SKIP
ეთიკის კოდექსი

ეთიკის კოდექსი

 

ა. გენერალური დირექტორის მიმართვა

 

ვსარგებლობ შემთხვევით, რათა მივმართო ჯორჯიან ეარვეისის ზემოაღნიშნული ეთიკის კოდექსის ყველა მკითხველსა და თანამშრომელს; ასევე, მსურს, დაგარწმუნოთ, რომ ბიზნეს წარმოებისა და ბიზნესის ეთიკის გონივრული პრაქტიკა ჩვენი კომპანიის ძირითად პრიორიტეტთა შორის უმთავრესია. ჩვენთვის, ჯორჯიან ეარვეისის სფეროში მოღვაწე ყველა პირისათვის, შესაბამისობა უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს და მინდა დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი კომპანიის მენეჯმენტი სათანადოდ აფასებს იმ ღირებულებებსა და წესებს, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ და ვიცავთ ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში. მწამს, ჩვენ მიერ დასაქმებული ადამიანების პატიოსნება და ეთიკა უდავოა; ასევე, უდავოა ისიც, რომ ჩვენი თანამშრომელებისაგან ამ ფასეულობების თავიანთ პროფესიულ ურთიერთქმედებაში დემონსტრირებას ველით.

ვთანხმდებით, რომ ჩვენი გარემომცველი სამყარო საკმაოდ რთულია, ხშირად ჩვენს ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც არცთუ მარტივი ხდება გადაწყვეტილებების მიღება და არც გამოსავალი გზებია საკმაოდ მკაფიო. ბიზნეს გარემოს მზარდი ცვლილებების ფონზე, შესაძლოა, რთული იყოს მუდამ სწორი ქმედება, ამიტომაცაა, რომ თხოვნით მივმართავ თითოეულ ჩვენს თანამშრომელს, ყველა ჩვენს კონსულტანტსა და აგენტს, რათა განიხილონ და პირადად ჩაერთონ ბიზნეს ქცევისა და ეთიკის შესახებ ჩვენს კორპორატიულ პოლიტიკაში, რომელიც ჩვენი ქმედებების მიზნებისათვის ღირებული რესურსისა და გზამკვლევის როლს ასრულებს.

თუ ოდესმე ეჭვი შეგპარვიათ იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული ქმედებით ირღვევა ჯორჯიან ეარვეისის სტანდარტები ან იმ ქვეყნების კანონები, სადაც ჩვენ ვმუშაობთ, მოეთათბირეთ ჩვენს ოფიცერს შესაბამისობათა საკითხებში ან მიმართეთ ერთ–ერთ ჩვენს მრჩეველს. ყოველმა ჩვენგანმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენს ბიზნესს, ჩვენს რეპუტაციასა და ჩვენდამი ნდობის ფაქტორს სერიოზული რისკის წინაშე დავაყენებთ, თუკი არ დავიცავთ ჩვენ მიერვე მიღებულ სტანდარტებს. ეთიკური ქცევა ჩვენს თანამშრომელებთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი ფაქტორია, იგი უდავოდ მნიშვნელოვანია ჩვენი მგზავრებისა და მომხმარებლებისთისაც.

ვამაყობ, რომ წარმოვადგენ კომპანიის ნაწილს, რომელსაც ესოდენ ძლიერი ეთიკის კოდექსი და შესაბამისობის პროგრამა აქვს. აღნიშნულთა იმპლემენტაცია ჩემს პირად ვალდებულებად რჩება და გარწმუნებთ, რომ კომპანიის მენეჯმენტი კვლავაც გააგრძელებს პასუხისმგებლობიანი, ეთიკური ქცევისა და ჩვენი ძირეული ფასეულებების – ნდობის, პატივისცემის, პატიოსნებისა და კეთილსინდისიერი მუშაობის – მხარდაჭერას.

 

იასე ზაუტაშვილი

გენერალური დირექტორი

 

B. განცხადება

ეს კოდექსი ეხება კომპანიის ყველა დირექტორს, მენეჯერსა და თანამშრომელს, მათ შორის, აგენტებს, წარმომადგენლებსა და კონსულტანტებს, რომლებიც დაქირავებულნი არიან კომპანიის მიერ ან სხვაგვარად არიან დისლოცირებულნი საქმიანობის ყველა გეოგრაფიულ ტერიტორიაზე („თანამშრომლები“).

კოდექსი არ ცვლის და არ ამცირებს თანამშრომლებთა მოვალეობებს, რომელიც განსაზღვრულია ინდივიდუალურად თითოეული თანამშრომლისათვის შრომით ხელშეკრულებაში და/ან მოქმედი კანონმდებლობით. კოდექსი ვერ განიხილავს დეტალურად ყველა შესაძლო პრობლემას ან გადაწყვეტილებას, თუმცა ეს კოდექსი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ისეთ გარემოებებთან დაკავშირებთ, რაც თითოეული თანამშრომელს კომპანიაში მუშაობას მოჰყვება შედეგად.

თანამშრომლებს უფლებამოსილნი არიან გამოიყენონ საკუთარი შეფასება და შეხედულება, ამ სტანდარტების შესაბამისად, რათა განსაზღვრონ კონკრეტულ სიტუაციებში მოქმედების საუკეთესო კურსი. 

თუ რომელმე თანამშრომელს გაუჩნდება კითხვა მოცემული კოდექსის რომელიმე ნაწილის მიმართ, მას შეუძლია ნებისმიერი კითხვით მიმართოს ჯორჯიან ეარვეის-ის კომპეტენტურ თანამდებობის პირს.

ეს დოკუმენტი ხელმისაწვდომი იქნება კომპანიის ყველა თანამშრომლისათვის, რომელნიც წერილობითი ფორმით დაადასტურებენ რომ მათ მიიღეს, წაიკითხეს და  მათთვის სრულიად გასაგებია აღნიშნული კოდექსი. მოცემული კოდექსი წარმოადგენს კორპორატიული სტანდარტებისა და ორგანიზაციული მართვის სისტემების სახელმძღვანელოს განუყოფელ ნაწილს. კოდექსი განთავსდება კომპანიის ვებ გვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება კომპანიის თითოეული შიდა აგენტისა და კონსულტანტებისათვის.

C. შესაბამისობა და სერტიფიკაცია

კოდექსი ემსახურება ზოგად პრინციპებს, რაც ეხმარება თანამშრომლებს ეთიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს და არ არის დადგენილი თითოეულ კონკრეტულ სიტუაციის გადასაწყვეტად. მაგალითად, მოცემული კოდექსი არ ზღუდავს და არც უკრძალავს  კომპანიას განახორციელოს რაიმე სახის დისციპლინური ქმედება ნებისმიერი საკითხზე, რაც უშუალოდ უკავშირდება თანამშრომელთა ქმედებას, მიუხედავად იმისა არის თუ არა ის პირდაპირ განსაზღვრული ამ დოკუმენტში.

ყველა თანამშრომელი ვალდებულია ესმოდეს ეს კოდექსი და იცავდეს მას. გარდა ამისა, თითოეულ თანამშრომელს მოეთხოვება პატიოსნად და სამართლიანად აკეთოს თავისი საქმე ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ არ არის მოცემული ამ კოდექსში. ამ კოდექსის დარღვევას შესაძლოა მოჰყვეს დისციპლინური ზომები, მათ შორის  სამსახურიდან შესაძლო დათხოვნა.

მაგალითად, დისციპლინარული ზომები მიღებულ იქნება თუ თანამშრომელი:

  • დაარღვევს ამ კოდექსს ან იგნორირებას მოახდენს შესაბამის პროცედურებზე;
  • მოსთხოვს სხვას, რომ დაარღვიოს ეს კოდექსი;
  • შეგნებულად არ გააკეთებს განცხადებას დარღვევის შესახებ ან არ უზრუნველყოფს შესაბამის ინფორმირებას კოდექსის დარღვევასთან დაკავშირებით;
  • უარს განაცხადებს ცნობილ ან შესაძლო დარღვევის გამოძიებაში თანამშრომლობაზე;
  • განახორციელებს საწინააღმდეგო ქმედებებს იმ თანამშრომლის მიმართ ვინც გააკეთებს განაცხადებას წესების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით.

თანამშრომლების მსგავსად, მენეჯერებს მოეთხოვებათ დაიცვან კოდექსის პირობები. კომპანიაში მათი ხელმძღვანელობის პოზიციის  გამო მათ აგრეთვე მოეთხოვებათ მისცენ შესაბამისი მაგალითი ნებისმიერი სამაგალითო მოქმედების დემონსტრირებით.

კომპანიის ყველა დაქირავებული აგენტი მიიღებს ამ კოდექსს კონტრაქტებზე ხელმოწერის საფუძველზე, რომლებიც,  #2 დანართში აგენტებისათვის განკუთვნილი აღიარების ფორმის შევსებით, დაადასტურებენ თავიანთ თანხმობას კოდექსით დადგენილი მოთხოვნებისადმი. ამ კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა აგენტის მიერ იწვევს კონტრაქტის შეწყვეტას.

ჯორჯიან ეარვეის-მა შეიმუშავა შესაბამისობის პროგრამა („პროგრამა“) კორპორატიული ღირებულებების, კომპანიის პოლიტიკისა და პროცედურების კოორდინირების, განხორციელებისა და მონიტორინგის დასაცავად. პროგრამა თან დართულია კოდექსთან როგორც დანართი 1.

მენეჯერებსა და თანამშრომლებს ჩაუტარდებათ მუდმივი ტრენინგი ამ კოდექსის და ასევე საქართველოს კანონმდებლობისა და კომპანიის შენაგანაწესის შესაბამისად დაცვის მიზნთ.

 

სერტიფიცირება.

