვნული ბანკი; სახელმწიფო აუდიტის სამსახური; სახალხო დამცველის აპარატის პერსონალი; გუბერნატორები და მათი ადმინისტრაციები, პირადი მონაცემების დაცვის აპარატი და სხვ.

მათ შორის, საჯარო მოხელეებად განიხილებიან: თანამდებობის პირები, რომლებიც აირჩიეს ან დანიშნულნი არიან თავიანთ პოზიციებზე საქართველოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციების შესაბამისად; მოსამართლეები; პროკურორები; იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს სააღსრულებო პოლიციის თანამშრომლები; შინაგან საქმეთა სამინისტროს პერსონალი; ფინანსთა სამინისტროს გარკვეული თანამშრომლები; სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლები; სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ზოგიერთი თანამშრომელი; სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პერსონალი; სამხედრო მოსამსახურეები; დიპლომატიური პერსონალი; საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის პერსონალი; სასჯელაღსრულების სისტემის პერსონალი; თავდაცვის სამინისტროს ზოგიერთი თანამშრომელი.

საჯარო მოსამსახურეთათვის / თანამდებობის პირებისთვის არსებული მოქმედი წესები ასევე ვრცელდება საჯარო საერთაშორისო ორგანიზაციების თანამდებობის პირებზე ან აგენტებზე და ასევე მოიცავს პირებს, რომლებიც არ თვლიან საკუთარ თავს საჯარო პირებად.

მსოფლიო ორგანიზაციები, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, წითელი ჯვარი და სხვა.

კომერციული და სხვა სახელმწიფო ორგანოები, როგორიცაა სახელმწიფო კორპორაციები ან საჯარო კერძო პარტნიორობები, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ ეკუთვნის სამთავრობო სუბიექტებს.

საჩუქრები და გართობა საჯარო მოხელეებისათვის

კომპანიის კორპორატიული პოლიტიკის მიხედვით, ნებისმიერი და ყველა წესი და კანონი მოსყიდვისა და კორუფციის აკრძალვასთან დაკავშირებით, უნდა შესრულდეს კომპანიის ნებისმიერი თანამშრომლის და კომპანიის მმართველი გუნდის წევრების მიერ მაქსიმალურად შესაძლებელი ხარისხით. თითოეული თანამშრომელი და მმართველი გუნდის წევრები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ კომპანიის კორუფციაში ჩაურთველობა საჯარო მოხელეებთან / თანამდებობის პირებთან და / ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ერთეულებთან მიმართებაში.

არცერთმა თანამშრომელმა ან კომპანიის წარმომადგენელმა პირმა, როგორებიც არიან აგენტები, წარმომადგენლები, კონსულტანტები ან სხვა ნებისმიერი პირობით დასაქმებული პირები, არ უნდა შესთავაზონ პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით, რაიმე ღირებული ნებისმიერ პირს, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ წარმოადგენს ხელისუფლების ნებისმიერ ორგანოს, მათ შორის მთავრობის საკანონმდებლო, აღმასრულებელ ან იურიდიულ ფილიალს და ასევე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, აღმასრულებელ ან სასამართლო ხელისუფლების ფილიალს, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და / ან კერძო იურიდიულ პირს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც სახელმწიფოს მიერ არის დაფუძნებული ან მის საკუთრებაშია, უპირატესობის მოპოვების ან გაწეული სამსახურისთვის საზღაურის მიღების მიზნით.

სათანადოდ ვაცნობიერებთ, რომ მექრთამეობა (ქრთამის მიცემა) დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, რომელშიც განსაზღვრულია, რომ დანაშაულის საგანია თანხის, ფასიანი ქაღალდების და სხვა სახის ქონების, მატერიალური მოგების ან სხვა სახის უკანონო შეღავათების შეთავაზება ან გადაცემა, პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით,  საჯარო მოსამსახურესთვის / თანამდებობის პირისთვის ან ეკვივალენტური პირისთვის, რომელაც სარგებლობა მოაქვს საჯარო თანამდებობის პირისთვის ან თანაბარუფლებიანი პირისთვის ან სხვა პირისათვის, რათა საჯარო თანამდებობის პირმა ან თანაბარუფლებიანმა პირმა ოფიციალური მოვალეობების შესრულებისას მიმართოს გარკვეულ ქმედებას ან თავი შეიკავოს ქმედებისგან მომქრთამავი პირის ან სხვა პირის ინტერესების გათვალისწინების გამო ან საკუთარი ოფიციალური უფლებამოსილების იმავე მიზნებისათვის გამოყენების გამო; და ასევე -  პროტექციის (პატრონაჟის) განსახორციელებლად საკუთარი ოფიციალური უფლებამოსილების მეშვეობით.

უფრო მეტიც, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ვრცელდება ქრთამის ან უკანონო ძღვენის მიმღებ პირზე. ამრიგად, საჯარო მოსამსახურე / თანამდებობის პირი უნდა დაექვემდებაროს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას მაშინაც კი, თუ არ არსებობს აშკარა კორუფციული განზრახვა, თუმცა ძღვენების / გართობის ფასი სცილდება ნებადართული ლიმიტების ფარგლებს. საქართველოს მოქმედი კანონის მიხედვით, ძღვენის / გართობის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარს. შესაბამისად, აკრძალულია ძღვენის მირთმევა, რომლის ღირებულებაც აღემატება აღნიშნულ ლიმიტს.

ყოველთვის უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ:           

  • ძღვენის შეთავაზება არ უნდა მოხდეს ფარულად;
  • არასდროს უნდა მოხდეს ფულის შეთავაზება ძღვენის სახით;
  • ისეთი გასართობი, როგორიცაა სადილზე დაპატიჟება, არასდროს უნდა იყოს შეუსაბამო (არაადეკვატურად ძვირი);
  • მოგზაურობებს და საქმიან ვიზიტებს ყოველთვის უნდა ჰქონდეთ ლეგიტიმური ბიზნეს-მიზანი და არასდროს უნდა იქნეს შეთავაზებული ფარულად;
  • არცერთი პირი არ უნდა დანიშნოს კომპანიაში თანამდებობაზე ნებისმიერი მესამე პირის მოთხოვნით;
  • ყველა ხარჯი და / ან მიღებული საქონელი / მომსახურება უნდა იყოს სათანადოდ დოკუმენტირებული და გამჟღავნებული.

ძღვენის მიღების ზოგადი წესებია:

  • დაუშვებელია გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის მიზნით შეთავაზებული ძღვენის მიღება. აღნიშნული ასევე ვრცელდება ყველა სახის სპეციალურ მომსახურებასა და საქონლის შესყიდვებზე საბაზროზე დაბალი ღირებულებით.
  • საჯარო მოსამსახურეებს / თანამდებობის პირებს ეკრძალებათ 500 ლარზე მეტი ღირებულების ან მისი ეკვივალენტური ძღვენის მიღება.

მოცემულ დოკუმენტში გათვალისწინებული წესების დარღვევამ უნდა გამოიწვიოს  დამრღვევის როგორც დისციპლინარული (მათ შორის სამსახურიდან გათავისუფლება), ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

ნებისმიერი მოსაწვევების გაგავრცელებამდე, საჩუქრების ან სხვა ქმედებების გათვალისწინებით, რომლებიც შეიძლება განიხილებოდეს საჯარო მოსამსახურეებისთვის ეკონომიკური სარგებლის უზრუნველყოფად, თანამშრომლებმა უნდა მიმართონ შესაბამისობის ოფიცერს.

შემდეგი ძღვენების გადაცემა საჯარო მოსამსახურესთვის / თანამდებობის პირისთვის სრულიად ნებადართულია შესაბამისობის ოფიცერთან შეთანხმების გარეშე:

  • კომპანიის მიერ დამტკიცებული ნომინალური ღირებულების სარეკლამო ნაწარმი (როგორიცაა კალმები, ქუდები, მაისურები და სხვ.), პლაკატები და აღიარების სერტიფიკატები. ნებისმიერი ეჭვის თავიდან აცილების მიზნით, "ნომინალური ღირებულება" არ უნდა აღემატებოდეს 40 ლარს ან მის ეკვივალენტს;
  • ყავა და სხვა უალკოჰოლო სასმელები, რომლებსაც სთავაზობენ ბიზნეს-შეხვედრის დროს (ფასები გონივრული იქნება).

ყველა თანამშრომელს მოეთხოვება ოჯახური ან საქმიანი კავშირების გამჟღავნება საჯარო მოხელეებთან / თანამდებობის პირებთან, რომელთა საჯარო მოვალეობები შეიძლება დაკავშირებული იყოს კომპანიის ბიზნეს-სფეროსთან.

„მადლიერების“ გადახდები და ქრთამები       

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით „მადლიერების“ გადახდა, გადახდის მცდელობა, მიღება ან მიღების მცდელობა უკანონოა.

კანონი განსაზღვრავს და კომპანიის პოლიტიკაც ეფუძნება იმავე განმარტებას, რომ "მადლიერების" გადახდა წარმოადგენს ნებისმიერ ფულს, საზღაურს, საკომისიოს, კრედიტს, ძღვენს, ფულად ჯილდოს, ღირებულ ნივთს ან ნებისმიერი სახის კომპენსაციას, რომელიც პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით გადაეცემა ნებისმიერ კონტრაქტორს, კონტრაქტორის თანამშრომელს, ქვეკონტრაქტორს ან ქვეკონტრაქტორის თანამშრომელს, აგენტს ან საჯარო მოხელეს / თანამდებობის პირს, არასათანადო მოპოვების ან პრივილეგირებული მოპყრობის ხელშეწყობის ან კონტრაქტთან ან საჯარო მოხელის მიერ მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული პროცესის გამარტივების (ზოგად წესებთან შედარებით) მიზნით.    

