SKIP
ბავშვი თანმხლები პირის გარეშე

5-დან 11 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ იმგზავრონ უფროსების გარეშე, ჩვენი კომპანიის თანამშრომლების ესკორტირებით:

  • 5-დან 16 წლის ასაკამდე ბავშვებს შეუძლიათ იფრინონ თანმხლები პირის გარეშე.
  • 5 წლამდე ასაკის ბავშვების მგზავრობა სავალდებულოა 18 წლის ასაკს მიღწეული პირის თანხლებით.

მშობლებს ევალებათ:

  • სასურველი რეისის დაჯავშნა
  • სპეციალური მოთხოვნის ინფორმაციის შეტანა ჯავშანში
  • გაცილების ესკორტის შეკვეთა
  • დახვედრის ესკორტის შეკვეთა
  • ბავშვის  საპასპორტო მონაცემების წარდგენა
  • საჭირო სამგზავრო დოკუმენტაციის წარმოდგენა
  • გამცილებელი ზრდასრული პირის ყოფნა გამგზავრების აეროპორტში რეისის გაფრენამდე.
  • დამხვედრი ზრდასრული პირის ყოფნა ჩაფრენის აეროპორტში;
  • ესკორტირების ფორმის შევსება
  • იმ შემთხვევაში, თუ ჩაფრენისას ბავშვს არ დახვდება მშობლების მიერ მითითებული ზრდასრული პირი, მშობელი ვალდებულია დაფაროს ბავშვის უკან დაბრუნების ხარჯები (კვება, სასტუმროს ხარჯები, მიწისზედა ტრანსპორტი, უკან დაბრუნების ბილეთი და ა.შ.)  

ავიაკომპანიას ევალება:

  • ავიაკომპანია პასუხისმგებელია თანმხლები პირის გარეშე მოგზაურ ბავშვზე იმ წუთიდან, როდესაც მშობელი/მოურავი მას აბარებს ავიაკომპანიას, იმ წუთამდე, სანამ ავიაკომპანია ჩააბარებს ბავშვს დამხვედრ პირს ან მიმღებ ავიაკომპანიას მგზავრობის გაგრძელების შემთხვევაში.  

დაჯავშნა და დამატებითი ხარჯები:

ბავშვი თანმხლები პირის გარეშე 5-დან 11 წლამდე:

  • იხდის მგზავრობის ტარიფის სრულ საფასურს, (საბავშვო ან რაიმე სხვა ფასდაკლების გარეშე). ესკორტირება უფასოა.

ბავშვი თანმხლები პირის გარეშე 12-დან 16 წლამდე:

  • იხდის ნებისმიერი არსებული ტარიფის საფასურს.
  • ესკორტირების საფასურია 30 ევრო ყოველ რეისზე. 

მიმართულებები
ინფორმაცია და მომსახურება
ბორტზე
სამგზავრო ბარგი
სპეც-მომსახურება
ელექტრონული ბილეთები
მგზავრობა ბავშვებთან ერთად
საკონტაქტო ინფორმაცია
დაგეგმვა და შესყიდვა
სად დავფრინავთ
რეისების განრიგი
ბილეთის შესყიდვა
ინტერაქტიული რუკა
შემოთავაზებები
სიახლეები
სპეციალური შემოთავაზებები
ჩვენ შესახებ
კომპანიის შესახებ
ავიაპარკი
ეკიპაჟი
პარტნიორი კომპანიები
დაზღვევა
ტექნიკური უზრუნველყოფა
კორპორატიული მართვა
© 2013 Georgian Airways Conditions of Carriage | Privacy Policy | Legal Notice