ჯორჯიან ეარვეისის დირექტორატი, შესაბამისი კომისიასთან ერთად („კომისია“) პასუხისმგებელია კოდექსის მონიტორინგის დაცვაზე და მის ინტერპრეტაციაზე. მოცემული კოდექსი შესაძლოა ნებისმიერ დროს იქნეს შესწორებული კომისიის მიერ, ხოლო შესწორებების დამტკიცებას ახორციელებს დირექტორატი.

კოდექსი უნდა იყოს ცნობილი თითოეული თანამშრომლისათვის. ხელმძღვანელობის თითოეული წევრი ვალდებულია შეავსოს დადასტურების ფორმა - რომელიც თან ერთვის კოდექსს როგორც დანართი 2, და რომელიც ხელმისაწვდომია კომპანიის ვებ გვერდზე ელექტრონული ფორმით.

D. უსაფრთხოების გარანტია

უსაფრთხოება, ყველა ასპექტით, არის ჯორჯიან ეარვეის-ის მთავარი პრიორიტეტი. კომპანია მოწოდებულია ნებისმიერ დროს უზრუნველყოს მისი კლიენტებისა და თანამშრომლების უსაფრთხოება და კეთილდღეობა და თავის მხრივ თანამშრომლები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ იგივე მათი თანამშრომლებისა და მგზავრებისათვის.  თითოეული თანამაშრომელი ვალდებულია დაიცვას მუშაობის უსაფრთხოების მეთოდები, ნორმები და წესები, მათ შორის, ის ფორმალობები რაც მოცემულია შინაგანაწესში. თანამშრომელს უნდა მიეცეს ეფექტური მუშაობისათვის საჭირო დრო, მიუხედავად იმისა თუ რამდენად საჩქაროა მათ მიერ განსახორციელებელი საქმე.

E. საქმიანი ქცევის კოდექსი

ჯორჯიან ეარვეის-ის  თანამშრომლები წარმოადგენენ კომპანიის ბიზნესის წარმატების უპირველეს  გარანტორებს ყოველდღიური საქმიანობის საფუძველზე.

ჩვენ კონცენტრირებულნი ვართ კლიენტებზე, ხარისხზე და მზად ვართ უზრუნველვყოთ  საუკეთესო საჰაერო სატრანსპოროტო სერვისის ხელისაწვდომობა. თითოეული თანამშრომლისგან მოვითხოვთ მათზე დაკისრებული მოვალეობების მაღალი სტანდარტებით, სამართლებრივი, ეთიკური და მორალური წესების დაცვით შესრულებას.

 ეს კოდექსი არეგულირებს კომპანიის, მისი თანამშრომლებისა და აგენტების ურთიერთობებს და აკისრებს მათ ვალდებულებებს:

კანონებისა და წესდების შესაბამისად

  • ყოველთვის დაემორჩილონ და პატივი სცენ კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით ნებისმიერ კანონს, აგრეთვე ადგილობრივი და უცხო ქვეყნების კანონებსა და ნორმატიული აქტებს;
  • არასოდეს არ მიიღონ მონაწილეობა ნებისმიერი სახის დისკრიმინაციასა და რაიმე სახის შევიწროვებაში, განსაკუთრებით თუ ეს ეხება რასობროვ, კანის ფერის, რელიგიის, სქესის, ასაკის, ეროვნულობის, ეთნიკურობის ან ინვალიდობის საკითხებს. დაუშვებელია დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმა;
  • მოერიდონ უნებართვოდ განთავისუფლებას ან კომპანიის საქმიანობის კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებას და პატივი სცენ სხვათა კონფიდენციალურ ინფორმაციას.

ეთიკური ქცევა

  • არაოსდეს თქვან უარი პატიოსნებასა და სამართლიანობაზე ბიზნესის სასარგებლოდ, როგორცკომპანიის შიგნით და ასევე მის გარეთ;
  • თავი შიკავონ ჩვენი საქმიანობის შესახებ შეცდომაში შეყვანის, ცრუ განცხადებებისა და არასწორი რეკლამირების ან ნებისმიერ ქმედების განხორციელებისაგან, რამაც შესაძლოა შეუქმნას არასწორი შეხედულებები ჩვენს კლიენტებს, პოტენციურ კლიენტებს, ბიზნეს პარტნიორებს ან სხვა მესამე მხარეს.
  • პატივი სცენ ყველა კონკურენტს და უარი თქვან არასამართლიანი უპირატესობის მოპოვებაზე არაეთიკური და საეჭვო ქმედებების საშუალებებით.
  • შეგნებულად აარიდონ თავი ინტერესთა კონფლიქტებს.

მორალური ქცევა

  • თავი აარიდონ ისეთი სახის ქმედებას, რაც რისკის ქვეშ აყენებს კომპანიის რეპუტაციას. ვინაიდან ჩვენ ვაწარმოვებთ ყოველდღიურ საქმიანობას კომპანიის სახელით ყოველთვის უნდა ვაკეთოთ საქმე ისე, რომ შევინარჩუნოთ კომპანიას, მისი მფლობელებს, მენეჯერებსა და თანამშრომლებს რეპუტაცია.
  • ყოველთვის გამოიყენონ საღი აზრი და განაცხადონ ნებისმიერ ქმედებაზე და/ან ქმედებებზე რომელიც  მათი აზრით არის ან შეიძლება იყოს მომავალში  ამ კოდექსის მოთხოვნების საწინააღმდეგო.

F. ქმედებები თანამშრომელთა მიმართ

პატივისცემა

ჯორჯიან ეარვეის -ს პროფესიონალური ურთიერთობების და ეფექტურობის მიღწევა სამუშაო გარემოში შეუძლებლად მიაჩნია თუ არ არსებობს გარშემომყოფთა მიმართ პატივისცემა. თანამშრომლებს მოეთხოვებათ ყოველთვის პატივისცემით მოეპყრან თანატოლებს, უფროსებს, მათზე დაქვემდებარებულებს, კლიენტებს და ყველა სხვა დანარჩენს, ვინც კომპანიასთან ერთად ეწევა საქმიანობას. დაუშვებელია კომპანიის თანამშრომლთა მხრიდან შეურაცხმყოფელი, დაუმორჩილებელი და უპატივცემულო ქმედება.

თანასწორუფლებიანობა და სამართლიანობა

ჯორჯიან ეარვეისი არ გაუწევს დისკრიმინაციას თავის თანამშრომლებს მათი რასის, სქესის, ასაკის, ეროვნული წარმომავლობის, ეთნიკურობის, რელიგიის ან ფიზიკური ნაკლის გამო. კომპანიას სწამს, რომ კულტურული მრავალფეროვნება აძლიერებს მუშახელს, ზრდის კონკურენტუნარიანობას და აქედან გამომდინარე მოელის თანამშრომლთა მხიდან ერთმანეთისადმი პატივისცემას და სხვათა განსხვავებული კულტურული წარმოშობის მიმართ კეთილგანწყობას.

ძალადობა

ძალადობა, რომელიც განხორციელდება  რასის, სქესის, ასაკის, ეროვნული წარმომავლობის, ეთნიკურობის, რელიგიის, ფიზიკური ნაკლის ან სხვა რაიმე კანონით დაცული სტატუსის გამო არასოდეს არ იქნება შეწყნარებული ჯორჯიან ეარვეისის მხრიდან.

 ნებისმიერი შეურაცხყოფა (სექსუალური, სიტყვიერი, ფიზიკური და ა.შ.) ნებისმიერი პირის მიმართ, იქნება ის თანამშრომელი, კლიენტი, მეპატრონე თუ ბიზნეს პარტნიორი, მიუღებელია და დასრულდება სამსახურიდან დაუყოვნებლივ დათხოვნით.

თუ თქვენზე ხორციელდება ძალადობა, თქვენ გაქვთ უფლება უჩივლოთ პირდაპირ მოძალადეს და განაცხადოთ, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედება არის მიუღებელი, არასასურველი და დამამცირებელი და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ასევე უნდა აცნობოთ ძალადობის შესახებ თქვენს ზედამხედველს, კადრების დეპარტამენტში, ან შესაბამის თანამდებობის პირს დაუყოვნებლივ, რათა ხელმძღვანელობის მხრიდან განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები. ამასთანავე თუ თქვენთვის ცნობილია შემავიწროვებელი ფაქტების არსებობის შესახებ სამუშაო გარემოში, დაუყონებლივ უნდა გააკეთოთ განცხადება ამის შესახებ.

თანამშრომელთა კონფიდენციალურობა

თანამშრომელთა კონფიდენციალურობა კომპანიისათვის ყველაზე პრიორიტეტული საკითხია. თანამშრომელთა საინფორმაციო ჩანაწერები გამოყენებულ იქნება მხოლოდ და მხოლოდ საქმიანობისათვის აუცილებლობის შემთხევევაში და გასაჯაროებული იქნება მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პირადი ინფორმაციის გასაჯაროება, სახელფასო ჩანაწერებისა და ჯანმრთელობის  ისტორიის ჩათვლით,  დაუშვებელია და მათი  გასაჯაროება მოხდება სასამართლოს მხრიდან შესაბამისი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში.

სამუშაო ადგილის უსაფრთხოება

კომპანია დაინტერესებულია უზრუნველყოს უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო, თავისუფალი ნარკოტიკების, ძალადობის, მუქარის და ალკოჰოლური დამოკიდებულებისაგან. ჯორჯიან ეარვეისი კრძალავს ყოველგვარი უკანონო ნივთიერების არასამართლებრივ გამოყენებას, გაყიდვას, შესყიდვას, გადაცემას, მფლობელობას კომპანიის ტერიტორიაზე ან კომპანიის საქმიანობის წარმოების ან რაიმე დავალების შესრულების დროს.