ქრთამის მეშვეობით საჯარო მოხელის / თანამდებობის პირის გადაწყვეტილებაზე ან ქმედებაზე ზეგავლენის მოხდენის განზრახვა უკანონოა და ეწინააღმდეგება „ჯორჯიან ეარვეისის“ პოლიტიკას. მოქრთამვის ფაქტი შეიძლება არ დადასტურდეს პირდაპირი მტკიცებულებით, თუმცა შეიძლება დადგინდეს არსებული დაკავშირებული გარემოებებიდან გამომდინარე. ამდენად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამცემი არ მიიჩნევს, რომ ის აპირებს მოხელეზე ზეგავლენის მოხდენას, საპირისპიროს დამტკიცება სავარაუდოდ მისთვის ძნელი იქნება, არსებული დაკავშირებული გარემოებებიდან გამომდინარე. ელემენტარული ძღვენი ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა შეცდომით  იქნეს აღქმული ქრთამად. შესაძლო არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან ასაცილებლად, სანამ რომელიმე თანამშრომელი გადასცემს ძღვენს საჯარო მოსამსახურეს / თანამდებობის პირს, დამსაქმებელმა უნდა მიიღოს თანხმობა შესაბამისობის ოფიცრისგან ძღვენის გადაცემაზე ან მიღებაზე.

„ჯორჯიან ეარვეისი“ ავლენს "ნულოვანი ტოლერანტობის" დამოკიდებულებას ანტიკორუფციული პოლიტიკის დარღვევის ნებისმიერ ინციდენტის მიმართ. ნებისმიერი არასათანადოდ აღიარებული ქმედება აკრძალულია თანამშრომელთათვის, აგენტებისთვის, წარმომადგენლებისთის ან კონსულტანტებისთვის, რომლებიც მოქმედებენ პირდაპირი გზით ან ისეთი მესამე მხარის მეშვეობით, როგორიცაა გაყიდვების წარმომადგენელი ან მთავრობასთან ურთიერთობის ფირმა.

ნებადართული პოლიტიკური წვლილი

  • საჯარო მოხელეთათვის ძღვენის გადაცემის წესები არ ახდენს გავლენას საპრეზიდენტო ან საპარლამენტო დეპუტატობის კანდიდატებისთვის განკუთვნილ ფონდში სხვა კანონიერი პოლიტიკური წვლილის შეტანაზე, კონკრეტულად კი: „ჯორჯიან ეარვეისის“ პერსონალს შეუძლია გამოიყენოს საკუთარი სახსრები კანდიდატის კამპანიის ფონდში შესატანად, რამდენადაც ასეთი წვლილი კანონიერია;
  • „ჯორჯიან ეარვეისის“ პერსონალს შეუძლია ხელი შეუწყოს კანდიდატის სამართლებრივი ხარჯების დაფინანსებას, რამდენადაც ასეთი წვლილი კანონიერია;
  • „ჯორჯიან ეარვეისის“ პერსონალს შეუძლია წვლილი შეიტანოს კანდიდატის მიერ დაფუძნებულ ან კონტროლირებად საქველმოქმედო ფონდში, რადგან ასეთი შენატანები კანონიერია.

პოლიტიკური წვლილთან დაკავშირებული შეზღუდვები

კომპანიამ, როგორც იურიდიულმა პირმა, არ უნდა შეიტანოს რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი წვლილი ან გასწიოს ხარჯი რომელიმე (1) კანდიდატის სახელით არჩევითი თანამდებობისთვის, (2) პოლიტიკური პარტიის სახელით ან (3) პოლიტიკური კომიტეტის სახელით ნებისმიერი მიზნისთვის. გარდა ამისა, კომპანიის პერსონალს არ შეუძლია გამოიყენოს „ჯორჯიან ეარვეისის“ ქონება, ობიექტები ან თანამშრომლის დრო პოლიტიკური მოვლენის ან კანდიდატის მხარდასაჭერად.

ჩვენი კომპანია მოუწოდებს თანამშრომლებს მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და იაქტიურონ პოლიტიკურ პროცესში, მაგრამ თანამშრომლები ვალდებულნი არიან განახორციელონ ასეთი საქმიანობა საკუთარ დროს, პირადი და არა კომპანიის რესურსების გამოყენებით.

ქცევა ბიზნესის რესურსებთან მიმართებაში

ი. ქცევა ბიზნესის რესურსებთან მიმართებაში

საბუღალტრო წიგნები, ჩანაწერები და ფინანსური ანგარიშგება

კომპანიის საბუღალტრო წიგნების, ჩანაწერების და საბუღალტრო აღრიცხვის მთლიანობა მნიშვნელოვანია ჩვენი სანდოობის შესანარჩუნებლად. ყველა ჩანაწერი, ელექტრონული თუ ამონაბეჭდი ფორმით, ზუსტად უნდა ასახავდეს ოპერაციებსა და მოვლენებს. ეს მოიცავს ხარჯების, მუშაობის დროის ფურცლების, გადახდის განაცხადების, სახელფასო და სარგებლის / შემწეობის აღრიცხვის ჩანაწერების წამოებას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიის ყველა თანამშრომელი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ კომპანიის საბუღალტრო წიგნები, ჩანაწერები და სხვა დოკუმენტები, ასევე ყველა ზეპირი განცხადება, იყოს ყოველთვის ზუსტი, სრული და სანდო. ჩვენი აქტივების არასათანადო გამოყენება ან აღრიცხვა შეიძლება უარყოფითად აისახოს ჩვენს ბიზნესის სტრატეგიებსა და გადაწყვეტილებებზე და ზოგიერთ გარემოებაში არის უკანონო.

ჩვენ ყველამ უნდა:

  • დავიცვათ ყველა მიღებული საბუღალტრო სტანდარტი და პრაქტიკა;
  • დროულად უზრუნველვყოთ შესაბამისი და ზუსტი დოკუმენტაცია;
  • აღვრიცხოთ ყველა თანხა, გარიგება და აქტივები;
  • უზრუნველვყოთ, რომ საბუღალტრო წიგნები და ჩანაწერები ზედმიწევნით და კეთილსინდისიერად ასახავდნენ კომპანიის ყველა ტრანზაქციის დეტალებს;
  • ხელი მოვაწეროთ მხოლოდ იმ დოკუმენტებს, რომელთა სიზუსტესა და საიმედოობაში დარწმუნებულები ვართ;
  • შევზღუდოთ კონფიდენციალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

არცერთი ჩანაწერი ან ინფორმაცია არ დამუშავდება ბიზნეს-შედეგების შეცვლის ან დამახინჯების მიზნით და არანაირი მიზეზით არ მოხდება წინასწარ განზრახული არასწორი ინტერპრეტირება ან ყალბი ან არაზუსტი განცხადებების გაკეთება. ვაცნობიერებთ, რომ კომპანიის საბუღალტრო წიგნებსა და ჩანაწერებში ნებისმიერი ტრანზაქციისა ან ვალდებულების წინასწარ განზრახულად გამოტოვება, დაფარვა ან შენიღბვა, მოცემული კოდექსის და ჩვენი კომპანიის პოლიტიკის დარღვევას წარმოადგენს. საქმიანი დოკუმენტების გაყალბება, მიუხედავად იმისა პირად მოგებამდე მივყავართ მას თუ კომერციულამდე, არასდროს არის ნებადართული. არასდროს შეიძლება ნაღდი ფულის ან სხვა აქტივების შენახვა ნებისმიერი მიზნისთვის, აღურცხავ ან არარეგისტრირებულ ანგარიშებზე. თანამშრომლებისთვის არასდროს არის ნებადართული ნებისმიერი გარიგების ანგარიშის ან საბუღალტრო პერიოდის არასწორი კლასიფიცირება ან გარიგების ბუნების არასწორად წარმოდგენა.

მკაცრად იკრძალება თანამშრომლების მიერ კომპანიის აქტივების მიმართ თაღლითური ან არაკეთილსინდისიერი ქმედებები და დისციპლინური სანქციებთან (მათ შორის ხელშეკრულების შეწყვეტასთან) ერთად, ასევე შეიძლება გამოიწვიოს სამოქალაქო სამართლის პასუხისმგებლობა (ზიანს) და სისხლისსამართლებრივი სასჯელი. ასეთი ქმედებები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:

  • თანამშრომლის მიერ მოგზაურობის პრივილეგიების ბოროტად გამოყენება;
  • პერსონალის ან / და უსაფრთხოების საჭიროებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიუწოდებლობა;
  • მოვაჭრის ფიქტიური ინვოისები და / ან ქვითრები;
  • ფიქტიური სახელფასო ოპერაციები;
  • ზეპირი ან წერილობითი ფორმით (ნებისმიერი საშუალებით) კომპანიის, სხვა თანამშრომლების, ზედამხედველების, საკუთარი ან სამუშაო სიტუაციების შესახებ ცრუ განცხადებების გაკეთება;
  • მიუღებელ ტვირთზე ან მომსახურებაზე გადახდების ავტორიზება ან მიღება;
  • სახსრების, მარაგების ან სხვა აქტივების უკანონო მითვისება;
  • დოკუმენტების ან კომპიუტერული ფაილების დამზადება ან შეცვლა, კომპანიის ან მისი კლიენტების შეცდომაში შეყვანის მიზნით;
  • ფულადი ტრანზაქციების არასათანადო მოპყრობა ან ანგარიშგება;
  • არაკომერციული მიზნებისათვის კომპანიის ბლანკის არასათანადო გამოყენება ან გაყალბება.