G. მიმზიდველი ბიზნესის კეთება და ოფიციალური პარტნიორები

სამართლიანი კონკურენცია

მაღალ კონკურენტულ ბაზარზე სამართლიანად მოქმედების მიზნით, კომპანია ყოველთვის იმოქმედებს შიდა, საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც კრძალავს ნებისმიერი ფორმით შეთანხმებას ან მოლაპარაკებას, ფორმალურს და არაფორმალურს, სიტყვიერს, წერილობითს, გამოხატულს ან ნაგულისხმევს, კონკურენტებს ან სხვა პირებს შორის, რაც დაუსაბუთებლად ზღუდავს კონკურენციას.  აქედან გამომდინარე ჯორჯიან ეარვეის-ი თავისი თანამშრომლებისგან მოითხოვს თავი შეიკავონ ისეთი სახის ქმედებებისაგან რაც არღვევს კანონმდებლობას.

ჯორჯიან ეარვეის-ი მიილტვის პარტნიორთა ნდობის მოსპოვებლად ღია და სამართლიანი საქმიანობის, მოვალეობების პირნათლად შესრულებისა და მის საქციელზე პასუხისმგებლობის აღების გზით. კომპანია მოწოდებულია განახორციელოს თავისი საქმიანობა ეფექტური მართვისა და კონკურენციის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების მაღალი სტანდარტების შესაბამისად.

ინტერესთა კონფლიქტი

ინეტრესთა კონფლიქტი შეიძლება წარმოიშვას ნებისმეირ სიტუაციაში, როდესაც თანამშრომლის სხვა საქმიანობა ან პირადი ინტერესი გავლენას ახდენს მის გადაწყვეტილებაზე იმოქმედოს სამართლიანად და კეთილსინდისიერად ან სხვაგვარად ჰქონდეს კონფლიქტი კომპანიის ინტერესებთან.  ნებისმიერი ასეთი სახის კონფლიქტი უნდა იქნეს თავიდან აცილებული. კომპანია იმედოვნებს, რომ არც ერთი თანამშრომელი შეგნებულად არ დააყენებს საკუთარ თავს ისეთ პოზიციაში რაც შესაძლოა გახდეს მიზეზი მისი და კომპანიის ინტერესებს შორის კონფლიქტისა.  

თანამშრომელს მოეთხოვება კონსულტაცია გაიაროს ზედამხედველთან ან მიმართოს კომპეტენტურ თანამდებობის პირს იმ შემთხევევაში თუ მისი კომპანიის გარეთ საქმიანობა ან პირადი ინტერესი შესაძლოა გახდეს ინტერესთა კონფლიქტის მიზეზი, მანამ სანამ განახორციელებს კონფლიქტის გამომწვევ ქმედებას.

მაგალითად, ჯორჯიან ეარვეისის კონკურენტთან, სხვა ავიაკომპანიასთან ან ტურ ოპერატორებთან მუშაობის დაწყების მსურველმა უნდა გაიაროს კონსულტაცია კომპანიასთან. კონსულტაციის გავლა ასევე აუცილებელია თუ პიროვნება აპირებს ასეთ კონკურენტებთან ინვესტიციის გაკეთებას. თუ კომპანიას საფუძლიანად მიჩნია, რომ თანამშრომლის ბიზნესი, კომერციული ან ფინანსური ინეტერსები ან ქმედებები გავლენას მოახდენს ამ თანამშრომლისადმი დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულებაზე ან კომპანიის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებაზე, მაშინ კომპანიას შეუძლია მოსთხოვოს თანამშრომელს შეწყვიტოს ასეთ ქმედებები.

საჩუქრები და კულტურული ღონისძიებები

ბიზნესის კეთების დროს, უჩვეულო არაფერია ინდივიდუალური პირის ან ორგანიზაციისათვის საჩუქრის ჩუქებაში ან რაიმე კულტურული ღონისძიების გამართვაში როგორიც შეძლება იყოს ვახშამი ან ბილეთის ჩუქება რაიმე ღონისძიებაზე დასასწრებად. ჩვენი პოლიტიკაა თავიდან ავიცილოთ დამსაჩუქრებელის მხრიდან საჩუქრის გაცემა იმ მიზნით რომ შემდგომში თანამშრომელის მხრიდან რაიმე სარგებელი მიიღოს. საჩუქრის ან კულტურულ ღონისძიებაზე მოსაწვევის მიღებამ, რომლის ნომინალური ღირებულებაც 40 ლარს აღემატება, შეიძლება გავლენა მოახდინოს მიმღებზე კონკრეტული კლიენტის, გამყიდველის, კონსულტანტის და ა.შ. სასარგებლოდ. აქვე აღსანიშნავია რომ, საჩუქრის ფულადი სახით მიცემა ან აღება დაუშვებელია. ყველა თანამშრომელმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით აღნიშნული განიხილება, როგორც ქრთამი ან გამარტივებული ანგარიშსწორება, რაც უკანონოა და რასაც სისხლის სამართლებრივი სანქციები მოსდევს. 

კულტურული ღონისძიებები

საქმიანი კულტურული ღონისძიებები უნდა შეესაბამებოდეს  კომპანიაში თანამშრომლის მიერ დაკავებულ თანამდებობას და ბიზნესის განვითარებას. მაგალითად, პიროვნება, რომელსაც სთავაზობენ კულტურული ღონისძიების ბილეთებს, შესაბამისად უნდა გეგმავდეს ამ ღონისძიებაზე დასწრებას.

საქართველოში მიღებული პრაქტიკის თანახმად, საქმიანი კულტურული ღონისძიებების გამართვა ვახშამის სახით მისაღებია, თუ ეს უკანასკნელი საკმაოდ მოკრძალებული, იშვიათია და იმ ფორმითაა, რა ფორმითაც შეთანხმებულია ურთიერთ პოლაპარაკების საფუძველზე.

საჩუქრები და კულტურული ღონისძიებები მთავრობის თანამდებობის პირებთან

ზოგადად, საჩუქრები, ვახშამი, კულტურული ღონისძიებები ან სხვა სარგებელი არ შეესაბამება მთავრობის თანამდებობის პირებს, და ჯეორჯიან ეარვეის-ის პოლიტიკაა თავიდან აირიდოს ასეთი შეუფერებელი მცდელობის დაშვებაც კი. ნებისმიერი სახის მოსაწვევის და საჩუქრის ან სხვა რაიმე ნაბიჯის მთავრობის თანამდებობის პირებისათვის განახორციელებამდე, რაც შეიძლება განხილული იქნეს როგორც ეკონომიკური სარგებელი, თანამშრომლებმა უნდა გაიარონ კონსულტაცია კომპეტენტურ თანამდებობის პირთან.  

 

H.  საჯარო მოხელეების მიმართ მოქცევა

გაერთიანებული ერების კორუფციის წინააღმდეგ კონვენციისა და ევროპის საბჭოს კორუფციაზე სისხლის სამართლის კონვენციის საქართველოს მიერ რატიფიცირების შედეგად, ჯეორჯიენ ეარვეისის სტრატეგიები და პროცედურები შესაბამისობაში მოდის საერთაშორისო კანონებისა და ადგილობრივი კანონების რეკომენდაციებსა და სტანდარტებთან საჯარო თანამდებობის პირებთან ურთიერთობისას, კორუფციის პრაქტიკა, ქრთამის აღებისა და მიცემის,  გამორჩენის, ფასიანი საჩუქრების, თაღლითობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ჩათვლით, უკანონია და რეგულირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, ასევე, კანონით ინტერესთა შეუთავსებლობისა და საჯარო სამახურში კორუფციის შესახებ. აღნიშნულ სამართალდარღვევებს მოსდევს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, სამართლებრივი დევნა და გამამტყუნებელი განაჩენის დადგომა.

საჯარო მოხელეს წარმოადგენს პირი, რომელიც იკავებს თანამდებობას სახელწიფო ორგანოში, ე.ი. პირი, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან მინიჭებული აქვს საკანონმდებლო, ადმინისტრაციული ან იურიდიული თანამდებობა დაიშვნის, არჩევის ან სახელმწიფოს მიერ დასაქმების გზით.

საჯარო თანამდებობის პირებში შედიან:

–        სახელმწიფო მინისტრები და სამოქალაქო მოსამსახურეები;

–        ადგილობრივი ხელისუფლების წევრები და თანამდებობის პიები;

–        პოლიციისა და სხვა უსაფრთხოების უწყებები, როგორიცაა იმიგრაციის, საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი;

–        შეიარაღებული ძალები;

–        პროკურორები, მოსამართლები და სასამართლო მოხელეები.

ეს დეფინიცია, ასევე, ვრცელდება  თანამდებობის პირებსა თუ საჯარო საერთაშორისო ორგანიზაციების აგენტებზე და, ამავდროულად, მოიცავს იმ ფიზიკურ პირებსაც, რომლებიც არ განიხილებიან საჯარო თანამდებობის პირებად.

მსოფლიო ორგანოები, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, გაერო, წითელი ჯვარი და ა.შ.

კომერციული და სხვა სახელმწიფო ორგანოები, როგორიცაა სახელმწიფო კორპორაციებინ და საჯარო კერძო პარტნიორობები, რომლებიც წარმოადგენენ სახელმწიფო უწყებების სრულ ან ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ დაწესებულებებს.

 

საჩუქრები და კულტურული ღონისძიებები საჯარო მოხელეებისთვის

ზოგადად, საჩუქარი, საკვები, გართობა და სხვა შეღავათები არ არის მისაღები საჯარო მოხელისათვის; ჯორჯიან ეარვეისის პოლიტიკას წარმოადგენს ამგვარი შეუსაბამობის პრევენცია –  თავიდან აცილება თვით აღნიშნულის წარმოშობისაც კი. მიპატიჟების, ფასიანი საჩუქრის შეთავაზების ან სხვა იმ ნაბიჯის გადადგმამდე, რაც შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც საჯარო თანამდებობის პირის მიმართ ეკონომკური სარგებლის შეთავაზება, თანამშრომელი უნდა მოეთათბიროს შესაბამისობის ოფიცერს.

თანამდებობის პირისადმი შესაბამისობის ოფიცერთან რაიმე კონსულტაციის გარეშე ნაბადართულია შემდეგი საჩუქრები:

–        ნომინალური ღირებულების მოქნე და კომპანიის მიერ დამტკიცებული სარეკლამო ნივთები (როგორიცაა კალმები, ქუდები, მაისურები და ა.შ.), ბროშები და აღიარების სერტიფიკატები;

–        ყავა და სხვა არაალკოჰოლური სასმელები, რომლის შეთავაზებაც შესაძლებელია ბიზნეს შეხვედრების დროს.

არც ერთ შემთხვევაში არ დაიშვება 40 ლარზე მეტი ღირებულების საგნის შეთავაზება ერთი აამიანისათვის ერთჯერადად – ერთ შემთხვევაში.

 

გამორჩენა და ქრთამი

საქართველოს კანონმდებლობა სარგებლის/გამორჩენის მიცემას, მიცემის მცდელობას, მიღებასა და მიღების მცდელობას უკანონოდ განიხილავს.

კანონის განსაზღრებით, კომპანიის პოლიტიკა სარგებლობს იმავე დეფინიციით და „სარგებელი“ მოიაზრებს ფულად თანხას, საფასურს, საკომისიოს, კრედიტს, საჩუქარს, ფულად გასამრჯელოს, ფასიან ნივთს, რაიმე სახის კომპენსაციას, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის შეთავაზებული კონტრაქტორის, კონტრატორის თანამშრომლის, ქვეკონტრაქტორის ან მისი (ქვეკონტრაქტორის) თანამშრომლის, აგენტის ან სახელმწიფო თანამდებობის პირის მიმართ კონტრაქტთან ან საჯარო თანამდებობის პირის მიერ ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პროცესის ხელშეწყობის/შემსუბუქების ან შეღავათიანი პირობების არამართებულად მიღებისა ან გაცემის მიზნით .

„ქრთამი“ წარმოადგენს ფასიან ნივთს, რომელიც კონკრეტულად გამიზნულია ოფიციალურ/სახელმწიფო ქმედებაზე ზეგავლენის მოსახდენად.

 

ქრთამის მეშვეობით სახელმწიფო თანამდებობის პირზე ზეგავლენა უკანონოა და ეწინააღმდეგება ჯორჯიენ ეარვეისის პოლიტიკას. ქრთამი არ საჭიროებს მტკიცებულებით პირდაპირ დასაბუთებას, იგი შეიძლება გარემო ვითარებაში იყოს ნაგულისმხები. ამგვარად, მაშინაც კი, როდესაც ქრთამის მიმცემმა არ იცის ან არ ისახავს მიზნად, ზეგავლენა მოახდინოს სახელწმიფო თანამდებობის პირზე, ეს ზეგავლენა შეიძლება რთული გადასალახი იყოს, რამეთუ დამოკიდებულია გარემომოებებზე. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, არასწორად იქნეს ქრთამთან გაიგივებული რაიმე საჩუქარი. შესაძლო გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, თანმამშრომლის მიერ სახელმწიფო თანამდებობის პირსადმი საჩუქრის გადაცემამდე ამ თანამშრომელმა უნდა მიიღოს საჩუქრის გადაცემის თაობაზე დასტური შესაბამისობის ოფიცრისგან.

 

ჯორჯიენ ეარვეისი მოქმედებს „ნულოვანი ტოლეანტულობის“ პრინციპით საკუთარი ანტიკორუფციული სტრატეგიის  დარღევის ნებისმიერი შემთხვევის მიმართ.  ნებისმიერი ქმედება, რომელიც იდენტიფიცირდება, როგორც შეუსაბამო, ეკრძალება თანამშრომელს, აგენტსა თუ კონსულტანტს, რომელიც მოქმედებს პირაპირ ან მესამე მხარის მეშვეობით, მაგ.: გაყიდვების წარმომადგენელი ან სახელმწიფო ურთიერთობის ფირმა.

 

მისაღები პოლიტიკური კონტრიბუციები

·         სახელმწიფო თანამდებობის პირის მიმართ საჩუქართან წესები არ ახდენს უკუზეგავლენას კანონიერ პოლიტიკურ შენატანებზე/კონტრიბუციაზე საპრეზიდენტო ან საპარლამენტო კანდიდატთათვის განკუთვნილ ფონდებში: ჯორჯიენ ეარვეიზის მომსახურე პერსონალს შეუძლია გამოიყენოს საკუთარი პირადი სახსრები, რათა საკუთარი წვლილი შეიტანონ კანდიდატის კამპანიის ფონდში, იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი შენატანი არ იქნება უკანონო;

·         ჯორჯიენ ეარვეისის მომსახურე პერსონალს შეუძლია განახორციელოს შენატანი კანდიდატის კანონიერი ხარჯების დაფინანსებაში, იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი შენატანი არ იქნება უკანონო;

·         . ჯორჯიენ ეარვეისის მომსახურე პერსონალს შეუძლია განახორციელოს შენატანი ქველმოქმედებაში, რომელიც დაარსებულია ან რასაც ზედამხედველბას უწევს კანდიდატი, იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი შენატანი არ იქნება უკანონო.

 

აკრძალვები პოლიტიკურ შენატანებზე

კომპანია, როგორც იურიდიული პირი, უფლებამოსილია განახორციელოს პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტრიბუციები ან ფულადი ხარჯები 1) არჩევნების კანდიდატის სახელით; 2) პოლიტიკური პარტიის სახელით ან 3) პოლიტიკური კომიტეტის სახელით. ამასთან, კომპანიის მომსახურე პერსონალს არ აქვს უფლება გამოიყენოს ჯორჯიან ეარვეიზის ქონება, შესაძლებლობები ან სამუშაო დრო პოლიტიკური მიზნის ან კანდიდატის მხარდასაჭერად.

ჩვენი კომპანია მხარს უჭერს თანამშრომლების მიერ ხმის მიცემისა და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას, მაგრამ თანამშრომლები ამგვარ საქმიანობაში უნდა ჩაერთონ მხოლოდ საკუთარი დროისა და პირადი რესურსების და არა კომპანიის ხარჯზე.

I. საქმიანობა ბიზნეს რესურსების გამოყენებით.

წიგნაკები, ანგარიშები და ფინანსური ჩანაწერები

კომპანიის წიგნაკების, ჩანაწერებისა და ანგარიშების ხელუხლებლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენდამი ნდობის განმტკიცებისათვის. ნებისმიერი ჩანაწერი,  ელექტრონული იქნება ის თუ ბეჭდური, ზუსტად უნდა ასახავდეს ტრანზაქციებსა და ღონისძიებებს. ეს მოიცავს ფასების ამსახველ ჩანაწერებს, სამუშაო განრიგს, გადასახადების ჩანაწერებს, სახელფასო უწყისებს და სარგებლის ჩანაწერებს.

დაუშვებელია ნებისმიერი სახის ინფორმაციის ან ჩანაწერის მანიპულირება კომპანიის შედეგების დამახინჯებისა და შეცვლის მიზნით და რაიმე კონკრეტული მიზნით გააზრებულად დამახინჯებული ან არასწორი ან არაზუსტი განცხადებების გაკეთება.

სასტიკად აკრძალულია თანამშრომელთა მხრიდან თაღლითური და არაკეთილსინდისიერი ქმედებები კომპანიის აქტივებთან დაკავშირებით; აღნიშნული ქმედების შედეგად დგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ასეთი ქმედებები შეიძლება იყოს, მაგრამ არ შემოიფარგლება:

  • თანამშრომელთა მხირად მოგზაურობის პრივილეგიების ბოროტად გამოყენება;
  • პერსონალისა და/ან უსაფრთხოების შესახებ მოთხოვნილი ინფორმაციის სათანადო ფორმით მიუწოდებლობა;
  • გამყიდველის ინვოისებისა და/ან ქვითრების გაყალბება;
  • სახელფასო უწყისების ტრანზაქციების გაყალბება;
  • კომპანიის, სხვა თანამშრომლების, ზედამხედველების, საკუთარი თავისა და სამუშაო გარემოს შესახებ ცრუ წერილობითი ან სიტყვიერი (მიუხედავად მისი შინაარსისა) განცხადებების გაკეთება;
  • მიუღებელი ტვირთისა და შეუსრულებელი მომსახურეობებისათვის   გადასახადის მიღება და მათი ავტორიზება;
  • ფულადი სახსრების, წყაროებისა და სხვა აქტივების უკანონოდ მითვისება/გაფლანგვა;
  • დოკუმენტების ან ელექტრონული ფაილების შექმნა ან შეცვლა კომპანიის ან მისი კლიენტების მოტყუების მიზნით;
  • ფულადი ტრანზაქციების არასათანადოდ გატარება ან გაანგარიშება;
  • კომპანიის ტიტულოვანი ბლანკის არასაქმიანი მიზნით გაყალბება ან არასწორი გამოყენება.

კომპანიის თითოეულ თანამშრომელს მოეთხოვება ამ პოლიტიკის სწორად გაგება და მისი მუდმივად შესრულება. მათ, ასევე, მოეთხოვებათ, რათა უნდა უზრუნველყონ კომპანიის ჟურნალების, ჩანაწერებისა და სხვა დოკუმენტებისა თუ ზეპირსიტყვიერი განაცხადების სიზუსტე, სრულყოფილება და უტყუარობა.

 

ინტელექტუალური საკუთრება

ყველა თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას და სათანადოდ გამოიყენოს ჯორჯიან ეარვეისის ქონება. ძარცვა, გაუფრთხილებლობა და უაზრო ხარჯვა პირდაპირ გავლენას ახდენს ჯორჯიან ეარვეის-ის რეპუტაციასა და მის მომგებიანობაზე.