კომპანიის ყველა თანამშრომელი პასუხისმგებელია მოცემულ პოლიტიკასთან გაცნობის უზრუნველყოფასა და კომპანიის მასშტაბით მისი თანმიმდევრულ განხორციელებაზე.

ინტელექტუალური საკუთრება

ყველა თანამშრომელმა უნდა დაიცვას „ჯორჯიან ეარვეისის“ ქონება და უზრუნველყოს მისი ეფექტური გამოყენება. ქურდობა, უყურადღებობა და ფლანგვა უარყოფით გავლენას ახდენს კომპანიის რეპუტაციასა და მომგებიანობაზე.

კომპანია მიმართავს ძალისხმევას და გამოყოფს სახსრებს თავისი ინტელექტუალური საკუთრების დასაცავად. ჩვენ მძაფრად ვრეაგირებთ კომპანიის ინტელექტუალური საკუთრების არასათანადოდ გამოყენებაზე და თავს ვარიდებთ სხვათა ინტელექტუალური საკუთრების არასათანადო გამოყენებას, რაც მოიცავს საავტორო უფლებებს, სასაქონლო ნიშნებს, სავაჭრო საიდუმლოებებს და პატენტებს, მაგრამ არ შემოიფარგლება მათით. კომპანია იცავს და მოითხოვს თანამშრომლებისგან დაიცვან კანონები საავტორო უფლებების შესახებ, მათ შორის  დაიცვან აღნიშნული კანონები საავტორო უფლებით დაცულ ფაილებთან - ვიდეო, მუსიკალურ, კომპიუტერული პროგრამების ან სხვა ელექტრონულ ფორმატებთან - მუშაობისას. თანამშრომლებს არ აქვთ საავტორო უფლებით დაცული ნამუშევრის ნებისმიერი არასანქცირებული რეპროდუცირების უფლება.

კომპანიის აქტივები

ყველა თანამშრომელი პასუხისმგებელია კომპანიის ფიზიკური რესურსისა და ქონების, ასევე მისი საკუთრების და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის სათანადოდ გამოყენებაზე. ყველა თანამშრომელი ასევე პასუხისმგებელია კომპანიის აქტივების, როგორც ხელშესახების (როგორიცაა მატერიალური, შენობები, ადამიანები, ქონება, ინფორმაცია, შემოსავლები), ასევე არამატერიალურის (როგორიცაა საკომუნიკაციო ქსელები, საინფორმაციო სისტემები, ინტელექტუალური საკუთრება) დაცვაზე. ყველა თანამშრომელმა უნდა იმოქმედოს გონივრულ ფარგლებში და მიიღოს სათანადო ზომები იმისთვის, რომ სხვათა მიზეზით არ იქნეს გამოწვეული დანაკარგები, როგორც კომპანიის ფარგლებს გარეთ, ისე შიგნით, რასაც შეიძლება მოჰყვეს პირადი ზიანი, ქონებრივი ზიანი, ქურდობა, დაკარგვა, ფიზიკურ ან ლოგისტიკურ აქტივებზე და ინტელეტუქლურ საკუთრებაზე (მათ შორის მონაცემებზე) ხელწვდომის ბოროტად გამოყენება ან არასანქცირებული დაშვება.

ქონება

კომპანიისა და მესამე მხარეების მატერიალური და არამატერიალური ქონება დაცული უნდა იყოს ზარალის, ზიანის, ქურდობის, ვანდალიზმის, საბოტაჟის ან არაავტორიზებული გამოყენების, კოპირების, გამჟღავნების ან განკარგვისგან. საკუთრება გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ლეგიტიმური ბიზნეს-მიზნებისათვის, შეზღუდული გამონაკლისების პირობით, რომლებიც მოიცავს ტელეფონებს, კომპიუტერებს, ელექტრონული ფოსტის ანგარიშებს და ინტერნეტს. კომპანიის ამგვარი ქონების შეზღუდული პირადი სარგებლობის უფლება შეიძლება ნებადართული იყს იმ პირობით, რომ გამოყენება იქნება გონივრული, არ იქნება მიმართული არასაქმიანი მიზნებისთვის და ხელს არ შეუშლის ან შეზღუდავს თანამშრომლის შესაძლებლობას შეასრულოს თავისი მოვალეობები, არ შეამცირებს სამუშაოს პროდუქტიულობას ან ეფექტურობას პროდუქტიულობის ან არანაირად არ აისახება უარყოფითად კომპანიაზე.

კონფედენციალური ინფორმაცია

კომპანია საქმიანობს ძალიან კონკურენტულ ბაზრებზე. ყველა თანამშრომელმა უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერ კონკურენტულ გარემოში, კონფიდენციალური ინფორმაცია და კომერციული საიდუმლო ისე უნდა იქნეს დაცული, რომ კომპანიის ყველა სხვა მნიშვნელოვანი აქტივები დაცული და გამოყენებული იყოს მკაცრი კონფედენციალობით, ასეთ ინფორმაციასთან მუშაობისას უნდა მიემართოს გონივრულ წინდახედულობასა და სიფრთხილეს, რათა თავიდან იქნეს აცილებული უნებლიე გამჟღავნება. ეს ინფორმაცია არ უნდა იქნეს გამოყენებული, გაზიარებული, გამჟღავნებული ან სხვაგვარად გამოყენებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სანქცირებული შრომითი მოვალეობების შესრულებისას, რაც  განისაზღვრება ცალკე წესებით.

ამ კოდექსის მიზნებისათვის კონფიდენციალური ინფორმაცია გულისხმობს კომპანიის ან მისი შვილობილი კომპანიების საქმიანობასთან ან სხვა საკითხებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც: (1) ცნობილი ხდება თანამშრომლისთვის ან მის მიერ არის შედგენილი, შემუშავებული ან აღმოჩენილი, დამოუკიდებლად ან სხვებთან ერთად, წინამდებარე შეთანხმების მოქმედების ვადის განმავლობაში ან (2) მიღებულია ან სხვაგვარად ხდება ცნობილი თანამშრომისთვის კომპანიასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულის ზოგადობის შეზღუდვის გარეშე, კონფიდენციალური ინფორმაცია მოიცავს ინფორმაციას, როგორც წერილობითს, ასევე ზეპირს, ტექნიკურ მონაცემების, პროდუქტების, მომსახურებების, ფინანსების, ბიზნეს-პროგრამების, მარკეტინგის გეგმების, იურიდიული საკითხების, მომწოდებლების, კლიენტების, პოტენციური კლიენტების, პერსპექტივების, შესაძლებლობების, შეთანხმებების ან კომპანიის ან მისი შვილობილი კომპანიების შესახებ. კონფიდენციალური ინფორმაცია ასევე მოიცავს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც კომპანიისთვის ხელმისაწვდომი გახდა მისი კლიენტების ან მესამე მხარის მეშვეობით და რომელიც კომპანიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურად. კონფიდენციალური ინფორმაცია არ მოიცავს ინფორმაციას, რომელიც საჯაროა კომპანიასთან ურთიერთობის დაწყების თარიღამდე ან ხდება საჯარო ამ თარიღის შემდეგ, რაც არ არის თანამშრომლების ბრალი, ან მიღებულია თანამშრომლების მიერ კონფიდენციალურობის ვალდებულების გარეშე დაუკავშირებელი მესამე პირისგან, რომელსაც არ აქვს კომპანიის წინაშე კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულება და აქვს სამართლებრივი უფლება გაამჟღავნოს ასეთი ინფორმაცია.

ინფორმაციის კატეგორიის მიხედვით, არაავტორიზებულმა გამჟღავნებამ ან არასწორმა მოპყრობამ შეიძლება სერიოზული შედეგები გამოიწვიოს კომპანიისთვის. მაგალითად, კომპანია შეიძლება მოექცეს არასასურველ კონკურენტულ მდგომარეობაში; სიტუაცია შეიძლება გადაიზარდოს სამართლებრივ გარჩევებში ან დაზარალდეს კომპანიის იმიჯი.

კითხვები და ანგარიშგება
  1. 5.   კითხვები და ანგარიშგება

თანამშრომლებმა, მათ შორის, წარმომადგენლებმა, კონსულტანტებმა და აგენტებმა, უნდა მიმართონ შესაბამისობის ოფიცერს ან უშუალო ზემდგომს კოდექსთან დაკავშირებული  შეკითხვებით.

მოცემულ კოდექსთან შესაბამისობის პასუხისმგებლობა, მათ შორის ყოყმანისას სავალდებულო დახმარების მოძიების ვალდებულება, ეკისრება თითოეულ თანამშრომელს, კომპანიის კონსულტანტებს, წარმომადგენლებს და აგენტებს. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დარეკოთ კომპანიის კორპორატიულ ოფისში და გაესაუბროთ შესაბამისობის ოფიცერს ან გაგზავნოთ შეტყობინება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მის საყურადღებოდ.

ყველა თანამშრომლის ვალდებულებაა შეატყობინოს კანონების, მოცემული  კოდექსის და კომპანიის და სხვა საერთაშორისო პოლიტიკების წესების სავარაუდო ან ფაქტიური დარღვევის შესახებ. თუ რომელიმე თანამშრომელს აქვს მიზეზი იმისა, რომ ეჭვი აღეძრას უკანონო ქმედებებზე, მან დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ეჭვმიტანილი პირების შესახებ მის უშუალო მენეჯერს ან / და შესაბამისობის ოფიცერს.

შესაბამისობის ოფიცერთან შესაბამისობის საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული ზარები და გაგზავნილი ელექტრონული შეტყობინებები ყოველთვის იქნება კონფიდენციალური.