კომპანია არ იშურებს ფულად სახსრებსა და ძალისხმევას საკუთარი ინტელექტუალური ქონების დასაცავად. ჩვენ საკმაოდ მწვავე რეაქცია გვაქვს ისეთი საკითხების მიმართ როგორიცაა ჯორჯიან ეარვეისის ინტელექტუალური ქონების არასათანადო გამოყენება და ვცდილობთ თავიდან ავირიდოთ სხვათა ინტელექტუალური საკუთრების არასათანადო გამოყენება, მათ შორის  საავტორო უფლებები, სასაქონლო ნიშნები სავაჭრო საიდუმლოებები და პატენტები. კომპანია თავად ზედმიწევნით იცავს და მოითხოვს თავისი თანამშრომლებისგან ნებიმიერი სახის ინფორმაციის საავტორო უფლებების დაცვას რა სახითაც არ უნდა იყოს ის წაროდგენილი, იქნება ის ბეჭდვითი, ვიდეო, მუსიკალური, კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფის ან სხვა ელექტრონულ ფორმატში მოცემული. თანამშრომლებს არ აქვთ უფლება განახორციელონ საავტორო უფლებებით დაცული პროდუქციის რაიმე სახის არასანქცირებული რეპროდუქცია. 

 კომპანიის აქტივები

თითოეული თანამშრომელი ვალდებულია შესაბამისად გამოიყენოს კომპანიის როგორც მატერიალური რესურსები და ქონება ასევე მისი პირადი და სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია. თანამშრომლებს ასევე ეკისრებათ ვალდებულება დაიცვან კომპანიის აქტივები, როგორც მატერიალური (რგორიცაა შენობები, ხალხი, საკუთრება, ინფორმაცია, შემოსავალი) ასევე არამატერიალური (როგორიცაა კუმუნიკაციური ქსელები, საინფორმაციო სისტემები, ინტელექტუალური ქონება). თანამშრომლება უნდა იმოქმედონ გონივრულად და მიიღონ შესაბამისი ზომები სხვათა მხრიდან განზრახ მიყენებული ზარალის თავიდან ასაცილებლად, როგორც კომპანიაში ასევე მის გარეთ, რასაც შესაძლოა შედეგად მოჰყვეს პირადი დაზიანება, საკუთრების დაზიანება, ქურდობა, დაკარგვა,  მატერიალური აქტივებისა და ინტელექტუალურ საკუთრებაზე (მონაცემთა ბაზის ჩათვლით)არასანქცირებული ან ბოროტი განზრახვით წვდომა.

საკუთრება

კომპანიისა და მესამე მხარის მატერიალური და არამატერიალური ქონება დაცული უნდა იყოს დაკარგვის, დაზიანების, ქურდობის, ვანდალიზმის, დივერსიული ან უნებართვო გამოყენების, კოპირების, გამჟღავნების ან განკარგვისაგან.  საკუთრება გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ლეგიტიმური საქმიანობის მიზნით, გამონაკლისის სახით დაიშვება ტელეფონების, კომპიუტერების, ელექტრონული ფოსტის ანგარიშებისა და ინტერნეტის გამოყენება. კომპანიის შეზღუდული საკუთრების პირადი მოხმარება დასაშვებია იმ პირობით, თუ ცხადია რომ მისი გამოყენება გამართლებულია, მისი გამოყენება არ სცდება კომპანიის საქმიანობის ფარგლებს და არ იქონიებს გავლენას თანამშრომლის მუშოაბის ხარისხზე, მის პროდუქტიულობასა და ეფექტურობაზე სამსახურში ან რაიმე სახით ნეგატიურად გავლენას არ მოახდენს კომპანიაზე.

კონფიდენციალური ინფორმაცია

კომპანია საქმიანობას ეწევა საკმაოდ მაღალ კოკნურენტულ ბაზარზე. თანამშრომლებს უნდა ესმოდეთ, რომ ნებისმიერ კონკურენტულ გარემოში კომპანიის დაპატენტებული ინფორმაცია და სავაჭრო საიდუმლოება უნდა დაცული იყოს კომპანიის სხვა დანარჩენი მნიშვნელოვანი აქტივების ანალოგიურად და რომ ასეთი ინფორმაცია მკაცრად კონფიდენციალურია, უნდა გამოიჩინონ გონიერება ასეთ ინფორმაციასთან მუშოაბის დროს რათა თავიდან აიცილონ მსგავსი ინფორმაციის უნებური გამჟღავნება. ამ ინფორმაციის გამოყენება თანამშრომელს შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში .

პირადი ინფორმაცია

კომპანიის ბევრი დოკუმენტი და მათში მოცემული ინფორმაცია არის პირადი. რაც ნიშნავს იმას, რომ მათში მოცემულ ინფორმაციას აქვს კომპანიის საქმიანობისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა. კომპანიისათვის მესამე მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ასევე პირადული, კონფიდენციალური და საიდუმლოა და მსგავსი ინფორმაციის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ისეთი პირობებით რაც განსაზღვრულია მესამე მხარესა და კომპანიას შორის.  ნებისმიერი ასეთი სახის ინფორმაცია დაცული უნდა იყოს არასანქცირებული და ბოროტი განზრახვით გამოყენებისაგან.

დაპატენტებული ინფორმაციის მაგალითებია, მაგრამ არ შემოიფარგლება:

  • ბიზნეს გეგმები
  • პირადი ინფორმაცია, როგორიცაა ფრენის ჩანაწერები (მგზავრთა სახელები და მონაცემები) რომელთაც მინიჭებული აქვთ კონფიდენციალური ინფორმაციის სტატუსი.
  • ინფორმაცია ახალი ტექნოლოგიების შესახებ
  • სტრატეგიული გეგმები
  • სასამართლო საქმეები
  • ბიზნეს პარტნიორთა ფაილები და ინფორმაცია
  • თანამშრომელთა კონფიდენციალური ინფორმაცია
  • აუდიტის ჩანაწერები
  • ტრეინინგის მასალა სახელმძღვანელოების ჩათვლით
  • პროგრამული უზრუნველყოფის პროგრამები

ინფორმაციის ტიპიდან გამომდინარე, მისმა არაკეთილსინდისიერმა და არასანქცირებულმა გამოყენებამ შეიძლება იქონიოს სერიოზული გავლენა კომპანიაზე. მაგალითად, კომპანია შესაძლოა აღმოჩნდეს კონკურენციის არასასარგებლო სიტუაციაში, ან მის წინააღმდეგ აღიძრას სასამართლო საქმე ან შელახულ იქნეს მისი იმიჯი და საქმიანი რეპუტაცია.

J. შეკითხვები და განცხადებები

თანამშრომლებს, კონსულტანტებსა და აგენტებს უფლება აქვთ ამ კოდექსთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვით მიმართონ კომპეტენტურ თანამდებობის პირს ან უშუალოდ ზედამხედველს.  ამ პროგრამის შესრულების პასუხისმგებლობა, გაუგებრობის შემთხვევაში დახმარების მოვალეობის ჩათვლით, ეკისრება კომპანიის თითოეულ თანამშრომელს, კონსულტანტსა და აგენტს.  კომპანიის კომპეტენტურ თანამდებობის პირთან დაკავშირება შესაძლებელია ნებისმიერ დროს კომპანიის ოფისში დარეკვით  ან კომპეტენტური თანამდებობის პირის სახელზე ელექტრონული წერილის გაგზავნის საშუალებით. ყველა ზარი იქნება კონფიდენციალური.

 კომპანიის თანამშრომლებს, კონსულტანტებსა და აგენტებს მოეთხოვებათ ნებისმიერი არაეთიკური, არასამართლებრივი  ან საწინააღმდეგო ქმედების შესახებ განაცხადის გაკეთება, რომელიც მათი აზრით ეწინააღმდეგება კომპანიის საქმიანობისა და ბიზნეს ეთიკის კოდექსს. უმჯობესია განმცხადებლის მხრიდან მოხდეს თუნდაც არასწორი განცხადების გაკეთება ვიდრე არ გაკეთდეს განცხადება დარღვევასთან დაკავშირებით. კომპანიის პოლიტიკის თანახმად დარღვევის განუცხადებლობა უკვე თავად დარღვევაა. კომპანიის პოლიტიკაა თანამშრომლის მიმართ, რომელიც გააკეთებს სამართლიან განცხადებას და გამოძიებას არ განახორციელდეს საპასუხო ქმედებები.

შესაძლო დარღვევის შესახებ განცხადების გაკეთება შესაძლებელია ნებისმიერ დროს კომპანიის კორპორატიულ ოფისში კომპეტენტურ თანამდებობის პირთან სატელეფონო ზარის საშუალებით ან მის სახელზე ელექტრონული წერილის გაგზავნით. შესაძლო დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე ნებისმიერი ზედამხედველი და მენეჯერი ვალდებულია დაუკავშირდეს კომპეტენტურ თანამდებობის პირს, რომელიც  დაუყოვნებლივ დაიწყებს ამ საკითხთან დაკავშირებით საპასუხო გამოძიებას.

პასუხისმგებლობა

კომპანიის თითოეული მფლობელი, ოფიცერი და თანამშრომელი ვალდებულია წაიკითხოს ქცევის კოდექსი და დაიცვას მასში განსაზღვრული დებულებები. ზედამხედველებს ეკისრებათ ვალდებულება უზრუნველყონ მათზე დაქვემდებარებული პირების მხრიდან ამ კოდექსის ზედმიწევნად კარგად გაგება და შესრულება.  