კომპანიის თანამშრომლები, მათ შორის კონსულტანტები, წარმომადგენლები და აგენტები, ვალდებულნი არიან შეატყობინონ ნებისმიერი ქმედების შესახებ, თუ მათი აზრით ის არაეთიკური და უკანონოა ან ადგილი აქვს მოცემული კოდექსის დარღვევას. სჯობს შეცდომით განხორციელდეს შეტყობინება, ვიდრე მხედველობიდან იქნეს გამორჩენილი სავარაუდო დარღვევა. დარღვევის შესახებ ინფორმაციის გაუმჟღავნებლობა ასევე წარმოადგენს კომპანიის პოლიტიკის დარღვევას.

იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის ნებისმიერმა მენეჯერმა მიიღო შეტყობინება დარღვევის შესახებ, იგი ვალდებულია აღნიშნული საკითხი განიხილოს შესაბამისობის ოფიცერთან, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია ინფორმაციის წარდგენა გენერალური დირექტორისთვის. აღნიშნული პირები დაუყოვნებლივ განიხილავენ მათ მიერ მიღებულ ინფორმაციას. თითოეული პირი მიიღებს შესაბამის ზომებს, საჭიროების შემთხვევაში, გამოძიების ჩათვლით. ასეთი გამოძიება ხორციელდება შესაბამისობის კომიტეტის მიერ, საქმის სირთულის მიხედვით განსაზღვრულ გონივრულ ვადებში. კომპანიამ და შესაბამისმა პირებმა შეძლებისდაგვარად უნდა დაიცვან კონფიდენციალურად როგორც ინფორმაცია, ასევე მიწოდებული შეტყობინება და მისი განხილვები, ასევე შეტყობინების და საკითხის აღძვრის შედეგად განხორციელებული მოქმედებები. გამოძიების მსვლელობისას, კომპანიამ შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს ინფორმაციის გაზიარება სხვებისთვის "უნდა იცოდნენ" მოსაზრების საფუძველზე.

კომპანია არ დაუშვებს თანამშრომლის მიერ სხვა თანამშრომლების დაშინების, დისკრიმინაციის, შურისძიების ან შეურაცხყოფის ნებისმიერ გამოვლინებას შემდეგი კანონიერი ქმედებების გამო:

  • ინფორმაციის მიწოდება ან ნებისმიერი სავარაუდო დარღვევის გამო დაწყებული გამოძიების დახმარება, რომლის შესახებაც თანამშრომელი „კეთილსინდისიერად“ ატყობინებს შესაბამის პირებს მოცემული კოდექსის თანახმად. "კეთილსინდისიერება" ნიშნავს იმას, რომ პირი, რომელიც ატყობინებს სავარაუდო დარღვევის შესახებ, საფუძვლიანად ფიქრობს, რომ შეტყობინება სათანადოა, მიუხედავად გამოძიების შედეგისა;
  • ან
  • აწარმოოს გამოძიების პროცესი, მონაწილეობა მიიღოს მასში ან სხვაგვარად გაუწიოს დახმარება ნებისმიერი კანონის და პროცედურული წესის დარღვევისას.

ნებისმიერმა ასეთმა ქმედებამ უნდა შეაჩეროს დარღვევა და უნდა მოხდეს სათანადო პირების დაუყოვნებლივი ინფორმირება. პირები, რომლებიც ახორციელებენ სხვათა დისკრიმინაციას, შურისძიებას ან შეურაცხყოფენ თანამშრომლებს, შეიძლება დაექვემდებარონ დისციპლინარულ ზომებს, მათ შორის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.

პასუხისმგებლობა

ნებისმიერ დროს ის უნდა იქნეს გათალისწინებული, რომ:  

  • თითოეული პიროვნება პირადად არის პასუხისმგებელი ქცევის კოდექსის ყველა დებულებასთან შესაბამისობაზე და ცნობილი ან სავარაუდო დარღვევების შესახებ უშუალო მენეჯერის ან / და შესაბამისობის ოფიცრის ინფორმირებაზე;
  • ზედამხედველები პასუხისმგებელნი არიან და ანგარიშვალდებულნი არიან, რომ თითოეულმა თანამშრომელმა, მათ შორის კონსულტანტებმა, კომპანიის წარმომადგენლებმა და აგენტებმა, გააცნობიერონ მოცემული კოდექსი და დაიცვან ის;
  • არც მფლობელს, არც ოფიცერს, არც სხვა თანამშრომელს, უფლება არ აქვს უბრძანოს, მოსთხოვოს სხვა პირს ქცევის კოდექსის დარღვევა ან იმოქმედოს მასზე ამ მიზნით;
  • ნებისმიერი შურისძიება ან მუქარა ნებისმიერი პირის მიმართ, რომელიც უარს აცხადებს მოცემული ქცევის კოდექსის დარღვევაზე ან კეთილსინდისიერად ატყობინებს ამ ქცევის კოდექსის სავარაუდო დარღვევის შესახებ სათანადო პირებს, ასევე წარმოადგენს დარღვევას და შესაძლოა კანონის დარღვევასაც;
  • ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მოქმედებს მოცემული ქცევის კოდექსის ნორმების დარღვევით ან თუ ვინმეს შეგნებულად აწვდის ცრუ ინფორმაციას, შეიძლება დაექვემდებაროს შესაბამის ქმედებებს / სანქციებს, მათ შორის ხელშეკრულების შეწყვეტას (დასაქმების, მომსახურების, სააგენტოს და სხვა სახის მოქმედი ხელშეკრულებების).

გავრცელება და გაცნობის დადასტურება

"ჯორჯიან ეარვეისი" მოცემულ კოდექსს მიაწვდის კომპანიის ყველა თანამშრომელს.

ახალი თანამშრომლები (მათ შორის ახალი წარმომადგენლები, ახალი აგენტები, ახალი კონსულტანტები) მიიღებენ კოდექსის ასლს სამსახურეობრივი მოვალეობების შესწავლისას და მოეთხოვებათ მოცემულ დოკუმენტთან გაცნობა.

თითოეული პირი, რომელსაც გადაეცემა კოდექსი, პასუხისმგებელია დოკუმენტის წაკითხვასა და  მასში მოყვანილი პოლიტიკისა და პროცედურების გაცნობაზე, და ნებისმიერი შეკითხვით კონფლიქტებისა ან განმარტებების შესახებ უნდა მიმართონ უშუალო ზედამხედველებს ან შესაბამისობის ოფიცერს.

თითოეულმა თანამშრომელმა უნდა დაადასტუროს კოდექსის მიღება მის დანართ 2-ში  მოცემული გაცნობის ფორმის ერთი ასლის ხელმოწერით. აღნიშნული დასტური უნდა დაუბრუნდეს კომპანიის შრომითი რესურსების განყოფილებას პერსონალის პირად ფაილებში შესანახად.

თითოეულ ახალ თანამშრომელს გადაეცემა კოდექსის და დასტურის განცხადების ასლი. კომპანიის შესაბამისობის პროგრამის, მათ შორის, კოდექსის განხილვა, შედის კომპანიის ახალი თანამშრომლის სამსახურეობრივ მოვალეობებთან გაცნობის პროგრამაში.

კომპანიის ყველა აგენტი, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზეა დასაქმებული,  ვალდებულია მიიღოს ეს კოდექსი ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე და დაადასტუროს მასში მოყვანილ მოთხოვნებთან გაცნობა დანართ 2-ში მოცემული, აგენტებისთვის განკუთვნილი დადასტურების ფორმის შევსებით. მოცემული კოდექსის მოთხოვნების გარე აგენტების მიერ  შეუსრულებლობა გამოიწვევს ხელშეკრულების შეწყვეტას.

თანამშრომლის წახალისება

ლ. თანამშრომლის წახალისება  

თანამშრომელი შეიძლება დაჯილდოვდეს მოვალეობების შესანიშნავად შესრულებისას,  კეთილსინდისიერი მუშაობისა და განსაკუთრებული სირთულისა თუ მნიშვნელობის მოვალეობებთან გამკლავებისას.

თანამშრომელი ასევე შეიძლება დაჯილდოვდეს კოდექსის და პროგრამის მკაცრი დაცვის გამო, მათ შორის უკანონო ქცევის გამოვლენასა და მის შესახებ ინფორმირებაში მონაწილეობის, უკანონო ქმედებების აღსაკვეთად განხორციელებული მოქმედებების, კორპორატიული შესაბამისობის სრულყოფის შესახებ იდეებით უზრუნველყოფის, სწავლებების წარმატებულად გავლის გამო.

კომპანია ახორციელებს შემდეგი სახის წახალისებებს:

  • აღიარება;
  • კორპორატიული საჩუქარი;
  • ფულადი ჯილდო.

თანამშრომლის დაჯილდოების წინადადება შეიძლება წარმოდგენილი იყოს მისი უშუალო მენეჯერის მიერ ან კომიტეტის რომელიმე წევრის მიერ წერილობით. დასაქმებულის დაჯილდოების შესახებ ბრძანებას გასცემს გენერალური დირექტორი. დასაქმებული შეიძლება წახლისდეს რამდენიმე ფორმით. ბრძანება თანამშრომლის დაჯილდოების შესახებ იდება მის პირად საქმეში. ჯილდო არ შეიძლება გადაეცეს პირს, რომლის მიმართაც განხორციელებულია დისციპლინური  სანქციები დისციპლინური დარღვევის გამო.