ნებისმიერ დროს გახსოვდეთ:  

  • ყოველი ინდივიდი პასუხისმგებელია პირადად მის მიერ ქცევის კოდექსის დებულებების დარღვევაზე და იმაზე რომ დაუყონებლივ აცნობოს ზედამხედველს ან კომპეტენტურ თანამდებობის პირს მისთვის ცნობილი შესაძლო დარღვევის შესახებ.
  • ზედამხედველები არიან  პასუხისმგებლებები და ანრაგიშვალდებულნი არიან უზრუნველყონ თანამშრომელთა მხრიდან ქცევის კოდექსი ზედმიწევნით კარგად გაგება და მისი შესრულება.
  • არც მფლობელს, არც ხელმძღვანელს და  არც ერთ თანამშრომელს არ აქვს უფლება მოსთხოვოს სხვა პირს ქცევის კოდექსის დარღვევა. 
  • ნებისმიერი პირის მიმართ ძალადობა, ვინც უარს იტყვის ქცევის კოდექსის დარღვევაზე ან გააკეთებს განცხადებას შესაძლო დარღვევის შესახებ, თავის თავად არის ამ კოდექსის დარღვევა და ამავდროულად შეიძლება ჩაითვალოს კანონდარღვევადაც.
  • ნებისმიერი თანამშრომემლის მიმართ, რომელიც მოქმედებს ქცევის კოდექსის საწინააღმდეგოდ ან რომელიც გააზრებულად აწვდის შესაძლო დარღვევის შესახებ ცრუ ინფორმაციას, გატარდება დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომები ან შეიძლება მოხდეს მისი სამსახურიდან დათხოვნა.

გავრცელება და სერტიფიცირება

ჯორჯიან ეარვეისი დაურიგებს ამ კოდექსს კომპანიის თითოეულ თანამშრომელს.

ახალი თანამშრომლები მიიღებენ ამ კოდექსის ასლს მათი სამსახურში მიღების დროს. 

ყოველი ინდივიდი ვალდებულია გაეცნოს ამ კოდექსს, მასში მოცემულ ყველა საკითხსა და პროცედურას, ნებისმიერი სადაო საკითხის ან განმარტებების დასაზუსტებლად მიმართოს ზედამხედველებს ან კომპეტენტურ თანამდებობის პირს.

თითოეულმა თანამშრომელმა უნდა დაადასტუროს რომ მან მიიღო ეს კოდექსი და გაეცნო მას დასტურის ფორმაზე ხელმოწერის გზით, რაც თან ერთვის კოდექსს დანართი 2-ის სახით. ეს მოწმობა გადაეცემა კომპანიის კადრების განყოფილების ოფისს და შენახული იქნება თითოეული თანამშრომლის პირად საქმეში.   

თითოეულ თანამშრომელს თავის მხრივ გადაეცემა კოდექსისა და დამადასტურებელი განხცადების ასლი. კომპანიის სამოქმედო პროგრამის განხილვა, კოდექსის ჩათვლით, გაერთიანებული იქნება კომპანიის ახალი თანამშრომლის საორიენტაციო პროგრამაში.

კომპანიის ყველა თანამშრომელი მიიღეს ამ კოდექსს კონტრაქტებზე ხელმოწერის საფუძველზე, რომლებიც,  #2 დანართში აგენტებისათვის განკუთვნილი აღიარების ფორმის შევსებით, დაადასტურებენ თავიანთ თანხმობას კოდექსით დადგენილი მოთხოვნებისადმი. ამ კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა აგენტის მიერ იწვევს კონტრაქტის შეწყვეტას.

დანართი 1

სამოქმედო პოლიტიკის არსი

ეს დოკუმენტი არის შ.პ.ს. ჯორჯიან ეარვეისის („ჯორჯიან ეარვეისი“) კორპორატიული სამოქმედო გეგმა, და ის ადგენს კომპანიის ორგანიზაციულ სტრუქტურას რაც არეგულირებს კომპანიის მიერ კორპორატიული სამოქმედო პროგრამის განვითარებას, განხორციელებასა და ფუნქციონირებას. ეს გეგმა შემუშავებული და განხორციელებულია ჯორჯიან ეარვეისის კორპორატიული პოლიტიკის, ბიზნეს ეთიკისა („კოდექსი“) და ქცევის კოდექსის შესაბამისად. ჯორჯიან ეარვეის-მა შეიმუშავა ეს გეგმა რათა კომპანიაში განვითარდეს ორგანიზაციული კულტურა რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ეთიკურ ქცევას და კანონის დაცვის განმტკიცებას. გეგმა შემუშავებულია არაეთიკური ქცევის ან კანონის დამრღვევი ქმედების თავიდან აცილების, გამოვლენისა და სწორად განსაზღვრის მიზნით.

ეს გეგმა განსაზღვრულია მხოლოდ ჯორჯიან ეარვეისის შიდა მოხმარებისათვის  და ის არ წარმოშობს არანაირ უფლებასა და ვალდებულებას სხვა პიროვნებებზე, გარდა იმ პირებისა, რომლებიც განსაზღვრულია მოცემულ დოკუმენტში. 

ჯორჯიან ეარვეისი აღიარებს რომ ამ გეგმის წარმატება დამოკიდებულია დირექტორებსა და მენეჯერებზე, თუ რამდენად კარგად მოახდენენ ამ გეგმის ინტეგრირებას ბიზნესის ოპერაციულ და ფუნქციონალურ სფეროში,   და რამდენად კარგად ადევნებენ თვალყურს მის დაცვას. გეგმის წარმატება ასევე დამოკიდებულია პიროვნების მიერ ზუსტი აღრიცხვის სტრუქტურაზე,  რომელსაც ევალება ყოველდღიურ სამუშაო პროცესში აღრიცხოს გეგმის მუშაობა და პერიოდულად წარუდგინოს ჯორჯიან ეარვეისის ხელმძღვანელობას ანგარიში გეგმის ეფექტურობასთან დაკავშირებით.  ასეთი ვალდებულების შესასრულებლად, დანიშნულ პირს გადაეცემა ადეკვატური რესურსები, შესაბამისი უფლებამოსილება და პირდაპირი წვდომა ჯორჯიან ეარვეისის ხელმძღვანელობასთან.   თავის მხრივ, ჯორჯიან ეარვეისი გადადგამს გონივრულ ნაბიჯებს პერიოდული კომუნიკაციის მიზნით და პრაქტიკულ ფორმაში, გეგმის ეფექტურად მუშაობის მიზნით თანამშრომლებსა და მენეჯერებს ჩაუტარებს ტრენინგებს გეგმის მეთოდოლოგიასთან მიმართებაში ან სხვა რაიმე სახით გააცნობს მათ ამ გეგმის წესებსა და პასუხისმგებლობებს.

ჯორჯიან ეარვეისი, თავისი უფროსი მენეჯერების საშუალებით, რეგულარულად განიხილავს ამ გეგმის ეფექტურობას და  მასში განსაზღვრული დავალებების კომპანიის რეგულაციებისა და მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით შესრულების შესაბამისობას. ჯორჯიან ეარვეისი იმედოვნებს, რომ თითოეული მისი თანამშრომელი და ოფიცერი დაიცავს ამ გეგმაში მოცემულ სტანდარტებს და რომ ამ გეგმის ფორმასა და შესრულებაში ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართავს კომპანიის მენეჯერებს, კომპეტენტურ თანამდებობის პირსა და კომისიას.

 

II. მენეჯმენტის გეგმა

გეგმის ეფექტური განვითარების, შესრულებისა და მონიტორინგის მიზნით ჯორჯიან ეარვეისის სტრუქტურაში მოხდება კომპეტენტურ თანამდებობის პირისა და კომისიის დაინიშვნა. ქვემოთ მოცემულია ამ კომისიისა და კომპეტენტურ თანამდებობის პირის განსაზღვრული მოვალეობები.

 

A. შესაბამისობის კომიტეტი

კომპეტენტური კომისია შედგება და არ შემოიფარგლება კომპეტენტურ თანამდებობის პირის, კადრების განყოფილების უფროსისა და წარმოების დირექტორისაგან.

კომპეტენტური კომისია უნდა შეიკრიბოს სულ მცირე კვარტალში ერთხელ მაინც. კომპეტენტურ თანამდებობის პირი შიძლება ამავე დროს იყოს კომისიის თავმჯდომარე და მას ევალება წინასწარ კრების განრიგისა და დღის წესრიგის განსაზღვრა.

ბ–ნი გივი დავითაშვილი, კომპანიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, დანიშნულ იქნა შესაბამისობის ოფიცრად. კრებაზე დამსწრე ნებისმიერ წევრს შეუძლია დღის წესრიგში დააყენოს ნებისმიერი საკითხი.

კომისიას შეუძლია მოითხოვოს კრებაზე ნებისმიერი მენეჯერის ან თანამშრომლის დასწრება დღის წესრიგში განსახილვევი საკითხის შესაბამისად. კომისიის სხდომაზე ფორმდება კრების ოქმი რომელსაც ინახავს კომპეტენტურ თანამდებობის პირი იმ სტანდარტებით რა სტანდარტებითაც დაცულია კომპანიის სხვა დოკუმენტაცია.

კომპეტენტური კომისია პასუხისმგებელია კორპორაციის მოქმედების პროგრამის განვითარებაზე, განხორციელებაზე, ზედამხედველობასა და მონიტორინგზე. კომპეტენტური კომისიის მოვალეობებში შედის, მაგრამ არ შემოიფარგლება:

  • დახმარება გაუწიოს სხვადასხვა დეპარტამენტებს სათანადოდ შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობები, რომელიც ქვემოთ განსაზღვრულია ამ გეგმის III ნაწილში, გაუწიოს კოორდინირება ასეთ დეპარტამენტებს მომზადებისა და შესწავლის პროცესში შესაძლებლობების ფარგლებში, და შეეცადოს უზრუნველყოს რომ დეპარტამენტების მხრიდან გეგმის განხორციელება ხდება ერთგვაროვნად და თანმიმდევრულად;
  • უზრუნველყოს მენეჯერთა და თანამშრომელთა ყოველწლიური გადამზადება  კოდექსთან დაკავშირებით დადგენილი სტანდარტებითა და პროცედურებით, და რომ პერსონალი გაეცნოს ყოველწლიურად მათ შეთანხმებას კანონის დაცვის შესახებ, წერილობითი ფორმით იქნება ის თუ ელექტრონული საშუალებებით;
  • უზრუნველყოს, რომ ახლად დაქირავებულმა პერსონალმა გაიაროს საწყისი ტრეინინგი კოდექსთან მიმართებაში და სხვა სტანდარტები და პროცედურები, როგორც წინასახელშეკრულებო პროცესის ნაწილი;
  • განავითაროს, განახორციელოს და განიხილოს ის სტანდარტები და პროცედურები რაც აუცილებელია არაეთიკური და არაკანონიერი ქმედებების თავიდან ასაცილებლად, მათ გამოსავლენად და გამოსასწორებლად;
  • პერიოდულად შეაფასოს იმ სტანდარტებისა და პროცედურების ეფექტურობა რაც დადგენილია არაეთიკური და არაკანონიერი ქმედებების თავიდან ასაცილებლად, მათ გამოსავლენად და გამოსასწორებლად, და რეკომენდაცია გაუწიოს კომპეტენტური კომისიის მიერ დადგენილი საჭირო  სტანდარტებისა და პროცედურების მოდიფიკაციას;
  • უზრუნველყოს, რომ მოქმედ კანონში რაიმე სახის ცვლილება ან მისი ახალი ინტერპრეტაცია შესაბამისად მიეწოდოს პერსონალს თითოეულ დეპარტამენტში, დაეხმაროს დეპარტამენტებს დროულად შეიტანონ საჭირო ცვლილებები და შესწორებები სტანდარტებსა და პროცედურებში;
  • რეკომენდაცია გაუწიოს კომპანიის აღმასრულებელ ხელმძღვანელობას თანამშრომელთა დაუმორჩილებლობის შემთხვევაში; 
  • პერიოდულად გადახედოს და შეიტანოს კოდექსში ან ამ გეგმაში ის ცვლილებები,  რაც კომისიას მიაჩნია მიზანშეწონილად;

 

B. კომპეტენტური თანამდებობის პირი

კომპეტენტურ თანამდებობის პირი ინიშნება კომპანიის გენერელური დირექტორის მიერ და მას ეკისრება პასუხისმგებლობა კორპორაციის სამოქმედო პროგრამის განვითარებაზე, განხორციელებაზე, ზედამხედველობასა და მონიტორინგზე, თუმცა კომპეტენტურ თანამდებობის პირს შეუძლია მოახდინოს უფლებამოსილების დელეგირება ქვეშევრდომებზე. კომპეტენტურმა თანამდებობის პირმა უნდა წარუდგინოს გენერალურ დირექტორს წერილობითი ანგარიში კომპეტენტური კომისიის საქმიანობისა და ეფექტურობის შესახებ პერიოდულად , სულ მცირე კვარტალში ერთხელ მაინც.

კომპეტენტური თანამდებობის პირი ვალდებულია დროდადრო შეხვდეს კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტის მენეჯერებს, მიიღოს მათგან შენიშვნები და წინადადებები თითოეული დეპარტამენტში მიმდინარე  არაეთიკური და არაკანონიერი ქმედებების თავიდან აცილების, გამოვლენისა და კორექტირების პროცედურების შესახებ,  რათა შემდგომში ეს ინფორმაცია წარუდგინოს კომპეტენტურ კომისიას პერიოდული გადახედვის მიზნით.  იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდება, რომ დეპარტამენტს არ გააჩნია არაეთიკური და არაკანონიერი ქმედებების თავიდან აცილების, გამოვლენისა და კორექტირებისათვის  საჭირო სტანდარტები  და პროცედურები , კომპეტენტური თანამდებობის პირი ამ კონკრეტულ დეპარტამენტთან და კომპეტენტურ კომისიასთან ერთად შეიმუშავებს შესაბამის სტანდარტებსა და პროცედურებს.  კომპეტენტურ თანამდებობის პირს ასევე შეუძლია დროდადრო შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც შედგება ერთი ან მეტი დეპარტამენტის წევრებისაგან და მათი არჩევა ხდება კომპეტენტური თანამდებობის პირის მიერ თითოეული დეპარტამენტის ხელმძღვანელთან კონსულტაციების გავლის შემდეგ. 

კომპეტენტური თანამდებობის პირი აწარმოებს საჩივრების აღმნუსხველ ჟურნალს სადაც შეტანილია ყველა სახის ბრალდება და განცხადება შეუსრულებლობის შესახებ. თითოეული დაფიქსირებული განცხადება და საჩივარი ზედმიწევნით კარგად უნდა იქნეს გამოძიებული კომპეტენტური ოფიცრის ან მისი მოვალეობის შემსრულებელის მიერ ამ გეგმის ქვემოთ მოცემული VII ნაწილის შესაბამისად.   

 

III. დეპარტამენტების პასუხისმგებლობა

თითოეული დეპარტამენტის ხელმძღვანელი კომპეტენტური კომისიის დახმარებით, პასუხისმგებელია ამ გეგმის შესრულებაზე მათდამი დაქვემდებარებულ დეპარტამენტებში. პასუხისმგებლობები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, შემდეგს:

  • ითანამშრომლოს კომპეტენტურ კომისიასთან ამ გეგმის ზემოთ მოცემული II ნაწილში განსაზღვრული მოვალეობების შესრულების დროს;
  • განავითაროს, განახორციელოს და განიხილოს ის სტანდარტები და პროცედურები რაც აუცილებელია არაეთიკური და არაკანონიერი ქმედებების თავიდან ასაცილებლად, მათ გამოსავლენად და გამოსასწორებლად დეპარტამენტში განსაზღვრული ბიზნეს ფუნქციებისა და საქმიანობების შესაბამისად, მათ შორის შიდა კონტროლი, რაც ამცირებს შესაძლო დარღვევების რიცხვს;
  • განავითაროს გამოსაცდელი პროცედურები და სტანდარტები რათა განსაზღვროს თუ რამდენად შეესაბამება პერსონალის მუშაობა დეპარტამენტის სტანდარტებსა და პროცედურებს. მსგავსი გამოსაცდელი პროცედურები დადგენილია იმ პრაქტიკების შესამოწმებლად რომელიც ქმნიან დეპარტამენტში არაეთიკური და არაკანონიერი ქმედებების რისკს;
  • პერიოდულად შეაფასოს იმ სტანდარტებისა და პროცედურების ეფექტურობა რაც დადგენილია დეპარტამენტში არაეთიკური და არაკანონიერი ქმედებების თავიდან ასაცილებლად, მათ გამოსავლენად და საჭიროების შემთხევაში მოახდინოს ამ პროცედურების მოდიფიცირება . დეპარტამენტი სატესტო პროცედურების შედეგებს აცნობებს კომპეტენტურ კომისიას რეკომენდირებული სტანდარტების დაცვით;
  • უზრუნველყოს დეპარტამენტში არსებული სტანდარტებისა და პროცედურებში ცვლილებების შეტანის დროულად განხორცილება რაც გამოწვეულია მოქმედ კანონში რაიმე სახის ცვლილების ან მისი ახალი ინტერპრეტაციის შედეგად.

 

IV. პერსონალის პოლიტიკა

ჯორჯიან ეარვეისი  შეგნებულად არ დაასაქმებს ისეთ პირს მნიშვნელოვან თანამდებობაზე და არც მიანიჭებს რაიმე მნიშვნელოვან უფლებამოსილებას, რომელთა პირად საქმეშიც მოიპოვება მასალა უკანონო და არაეთიკური ქმედების შესახებ.  ამ მიზნით, პოტენციური მენეჯმენტის პერსონალი შერჩეულ იქნება მის ადრინდელ სამუშაო პოზიციაზე ყოფნის დროს ეთიკური და ნორმატიული მოთხოვნებისადმი  დამოკიდებულების შესაბამისად.  კოდექსის, სხვა სტანდარტებისა და პროცედურების შეუსრულებლობას ჯორჯიან ეარვეისი   დაადგენს პიროვნების ინდივიდუალური მუშაობის შეფასებიდან, დასაქმების ხანგრძლოვობისა და გატარებული დისციპლინარული ზომებიდან გამომდინარე. 

სტანდარტებისა და პროცედურების განზრახ იგნორირება, ან თანამშრომლის სამუშაო ფუნქციასთან დაკავშირებული არაეთიკური და არასამართლიანი ქმედება გახდება სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი.

ნებისმიერი ზედამხედველი და მენეჯერი, რომლისათვისაც ცნობილია მისდამი დაქვემდებარებული პირის მიერ განხორციელებული არაეთიკური და არაკანონიერი ქმედების შესახებ და მიუხედავად ამისა მაინც არ მიმართავს ამის საპასუხოდ  სათანადო ზომებს მიიღებს დისციპლინარულ გაფრთხილებას ან დათხოვნილ იქნება სამსახურიდან,  პერსონალის მოქმედი პოლიტიკის შესაბამისად. 

 

V. არავითარი შურისძიება

ჯორჯიან ეარვეისი მიესალმება კოდექსის ან სხვა პოლიტიკის დარღვევის და არაეთიკური და არასამართლებრივი ქმედების მცდელობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას. ჯორჯიან ეარვეისი  არავითარ შემთხვევაში არ მიმართავს საწინაააღდეგო ზომებს იმ თანამშრომლის მიმართ, რომელიც კეთილი განზრახვით გააკეთებს განცხადებას კოდექსის ან სხვა პოლიტიკის დარღვევის და არაეთიკური და არასამართლებრივი ქმედების მცდელობის შესახებ. ჯორჯიან ეარვეის-ი არავითარ შემთხვევაში არ  ეთანხმება ასეთი პიროვნების მიმართ შურისძიებას, იქნება ის კომპანიის თანამშრომელი თუ კომპანიის პარტნიორი.

კომპანიის უწყვეტ პოლიტიკას  წარმოადგენს შეუსაბამობათა შესახებ მომხსენებელთა დაცვა შურისძიების, რაიმე ფორმის ვიქტიმიზაციის ან თანამშრომლისა თუ მმართველობის მხრიდან სამაგიეროს გადახდისაგან რაიმე დარღვევის ან გადაცდომის გამჟღავნების ან განსაჯაროვების გამო. დაშინების, ძალადობის, დაქვეითების ან წახალისებაზე უარისა თუ სწავლის შესაძლებლობებზე უარის ნებისმიერი შემთხვევა იმ პირთა მიმართ, რომელთაც მოახდინეს კოდექსის დარღვევების გამჟღავნება, დეტალურად იქნება გამოძიებული.