დანართი1

დანართი1

კორპორატიული შესაბამისობის პროგრამა

  1. განცხადება შესაბამისობის პოლიტიკის შესახებ

მოცემული დოკუმენტი წამოადგენს შპს "ჯორჯიან ეარვეისის" („ჯორჯიან ეარვეისი“, „კომპანია“), კორპორატიული შესაბამისობის პროგრამას ("პროგრამა") და ქმნის ორგანიზაციულ სტრუქტურას, რომელიც მართავს კომპანიის კორპორატიული შესაბამისობის პროგრამის შემუშავების, განხორციელების და გამოყენების პროცედურებს. ეს პროგრამა შემუშავდა და განხორციელდა „ჯორჯიან ეარვეისის“ კორპორატიული პოლიტიკის და ბიზნესის ეთიკის და ქცევის კოდექსის ("კოდექსის") მხარდსაჭერად და დამატების სახით. „ჯორჯიან ეარვეისმა“ აღნიშნული პროგრამა დანერგა ორგანიზაციული კულტურის ხელშესაწყობად, რომელიც უზრუნველყოფს ეთიკურ ქცევას და კანონის შესაბამისად მოქმედებას. პროგრამა მიზნად ისახავს პრევენციას, გამოვლენას და გამოსწორებას არაეთიკური და  ისეთი ქცევის შემთხვევებისა, რომელიც არღვევს მოქმედ კანონებს და ნორმებს (რომელთაც მოიცავს მოცემული კოდექი, თუმცა არ შემოიფარგლება მათით). პროგრამა განკუთვნილია მხოლოდ „ჯორჯიან ეარვეისის“ შიდა მოხმარებისთვის და არ ითვალისწინებს რაიმე სახის უფლების ან ვალდებულების წარმოშობას ნებისმიერი პირის ან ორგანიზაციისათვის, გარდა სპეციალურად აქ მითითებულებისა.

 „ჯორჯიან ეარვეისი“ აღიარებს, რომ ამ პროგრამის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია მისი ოფიცრებისა და ხელმძღვანელი პირების მიერ  აღებულ პასუხისმგებლობაზე, მოახდინონ ამ პროგრამის ინტეგრაცია ბიზნესის ყველა ოპერაციულ და ფუნქციურ სფეროებთან და აკონტროლონ შესაბამისობა.

ამ პროგრამის შემდგომი წარმატება დამოკიდებულია მკაფიო საანგარიშგებო სტრუქტურაზე, სადაც ცალკეული პირები დელეგირებურნი არიან ყოველდღიური ოპერაციული პასუხისმგერბლობით მიაწოდონ „ჯორჯიან ეარვეისის“ ხელმძღვნელობას ანგარიში პროგრამის ეფექტურობასთან დაკავშირებით. ამგვარი ოპერაციული პასუხისმგებლობის განსახორციელებლად დანიშნულ პერსონალს უნდა მიეწოდოს სათანადო რესურსები, შესაბამისი უფლებამოსილება და პირდაპირი დაშვება „ჯორჯიან ეარვეისის“ ხელმძღვანელობასთან.

გარდა ამისა, „ჯორჯიან ეარვეისი“ მიიღებს გონივრულ ზომებს  პროგრამის მისწრაფებებისა და მეთოდოლოგიის პერიოდული და პრაქტიკული მიწოდებისთვის ხელმძღვანელობისთვის და თანამშრომლებისთვის,  ასევე კონსულტანტებისთვის, წარმომადგენლებისა და აგენტებისათვის ეფექტური სასწავლო პროგრამების ჩატარების გზით ანუ აღნიშნულ პირთათვის მათი ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების შესაბანისი ინფორმაციის მიწოდებისთვის.

 „ჯორჯიან ეარვეისი“, უფროსი მენეჯმენტის მეშვეობით, რეგულარულად განიხილავს მოცემულ პროგრამას მისი ეფექტურობისა და სათანადოობის უზრუნველსაყოფად, მოქმედ კანონებთან „ჯორჯიან ეარვეისის“  მუდმივი შესაბამისობის მიზნით.

 „ჯორჯიან ეარვეისი“ იმედოვნებს, რომ ყველა მისი ოფიცერი და თანამშრომელი დაიცავს მოცემული პროგრამით გათვალისწინებულ სტანდარტებს და რომ ამ პროგრამის შემუშავებისას ან განხორციელებისას გამორჩენილი ნებისმიერი ხარვეზის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს „ჯორჯიან ეარვეისის“ ოფიცრებს, შესაბამისობის ოფიცერს ან შესაბამისობის კომიტეტს.

 

  1. პროგრამის მენეჯმენტი

პროგრამის ეფექტურად შემუშავების, განხორციელებისა და კონტროლის მიზნით, „ჯორჯიან ეარვეისის“ სტრუქტურაში იქმნება სპეციალური შესაბამისობის კომიტეტი და ინიშნება შესაბამისობის ოფიცერი. ქვემოთ აღწერილია შესაბამისობის კომიტეტისა და შესაბამისობის ოფიცრის კონკრეტული მოვალეობები და პასუხისმგებლობები.

 ა. შესაბამისობის კომიტეტი

შესაბამისობის კომიტეტი უნდა შედგებოდეს შესაბამისობის ოფიცრის, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელისგან. შესაბამისობის კომიტეტი, რომელიც წარმოდგენილია შესაბამისობის ოფიცრის მიერ, ანგარიშვალდებულია კომპანიის გენერალურ დირექტორთან.

შესაბამისობის კომიტეტი უნდა შეიკრიბოს მინიმუმ კვარტალში ერთხელ. შესაბამისობის ოფიცერი ასევე შეასრულებს შესაბამისობის კომიტეტის თავმჯდომარის ფუნქციას და პასუხისმგებელი იქნება ამ შეხვედრების დაგეგმვასა და თითოეული შეხვედრის დაწყებამდე დღის წესრიგით უზრუნველყოფაზე. კომპანიის ხარისხის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქუშანი მიქელაძე დაინიშნა შესაბამისობის ოფიცრის თანამდებობაზე. კომიტეტის ნებისმიერ წევრს შეუძლია წარადგინოს საკითხი დღის წესრიგში შესატანად.

კომიტეტს შეუძლია მოითხოვოს კომპანიის ნებისმიერი ოფიცრის ან სხვა თანამშრომლის დასწრება ამ შეხვედრებზე შესაბამისობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით. შესაბამისობის კომიტეტმა უნდა შეადგინოს შეხვედრების ოქმები, ხოლო შესაბამისობის ოფიცერმა შეინახის ისინი კომპანიაში დოკუმენტაციასთან მოპყრობის მიღებული პროცედურების შესაბამისად.

შესაბამისობის კომიტეტი პასუხისმგებელია პროგრამების შემუშავებაზე, შესწორებაზე, განხორციელებაზე, ზედამხედველობაზე, კონტროლსა და საბოლოო აღსრულებაზე.

შესაბამისობის კომიტეტის მოვალეობები უნდა მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს შემდეგით:

  • პროგრამის ქვემოთ მოცემულ III ნაწილში განსაზღვრული პასუხისმგებლობების განხორციელებაში სხვადასხვა განყოფილებების ხელშეწყობა, ამ განყოფილებების მაქსიმალური ძალისხმევის კოორდინაცია ინსტრუქციებით უზრუნველყოფისა და სწავლებების ჩატარების გზით და განყოფილებების მიერ პროგრამის თანმიმდევრული ფორმით განხორციელებისკენ სწრაფვა;
  • მენეჯერების, აგენტების, კონსულტანტების, წარმომადგენლების და თანამშრომლების ყოველწლიური სწავლების უზრუნველყოფა, მოქმედი კოდექსის, სტანდარტებისა და პროცედურების შესახებ, და ამ პირთა წერილობითი ფორმით ან ელექტრონული საშუალებებით კოდექსის დაცვის თაობაზე თანხმობის ყოველწლიურად მიღება;
  • ახლად დაქირავებულ პერსონალის თავდაპირველი სწავლება კოდექსთან, სხვა სტანდარტებსა და პროცედურებთან დაკავშირებით, სამუშაოსთან გაცნობის პროცესის ფარგლებში;
  • სტანდარტებისა და პროცედურების შემუშავება, დანერგვა და განხილვა, რომლებიც შექმნილია არაეთიკური და უკანონო ქმედებების პრევენციის, გამოვლენისა და გამოსწორების მიზნით;
  • სტანდარტებისა და პროცედურების ეფექტურობის პერიოდული შეფასება, რაც მიზნად ისახავს არაეთიკური ან უკანონო ქმედების თავიდან აცილებას, გამოვლენას და გამოსწორებას და ამ სტანდარტებისა და პროცედურების მოდიფიცირების რეკომენდაციას, როგორც ამას მოითხოვს შესაბამისობის კომიტეტი;
  • უზრუნველყოფილ იქნას მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების და / ან ახალი ინტერპრეტაციების ყოველ დეპარტამენტში შესაბამისი პერსონალისთვის მიწოდება და დეპარტამენტების მხარდაჭერა სტანდარტებსა და პროცედურებში საჭირო შესწორებების შეტანაში;
  • კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელობისთვის რეკომენდაციების მიცემა თანამშრომელთა შეუსაბამობის შემთხვევაში; და
  • კომიტეტის მიერ მოცემული კოდექსის ან პროგრამის პერიოდული განხილვა და ცვლილებების შეტანა პერიოდულად განხილვა, მიზანშეწინილობის მიხედვით.

ბ. შესაბამისობის ოფიცერი

 

შესაბამისობის ოფიცერი უნდა დანიშნოს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა და მისი უმთავრესი პასუხისმგებლობა უნდა მდგომარეობდეს კორპორატიული შესაბამისობის პროგრამის შემუშავებაში, განხორციელებაში, ზედამხედველობასა და კონტროლში, თუმცა შესაბამისობის ოფიცერს შეუძლია გადააბაროს შესაბამისობასთან დაკავშირებული ფუნქციები დაქვემდებარებულ პირებს. შესაბამისობის ოფიცერი ვალდებულია გენერალურ დირექტორს  წარუდგინოს წერილობითი ანგარიში პერიოდულად, მაგრამ არანაკლებ კვარტალურად, შესაბამისობის კომიტეტის საქმიანობისა და ეფექტურობის შესახებ.

შესაბამისობის ოფიცერი ვალდებულია პერიოდულად შეხვდეს კომპანიის სხვადასხვა განყოფილებების ხელმძღვანელებს და შესაბამისობის კომიტეტისთვის წარსადგენად შეაგროვოს მათგან კომენტარები და წინადადებები ყოველი ასეთი განყოფილებისთვის გამოსაყენებელი პროცედურების შესახებ, არაეთიკური ან უკანონო ქმედებების თავიდან აცილების, გამოვლენისა და გამოსწორების მიზნით. დეპარტამენტში არაეთიკური ან უკანონო ქმედების თავიდან აცილების, გამოვლენისა და გამოსწორების სათანადო სტანდარტებისა და პროცედურების ნაკლებობის შემთხვევაში, მათ შესამუშავებლად შესაბამისობის ოფიცერი ითანამშრომლებს კონკრეტულ დეპარტამენტთან და შესაბამისობის კომიტეტთან. შესაბამისობის ოფიცერმა შეიძლება პერიოდულად ჩამოაყალიბოს სამუშაო ჯგუფები, რომლებშიც შევლენ ერთი ან მეტი დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებსაც შეარჩევს შესაბამისობის ოფიცერი თითოეული დეპარტამენტის შესაბამისი ხელმძღვანელის კონსულტაციით.

შესაბამისობის ოფიცერი ვალდებულია შექმნას საჩივრების ჟურნალი, რომელშიც ჩაიწერება ყველა შეტყობინება ან შენიშვნა შეუსაბამობის შესახებ. თითოეულ მიღებულ და ჟურნალში აღრიცხულ შეტყობინებასა ან შენიშვნასთან დაკავშირებით, შესაბამისობის ოფიცერმა ან მის მიერ დანიშნულმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს საქმე ამ პროგრამის ქვემოთ მოყვანილი VII  ნაწილის შესაბამისად.

აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაბამისობის ოფიცრის პასუხისმგებლობა მოიცავს შემდეგს:

  • შესაბამისობის კომიტეტის საქმიანობის მართვა;
  • პროგრამის განხორციელების ზედამხედველობა და კონტროლი;
  • პროგრამის განხორციელების მიმდინარეობის შესახებ გენერალური დირექტორის რეგულარული ინფორმირება;
  • პროგრამის პერიოდულად გადახედვა კომპანიის მოთხოვნილებებში, მოქმედ კანონმდებლობაში, პოლიტიკებსა და პროცედურებში ცვლილებების შეტანის საჭიროების განსასაზღვრავად;
  • მრავალმხრივი განათლებისა და პროგრამის ელემენტებზე ორიენტირებული სწავლების პროგრამის შემუშავება, კოორდინაცია და მასში მონაწილეობა;
  • კომპანიასთან დაკავშირებული დამოუკიდებელი კონტრაქტორების, აგენტების, წარმომადგენლებისა და სხვა მესამე პირების უზრუნველყოფა კოდექსისა და პროგრამის მოთხოვნების შესახებ ცოდნით;
  • შესაბამისობასთან დაკავშირებული საკითხების გამოძიებასა და საქმიანობაში მონაწილეობა, მათ შორის, შიდა გამოძიებებსა და კოორდინაციასთან დაკავშირებული მოქნილობა (მაგ. რეაგირება პრობლემების ან სავარაუდო დარღვევების შესახებ შეტყობინებაზე) და შედეგად ჩასატარებელი მაკორექტირებელი მოქმედებების განხორციელება ყველა ობიექტის, დეპარტამენტის, თანამშრომლის, აგენტის, კონსულტანტის, წარმომადგენლის და ა.შ. მონაწილეობით;
  • პოლიტიკის და პროგრამების შემუშავება, რომლებიც ხელს უწყობს სავარაუდო თაღლითობის და სხვა უწესრიგობის შესახებ შეტყობინების განხორციელებას შურისძიების შიშის გარეშე;
  • შესაბამისი გუნდის წევრებთან მუშაობა ყველა თანამშრომლის, აგენტის, კონსულტანტის, წარმომადგენლის და კლიენტის (თუ ეს შესაძლებელია) მიერ სათანადო მითითებების მიღების უზრუნველსაყოფად, რისკის შემცირების და შესაბამისობის სტანდარტების ამაღლების ხელშესაწყობად;
  • კომპანიის აგენტების, წარმომადგენლების და კონსულტანტების მიერ ქცევის კოდექსის და პროგრამის გაცნობის უზრუნველყოფა და შესაბამისი დებულებების ასახვა კომპანიასა და ასეთ პირებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში, მათ შორის დასაქმების ხელშეკრულებებში, სააგენტო ხელშეკრულებებში, მომსახურების ხელშეკრულებებში, საკონსულტნტო ხელშეკრულებებში და ა.შ. და / ან შესაბამისი მინიშნება.

 

 III. განყოფილებების პასუხისმგებლობა

თითოეული განყოფილების ხელმძღვანელი შვილობილ კომპანიაში, ასეთი კომპანიის შესაბამისობის კომიტეტის მხარდაჭერით, პასუხისმგებელია მოცემული პროგრამის განხორციელებაზე შესაბამის განყოფილებაში. ეს პასუხისმგებლობა მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:

  • შესაბამისობის კომიტეტთან თანამშრომლობა ზემოთ მოყვანილი პროგრამის II ნაწილის მიერ განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით;
  • სტანდარტებისა და პროცედურების შემუშავება და განხორციელება, რაც მიზნად ისახავს განყოფილებაში კონკრეტულ ბიზნეს-ფუნქციასთან დაკავშირებული არაეთიკური ან უკანონო ქმედებების თავიდან აცილებას, გამოვლენას და გამოსწორებას, მათ შორის შიდა კონტროლის მექანიზმების შემუშავება და განხორციელება, რომლებიც მიზანშეწონილია უმართებულო ქმედების ალბათობის შემცირებისთვის;
  • ტესტირების პროცედურების და შესრულების სტანდარტების შემუშავება, რათა განისაზღვროს, შეესაბამება თუ არა სრულად განყოფილების პერსონალი მოქმედ სტანდარტებს და პროცედურებს. ასეთი ტესტირების პროცედურები მუშავდება განყოფილებაში იმ პრაქტიკის შესამოწმებლად, რომლებიც ქმნიან არაეთიკური ან უკანონო ქმედების რისკს;
  • განყოფილებაში არსებული არაეთიკური ან უკანონო ქმედების თავიდან აცილების, გამოვლენისა და გამოსწორების მიზნით შემუშავებული სტანდარტებისა და პროცედურების ეფექტურობის პერიოდული შეფასება და ამგვარი შეფასების შედეგების საფუძველზე პროცედურების საჭიროებისამებრ შეცვლა. განყოფილებამ უნდა შეატყობინოს ტესტირების პროცედურების შედეგების შესახებ შესაბამისობის კომიტეტს შესრულების რეკომენდებული სტანდარტების დაცვით; და
  • დეპარტამენტში არსებული სტანდარტებისა და პროცედურების საჭირო კორექტირების დროულად განხორციელების უზრუნველყოფა კანონებში ცვლილებებისა და / ან ახალი ინტერპრეტაციის გამო.

 

  1. პერსონალთან დაკავშირებული პოლიტიკა

 „ჯორჯიან ეარვეისი“ შეგნებულად არ დანიშნავს ხელმძღვანელ თანამდებობებზე ანდა  არ გადასცემს მნიშვნელოვან უფლებამოსილებებს პირებს, რომლებიც ეწეოდნენ უკანონო საქმიანობას ან ჩადენილი აქვთ არაეთიკური ქმედებები. ამ თვალსაზრისით, პოტენციური მენეჯმენტის პერსონალი იქნება შემოწმებული და შერჩეული, ნაწილობრივ, წინამორბედ თანამდებობებზე მათ მიერ მოვალეობების შესრულებისას ეთიკის და მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის საფუძველზე. კოდექსთან, სხვა სტანდარტებთან და პროცედურებთან შეუსაბამობას „ჯორჯიან ეარვეისი“ გაითვალისწინებს ინდივიდუალური შესრულების შეფასებისას, გაგრძელებული საქმიანობისას და დისციპლინარული ზომების მიღებისას.

სტანდარტებისა და პროცედურების შეგნებული უგულებელყოფა, ან  თანამშრომლის სამუშაო ფუნქციებთან დაკავშირებულ არაეთიკურ ან უკანონო ქმედებებში ჩართულობა, გახდება სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი.

ნებისმიერი ხელმძღვანელი თანამდებობის მქონე თანამშრომელი, რომელმაც იცოდა ან უნდა სცოდნოდა დაქვემდებარებული თანამშრომლის არაეთიკური ან უკანონო ქცევის შესახებ და არ მიიღო სათანადო საპასუხო ზომები, შეიძლება დაექვემდებაროს დისციპლინარულ სასჯელს, მათ შორის ხელშეკრულების შეწყვეტას, პერსონალთან დაკავშირებული პოლიტიკის შესაბამისად.