თანამშრომლებს შეუძლიათ გამოიყენონ ასეთი განცხადების მიწოდების დროს სპეციალური საგანმცხადებლო სისტემა, რომლის საშუალებითაც განცხადება გაკეთდება ანონიმურად და აქედან გამომდინარე თანამშრომელი დაცულია ყოველგვარი შესაძლო შურისძიებისაგან. ეს სისტემა ხელმოსაწვდომია ნებისმეირ პოზიციაზე მყოფი თანამშრომლისათვის.

ჯორჯიან ეარვეისის მხრიდან მოქმედი კანონმდებლობის მატერიუალური დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში საქმე გადაეცემა შესაბამის აღმასრულებელ ორგანოებს.

 

VI. მონიტორინგი

კომპეტენტური თანამდებობის პირი ვალდებულია გააკონტროლოს არაეთიკური და არაკანონიერი ქმედებების თავიდან აცილების, გამოვლენისა და კორექტირებისათვის  საჭირო სტანდარტები  და პროცედურების შესაბამისობის დასადგენი ტესტირება  იმ მიზნით რომ განსაზღვროს პერსონალის საქმიანობა სრულად შეესაბამება თუ არა მას.

მსგავსი გამოსაცდელი პროცედურები დადგენილია იმ პრაქტიკის შესამოწმებლად რომელიც ქმნის შეუსრულებლობის რისკს. კომპეტენტური თანამდებობის პირი ტესტირების შედეგების ანგარიშს სტანდარტებსა და პროცედურებში  რეკომენდირებულ ცვლილებებთან ერთად  გადასცემს კომპეტენტურ კომისიას, არა ნაკლებ კვარტალში ერთხელ.

ამგვარი საგამოცდო პროცედურები მოიცავს თანამშრომელთა რეგულარულ გამოკითხვებს მათი შესაბამისობის კულტურისა და შიდა კონტროლის მოცულობის შესაბამისობის დასადგენად, საუკეთესო პრაქტიკის განსასაზღვრად, ასევე, ახალი სარისკო ზონების გამოსავლენად. შესაბამისობის კომიტეტი აწარმოებს პერიოდულ სატსტო შიდა კონტროლს სამიზნე აუდიტებთან ერთად, რათა დარწმუნდეს, რომ თეორიული კონტროლი პრაქტიკაშიც ხორციელდება.

ჯეროვანი პროცედურა წარმოადგენს შესაბამისობის ძირითად ბერკეტს, რომელიც კომპანიის ფარგლებში ვრცელდება ბიზნეს პარტნიორებთან, აგენტებთან, შუამავლებთან, მიმწოდებლებსა და სერვის–მომსახიურების პროვაიდერებთან ურთიერთობებზე. ჯეროვნების კითხვარი მუდამ უნდა შეივსოს ხელშემკვრელი მესამე მარის მიერ პროცედურის საწყისი ნაწილის სახით.

 

VII. შეუსრულებლობის განცხადება.

ჯორჯიან ეარვეისის თითოეულ თანამშრომელს მოეთხოვება დაიცვას კოდექსი და ის სტანდარტები და პროცედურები რაც ეხება უშუალოდ ამ თანამშრომელს.   თანამშრომლებს ასევე მოეთხოვებათ განაცხადებით მიმართონ მენეჯმენტს ან კომპეტენტურ თანამდებობის პირს მათთვის ცნობილი ნებისმიერი შესაძლო ან არსებული დარღვევის შესახებ. მენეჯერები და ზედამხედველები უფრო ფხიზლად უნდა იცავდნენ ამ კოდექსს და მათზე გავრცელდება შესაბმისი სანქციები თუ ისინი ვერ აღმოაჩენენ ან არ გააკეთებენ განცხადებას დაღვევის შესახებ.  განაცხადი კოდექსის დარღვევის შესახებ შეიძლება გაკეთდეს ნებისმიერი პირის მიერ. განმცხადებელს შეუძლია განცხადება გააკეთოს როგორც ღია ასევე ანონიმური პიროვნების სახით. განაცხადის გაკეთება შესაძლებელია როგორც ხელმძღვანელობაში, კომპეტენტურ თანამდებობის პირთან ან ანონიმურად ჯეორჯიან ეარვეისის ცხელ ხაზზე (248 55 53) ან ვებ მეილზე: compliance@georgian-airways.com. განაცხადის გაკეთება შეიძლება როგორც სიტყვიერად ასევე წერილობითი ფორმით და ნებისმიერი განცხადება უნდა გადაეცეს ხელმძღვანელობას ან კომპეტენტურ თანამდებობის პირს. დარღვევის შესახებ წერილობითი განაცხადის უნდა გაეგზავნოს ხელმძღვანელობას და კომპეტენტურ თანამდებობის პირს განმცხადებლის შეხედულებისამებრ.  მენეჯერთა მიერ მიღებული განცხადებები დარღვევებთან დაკავშირებით დაუყონებლივ უნდა გადაეცეს კომპეტენტურ თანამდებობის პირს.

ნებისმიერი განაცხადი დარღვევის შესახებ დაუყონებლივ გამოძიებულ უნდა იქნეს კომპეტენტური თანამდებობის პირის ან მისი მოვალეობის შემსრულებლის მიერ.

განცხადებების ჩანაწერების შედგენა ხდება კომპეტენტური თანამდებობის პირის მიერ და ის უნდა მომზადდეს ისეთი ფორმით, სადაც მოცემული იქნება ბრალდების დეტალები, თუ რა ზომები გატარდა ამ ბრალდების ნამდვილობის გამოსაძიებლად, ასეთი გამოძიებების შედეგები ან დასკვნები, და ასევე კოდექსის დამრღვევ თანამშრომელთა წინააღმდეგ ჯორჯიან ეარვეისის მიერ გატარებული ნებისმიერი კორექტული ან დისციპლინარული ქმედებები. 

კომპეტენტურმა თანამდებობის პირმა უნდა წარუდგინოს ამ ანგარიშების შემაჯამებელი დოკუმენტაცია კომპეტენტურ კომისიას პერიოდულად, სულ მცირე კვარტალში ერთხელ მაინც.

 

დადასტურების ფორმა

მე,____________________ , ვადასტურებ, რომ წავიკითხე  ჯორჯიან ეარვეისის "კორპორაციული პოლიტიკის, საქმიანი ეთიკისა და ქცევის კოდექსი"  და დავიცავ ამ კოდექსში მოცემულ  და განსაზღვრულ პირობებს, პოლიტიკასა და დირექტივებს. უფრო მეტიც,  ვიღებ პასუხისმგებლობას შევასრულო დირექტივები და პრინციპები და ვდებ პირობას რომ ჩემდამი დაქვემდებარებული თითოეული თანამშრომელი სრულად დაიცავს ამ კოდექსს, არსებულ პოლიტიკისა და დირექტივების  ისეთი საკითხისადმი გამოყენებას, რომელიც კონკრეტულად არ არის განსაზღვრული იმ დეპარტამენტში, სადაც ვარ დასაქმებული.   

 

ხელმოწერა________________________________

 

თანამშრომლის სახელი და გვარი _________________________________________

 

 

 

აგენტის აღიარების ფორმა

 

მე,____________________ ,ვადასტურებ, რომ გავეცანი ჯორჯიან ეარვეისის ბიზნეს ქცევის კორპორატიულ პოლიტკიასა და სახელმძღვანელო მითითებებს („კოდექსი“) და ჯორჯიან ეარვეისსა და –––––––––––––––––––– შორის სერვის–მომსახურების  შესახებ ხელმოწერილი კონგრაქტების საფუძველზე, ჯორჯიან ეარვეისის სახელით ჩემი საქმიანობის მანძილზე დავემორჩილები ამ კოდექსით გათვალისწინებულ და მითითებულ პირობებს, პოლიტიკასა და სახელმძღვანელო მითითებებს. ვალდებულებას ვიღებ, ხელი შევუწყო კოდექსის სახელმძღვანელო მითითებებსა და პრინციპებს და მივიღო ყველა მიზანშეწონილი ზომა, რათა უზრუნველვყო ჩემდამი დაქვემდებარებული და მესამე მხარეთა მიმართ ჯორჯიან ეარვეისის სახელით  მოქმედი ყველა თანამშრომლის მხრიდან კოდექსთან შესაბამისობა პოლიტკისა და სახელმძღვანელო მითითების იმ მოცულობით, რაც უკავშირდება ამ საკითხს და რომელიც არ არის ცალკე დამტკიცებული ––––––––––––––––––––––––––––ით.

 

ხელმოწერის თარიღი:__________________________________________________________________

 

თანამშრომლის ვინაობა და თანამდებობა: _________________________________________

 

__________________________________________________________________


ხელმოწერა___________________________________________________________

 

 

 

მიმართულებები
ინფორმაცია და მომსახურება
ბორტზე
სამგზავრო ბარგი
სპეც-მომსახურება
ელექტრონული ბილეთები
მგზავრობა ბავშვებთან ერთად
საკონტაქტო ინფორმაცია
დაგეგმვა და შესყიდვა
სად დავფრინავთ
რეისების განრიგი
ბილეთის შესყიდვა
ინტერაქტიული რუკა
შემოთავაზებები
სიახლეები
სპეციალური შემოთავაზებები
ჩვენ შესახებ
კომპანიის შესახებ
ავიაპარკი
ეკიპაჟი
პარტნიორი კომპანიები
დაზღვევა
ტექნიკური უზრუნველყოფა
კორპორატიული მართვა
© 2013 Georgian Airways Conditions of Carriage | Privacy Policy | Legal Notice