 

  1. შურისძიების არარსებობა

ეს ნაწილი მიზნად ისახავს კოდექსის "კ" პუნქტუთ გათვალისწინებულ დაცვას (შეკითხვები და ანგარიშგება) კოდექსის, მოცემული პროგრამის და/ან სხვა წესების და პროცედურების დარღვევების ან სავარაუდო დარღვევების შესახებ შემტყობინებელ პირებთან დაკავშირებით.

„ჯორჯიან ეარვეისი“ მხარს უჭერს შეტყობინებებს კოდექსის ან სხვა პოლიტიკების ფაქტიური ან სავარაუდო დარღვევების და არაეთიკური ან უკანონო ქმედებების შესახებ. „ჯორჯიან ეარვეისი“ არანაირ შურისძიებას არ განახორციელებს ნებისმიერი თანამშრომლის მიმართ, რომელიც კეთილსინდისიერად იუწყება კოდექსის ან „ჯორჯიან ეარვეისის“ სხვა პოლიტიკების ფაქტიური ან სავარაუდო დარღვევის და არაეთიკური ან უკანონო ქმედების შესახებ.  „ჯორჯიან ეარვეისი“ ინარჩუნებს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას ანგარიშსწორების ან შურუძიების ფაქტებთან დამოკიდებულებაში ნებისმიერი იმ პირის მიმართ, რომელიც კეთილსინდისიერად იუწყება კოდექსის ან „ჯორჯიან ეარვეისის“ სხვა პოლიტიკების ფაქტიური ან სავარაუდო დარღვევის და თანამშრომელთა და „ჯორჯიან ეარვეისთან“ საქმიან ურთიერთობაში მყოფი ნებისმიერი პირის მიერ განხორციელებული არაეთიკური ან უკანონო ქმედების შესახებ.   

კომპანიის მუდმივი პოლიტიკის ამოცანაა გააფართოოს შეუსაბამობის შესახებ შემტყობინებელ პირთა დაცვა გათავისუფლებისგან და /ან ნებისმიერი სახის ვიქტიმიზაციისგან ან შურისძიებისგან თანაშრომლების ან  ხელმძღვანელობის მხრიდან,  ნებისმიერი დარღვევის ან გადაცდომის გამჟღავნების და გასაჯაროების გამო. ნებისმიერი ინციდენტი, დაკავშირებული კოდექსის დარღვევის ფაქტების გამმჟღავნებელ პირთა დაშინებასთან, შევიწროებასთან, დაქვეითებასთან, დაწინაურებაზე უარის თქმასთან, სწავლებაში ხელშეწყობაზე უარის თქმასთან, დეტალურად უნდა იქნეს გამოძიებული

თანამშრომლების წახალისება მოხდება საანგარიშგებო სისტემის გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომლებსა და სხვა პირებს შესაძლებლობით, რომ ანონიმურად შეატყობინონ კოდექსის ან „ჯორჯიან ეარვეისის“ სხვა პოლიტიკების ფაქტიური ან სავარაუდო დარღვევის და არაეთიკური ან უკანონო ქმედების შესახებ, ხელმძღვანელების მხრიდან შურისძიებისგან გათავისუფლების გარანტიით. ეს სისტემა ხელმისაწვდომი გახდება თანამშრომლებისთვის ყველა დონეზე მთელ „ჯორჯიან ეარვეისში“, იმისათვის, რომ განხორციელდეს შეტყობინებები ამგვარ პრობლემებზე როგორც ზეპირი, ისე წერილობითი სახით (როგორც ელექტრონულად, ასევე ამონაბეჭდი ასლის გადაცემით).

„ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ გამოვლენილი, მოქმედი კანონების სერიოზული დარღვევების ფაქტები, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს შეტყობინებული შესაბამისი სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის.

  1. კონტროლი

შესაბამისობის ოფიცერმა თვალყური უნდა ადევნოს არაეთიკური ან უკანონო ქმედების პრევენციის, გამოვლენისა და გამოსწორების სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისობის პერიოდულ ტესტირებას, რათა განისაზღვროს, შეესაბამება თუ არა სავსებით პერსონალის საქმიანობა აღნიშნულ სტანდარტებსა და პროცედურებს.

ასეთი ტესტირების პროცედურები უნდა შემუშავდეს იმ პრაქტიკის შესამოწმებლად, რომლებიც იწვევენ შეუსაბამობის რისკს. შესაბამისობის ოფიცერი ვალდებულია შესაბამისობის კომიტეტს მინიმუმ კვარტალში ერთხელ წარუდგინოს ტესტირების პროცედურების შედეგები, სტანდარტებისა და პროცედურების ნებისმიერ რეკომენდებულ ცვლილებებთან ერთად. ასეთი ტესტირების პროცედურები მოიცავს თანამშრომლების რეგულარულ გამოკითხვას, რათა განისაზღვროს შესაბამისობის კულტურა და შიდა კონტროლის ძალა, გამოვლინდეს საუკეთესო პრაქტიკა და რისკის ახალი სფეროები. შესაბამისობის კომიტეტი პერიოდულად შეისწავლის შიდა კონტროლის მექანიზმს მიზანმიმართული აუდიტით, რათა დარწმუნდეს, რომ ქაღალდზე შემუშავებული კონტროლის მექანიზმი მუშაობს პრაქტიკაშიც.

სათანადო წინდახედულობის პროცედურა შესაბამისობის ძირითადი ინსტრუმენტია, რომელიც კომპანიაში მოქმედებს ბიზნეს-პარტნიორებთან, აგენტებთან, შუამავლებთან, მომწოდებლებთან და მომსახურებით უზრუნველმყოფებთან მიმართებაში. სათანადო წინდახედულობის კითხვარი ყოველთვის უნდა შეივსოს ხელშეკრულების მესამე მხარის მიერ, რაც წარმოადგენს პროდეცურების საწყის ეტაპს.

კომპანია და მისი შესაბამისობის კომიტეტი მინიმუმ კვარტალურად შეაფასებენ არასათანადო ქცევის რისკებს და მიიღებენ შესაბამის ზომებს პროგრამის თითოეული ელემენტის შემუშავების, განხორციელების ან მოდიფიცირების მიზნით, რათა შეამცირონ არასწორი ან არაეთიკური ქცევის რისკი. ეს გათვლები იწვევს ისეთ შეფასების ფაქტორებს, როგორიცაა აუდიტი / წინდახედულობის შედეგები, მიმდინარე სასამართლო გარჩევები ან ანგარიშსწორებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შესაბამისობის საჩივრები, დასაქმებულის მოთხოვნები, ინდუსტრიასთან დაკავშირებული ტენდენცია და სფეროს მომცველი პოლიტიკის არსებობა და დამაკმაყოფილებლობა.

რისკის შეფასების შედეგები შეიძლება განლაგდეს "მატრიცაზე", რათა გამოვლინდეს თითოეული სფეროსთვის რისკის დონე, დარღვევის ალბათობა და დამრღვევების მიერ მიყენებული სავარაუდო ზიანი კომპანიისა და კომპანიასთან დაკავშირებული პირებისთვის (მათ შორის მომხმარებლისთვის). ეს "რისკის მატრიცები" გამოყენებული იქნება მომავალი პერიოდის პროგრამასთან დაკავშირებული საქმიანობის პრიორიტეტების დასადგენად.

უნდა შემოწმდეს და შეფასდეს, ფლობენ თუ არა კომპანიასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი მხარეები (თანამშრომლები, კონსულტანტები, აგენტები, წარმომადგენლები) სათანადო თვისებებსა და გარანტიებს ეთიკის კოდექსსა და პროგრამაში მოცემული წესებზე დაკვირვების თვალსაზრისით. თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა მნიშვნელოვანი რისკები, კომპანია მიიღებს სათანადო ზომებს, მათ შორის მიმართავს შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობების შესაძლო შეწყვეტას პრევენციისა და რისკის შემცირების მიზნით.

 

VII. შეტყობინება შეუსაბამობის შესახებ

 „ჯორჯიან ეარვეისის“ თითოეული თანამშრომელი ვალდებულია, რომ ისევე როგორც დასაქმების პირობები, დაიცვას კოდექსი და ის სტანდარტები და პროცედურები, რომლებიც დაკავშირებულია ამ თანამშრომელთან. „ჯორჯიან ეარვეისის“ თითოეული თანამშრომელი ასევე ვალდებულია შეატყობინოს კოდექსის ან სხვა სტანდარტებისა და პროცედურების დარღვევის შესახებ ხელმძღვანელობას ან შესაბამისობის ოფიცერს. მენეჯერები და სუპერვაიზერები განსაკუთრებული ყურადღებით უნდა ეკიდებოდნენ კოდექსთან და სხვა სტანდარტებთან და პროცედურებთან შესაბამისობას და შეიძლება დაექვემდებარონ სასჯელს დარღვევების გამოვლენისა და შესაბამისი შეტყობინების განუხორციელებლობის გამო. კოდექსის ან სხვა სტანდარტებისა და პროცედურების დარღვევის შესახებ შეტყობინება შეიძლება მიწოდებული იქნეს „ჯორჯიან ეარვეისის“ ნებისმიერი თანამშრომლის მიერ და აღნიშნული შეიძლება განხორციელდეს ღიად ან ანონიმურად, შემტყობინებელი მხარის სურვილის მიხედვით. შეტყობინება უნდა მიეწოდოს ხელმძღვანელობას, შესაბამისობის ოფიცერს ან განხორციელდეს ანონიმურად „ჯორჯიან ეარვეისის“ ცხელი ხაზის მეშვეობით (+995322 485553) ან ელექტრონული ფოსტით (“compliance@georgian-airways.com). შეტყობინების მიწოდება  შეიძლება ზეპირად ან წერილობითი ფორმით და ყველა შეტყობინება უნდა იყოს დოკუმენტირებული ხელმძღვანელობის ან შესაბამისობის ოფიცრის მიერ მიღებისას. სატელეფონო ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შეტყობინების მიმღებმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები და უზრუნველყოს მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა. კერძოდ, სავარაუდო დარღვევების (ღია ან ანონიმური ფორმით) შესახებ შეტყობინება ეგზავნება ხელმძღვანელობას ან შესაბამისობის ოფიცერს, შეტყობინების მომწოდებლის შეხედულებისამებრ. მენეჯერების მიერ მიღებული დარღვევების შესახებ შეტყობინებები დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს შესაბამისობის ოფიცერს.

კოდექსთან სავარაუდო შეუსაბამობის შესახებ ყველა შეტყობინება, რომელსაც მიიღებს შესაბამისობის ოფიცერი, დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოძიებული შესაბამისობის ოფიცრის ან მისი დანიშნული პირის მიერ. საგამოძიებო ღონისძიებები უნდა დაიწყოს  შესაბამისი ინფორმაციის მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.

ამგვარი შეტყობინებების ჟურნალი ინახება შესაბამისობის ოფიცრის მიერ და ანგარიში უნდა მომზადდეს ჟურნალში შეტანილი თითოეული საჩივრის შესახებ, დარღვევის (დარღვევების) ხასიათის დეტალური განხილვით, სავარაუდო დარღვევის ფაქტის გამოძიების მიზნით მიღებული ზომების აღწერით, ამგვარი გამოძიების შედეგების ან დასკვნების მითითებით, და „ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ დამრღვევი თანამშრომლის წინააღმდეგ ნებისმიერი გამოსასწორებელი და /ან  დისციპლინარული ზომების აღნიშვნით.

შესაბამისობის ოფიცერი ვალდებულია წარუდგინოს ამ ანგარიშების შემაჯამებელი ჟურნალი შესაბამისობის კომიტეტს, პერიოდულად, მინიმუმ კვარტალურად.

VIII. დისციპლინური პოლიტიკა

დისციპლინური პროცედურების მიზანია:

  1. დისციპლინური გადაცდომის შემთხვევებში მოქმედებების პროცესის და სტანდარტების უზრუნველყოფა.
  2. სამუშაო ადგილზე ქცევის ეთიკის კოდექსის დაცვის მხარდაჭერა.
  3. უზრუნველყოფა იმისა, რომ თანამშრომლებს ეპყრობიან სამართლიანად და ეთიკური წესით;
  4. რეაგირება ეთიკის კოდექსისა და პროგრამის წესების დარღვევის შესახებ შეტყობინებაზე, გამოძიების მოთხოვნა და შემდგომი ქმედებები.

მოცემული პროცედურის მიზანია ხელი შეუწყოს მუშაობის ქცევის სტანდარტების დაცვას და მენეჯერებისთვის და თანამშრომლებისთვის პროცესის უზრუნველყოფას ისეთ სიტუაციებში, რომლებმაც შეიძლება მოითხოვონ დისციპლინარული ქმედებები. ის ასევე მიზნად ისახავს თანამშრომელთა სამართლიანი, გონივრული და თანმიმდევრული მოპყრობის უზრუნველყოფას.

ეს პროცედურა გამოყენებული იქნება ქმედებებისა და ქცევის საჭირო სტანდარტების შეუსრულებლობასთან მიმართებაში, ანდა სამუშაოსთვის საჭირო სტანდარტის მიუღწევლობის შემთხვევაში, დასაქმებულის დაუდევრობის გამო, კომპანიის წესების ან სხვა პროცედურების თვითნებური დარღვევის ან იგნორირების გამო. შემდეგი პროცედურა გამოყენებული უნდა იქნეს დისციპლინარული პასუხისმგებლობის აღსრულების მიზნით ქმედებებისა და ქცევის საჭირო სტანდარტების შეუსრულებლობის, თანამშრომლის დაუდევრობის ან ეთიკის კოდექსის და პროგრამის წესების და პროცედურების თვითნებური უგულვებელყოფის გამო. 

მოქმედებების კურსი

  1. ზემოთ აღწერილი დარღვევების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მიღებისას, შესაბამისობის ოფიცერმა უნდა დაიწყოს გამოძიების პროცესი უნფორმაციის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
  2. თანამშრომელს უნდა მიეცეს წერილობითი შენიშვნა ამ საკითხთან დაკავშირებით და მას შესთავაზებენ მისი ქმედებების შესახებ წერილობითი ახსნა-განმარტების წარდგენას, ფაქტის დადგენის პროცესში ან მის შემდგომ.
  3. ფაქტის გამოვლენა - არანაირი დისციპლინარული ზომა არ მიიღება, სანამ შემთხვევა / დარღვევა სრულად არ იქნება შესწავლილი. ფაქტის დადგენას განახორციელებს შესაბამისობის კომიტეტი შესაბამის პირთა ჩართულობით, შესაბამისობის ოფიცრის გადაწყვეტილების საფუძველზე. მიზანშეწონილობის და საქმის ხასიათის გათვალისწინებით, თანამშრომელს შეიძლება ეთხოვოს მუშაობის შეწყვეტა ფაქტის დადგენის პროცესის განმავლობაში, თუ მისი ყოფნა სამუშაო ადგილას შეუსაბამო აღმოჩნდა. მუშაობის შეწყვეტის შემთხვევაში თანამშრომელი გააგრძელებს ხელფასის ჩვეულებრივად მიღებას, როგორც ეს შრომით ხელშეკრულებაშია ნათქვამი. არანაირი მესამე მხარეები არ შეიძლება იყვნენ ჩართულნი პროცესში, თუ ეს არ არის დაშვებული შესაბამისობის ოფიცრის გადაწყვეტილებით.
  4. დისციპლინარული გარჩევა - უნდა განახორციელოს შესაბამისობის კომიტეტმა. დისციპლინარული გარჩევა შეიძლება განხორციელდეს კომიტეტის შეხედულებისამებრ, ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე. კომიტეტი განიხილავს ყველა ინფორმაციას და მტკიცებულებას, რომელიც შეგროვდება ზემოთ აღნიშნულ 1-3 ეტაპზე. თანამშრომელს უფლება ექნება თავისი წერილობითი ახსნა-განმარტება და მტკიცებულება მიაწოდოს საკუთარი პოზიციის დასაცავად, მათ შორის მოწმის წერილობითი ჩვენება (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

თუ კომიტეტი მიიჩნევს, რომ საჭიროა დისციპლინარული საქმის ზეპირი მოსმენის დანიშვნა, თანამშრომელს, არანაკლებ 2 დღით ადრე, უნდა მიეცეს წერილობითი შეტყობინება მოსალოდნელ მოსმენაზე, რომელიც განიხილავს მის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარს

თანამშრ

დანართი 2

დანართი 2

 გაცნობის ფორმა

მე,____________________ , ვადასტურებ, რომ წავიკითხე „ჯორჯიან ეარვეისის“ „კორპორატიული პოლიტიკა და ბიზნეს-ქცევის სახელმძღვანელო“ („კოდექსი“) და დავიცავ კოდექსში მოცემულ პირობებს, პოლიტიკას და სახელმძღვანელო მითითებებს. გარდა ამისა, ვიღებ ვალდებულებას, მხარი დავუჭირო კოდექსის სახელმძღვანელო მითითებებსა და პრინციპებს და მივმართო ყველა გონივრულ ზომას იმისთვის, რათა ჩემს დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლები სრულად შეესაბამებოდნენ კოდექსს,  რამდენადაც ერთიდაიგივე საკითხთან დაკავშირებული პოლიტიკა და სახელმძღვანელო მითითებები ცალკე არ გატარებულა  იმ დეპარტამენტის მიერ, რომელშიც მე ვმუშაობ.

ხელმოწერის თარიღი ___________________________________________________________

თანამშრომლის სახელი, გვარი და თანამდებობა გარკვევით ___________________________

_____________________________________________________________________


ხელმოწერა_____________________________________________________________

 

 გაცნობის ფორმა აგენტისთვის

 მე,____________________ , ვადასტურებ, რომ წავიკითხე „ჯორჯიან ეარვეისის“ „კორპორატიული პოლიტიკა და ბიზნეს-ქცევის სახელმძღვანელო“ („კოდექსი“) და ________________-სა და „ჯორჯიან ეარვეისს“ შორის გაფორმებული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, „ჯორჯიან ეარვეისის“ სახელით ჩემი ქმედებებისას, დავიცავ კოდექსში მოცემულ პირობებს, პოლიტიკას და სახელმძღვანელო მითითებებს. ვიღებ ვალდებულებას, მხარი დავუჭირო კოდექსის სახელმძღვანელო მითითებებსა და პრინციპებს და მივმართო ყველა გონივრულ ზომას იმისათვის, რათა ჩემს დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლები  „ჯორჯიან ეარვეისის“ სახელით მესამე მხარეებთან მიმართებაში თავიანთი ქმედებების განხორციელებისას, სრულად შეესაბამებოდნენ კოდექსს, რამდენადაც ერთიდაიგივე საკითხთან დაკავშირებული პოლიტიკა და სახელმძღვანელო მითითებები ცალკე არ გატარებულა ________________ მიერ.

ხელმოწერის თარიღი __________________________________________________

 

აგენტის სახელი, გვარი და თანამდებობა გარკვევით _______________________

 

__________________________________________________________________


ხელმოწერა_______________________________________________________