SKIP
ბიზნეს კლასი

ჩვენი ბიზნეს კლასის მგზავრები სარგებლობენ განსაკუთრებული მომსახურებით და კომფორტის მაღალი დონით.

მეტი სივრცე, მეტი კომფორტი, მყუდროება, მრავალფეროვანი საკვები მენიუ - ეს ბიზნეს კლასით მგზავრობის ძირითადი უპირატესობებია.

მგზავრების განკარგულებაშია დამატებითი სივრცე ადგილებს შორის და ფართო მაგიდები, რომლებიც მოსახერხებელია ლეპტოპების გამოსაყენებლად და სხვადასხვა სამუშაოების შესასრულებლად.  

ბიზნეს კლასის სალონი აღჭურვილია ფართე და მოსახერხებელი სავარძლებით, რაც მგზავრების მაქსიმალური კომფორტის გარანტია.

დამატებითი კომფორტისთვის, ყველა ბიზნეს კლასის მგზავრი უზრუნველყოფილია პლედებით  და ბალიშებით.

გაფრენამდე მგზავრებს მიეწოდებათ - ფორთოხლის, ვაშლის ან ტომატის წვენი და მინერალური წყალი. ქურთუკებს და პიჯაკებს  ჩვენი ბორტგამცილებლები განათავსებენ სპეციალურ კარადაში.

თქვენ მოგემსახურებიან ცხელი სადილით ან ცივი საუზმით, იმის მიხედვით თუ დღის რომელ მონაკვეთში სრულდება რეისი. თქვენ განკარგულებაშია მრავალფეროვანი საკვები მენიუ, რომელიც შედგება როგორც ტრადიციული ასევე საერთაშორისო კერძებისგან.

ბიზნეს კლასის მენიუ შეგიძლიათ იხილოთ გვერდზე "კვება ბორტზე".

ფრენის დროს მოგეწოდებათ მაღალი ხარისხის ალკოჰოლური სასმელების დიდი არჩევანი, ასევე მაღალი კლასის ქართული კონიაკი, ვისკი, ლუდი, წითელი და თეთრი ღვინოები, საქართველოს საუკეთესო ღვინის ქარხნებიდან.

ხომალდის აფრენიდან რამდენიმე წუთში თქვენ მიიღებთ DVD Player-ებს და ყურთსასმენებს, პოპულარული ფილმებისა და ვიდეოების სანახავად და მუსიკის მოსასმენად.

ბიზნეს კლასის მგზავრების მომსახურებას ჩვენ მხოლოდ საუკეთესო ბორტგამცილებლებს ვანდობთ.


მიმართულებები
ინფორმაცია და მომსახურება
ბორტზე
სამგზავრო ბარგი
სპეც-მომსახურება
ელექტრონული ბილეთები
მგზავრობა ბავშვებთან ერთად
საკონტაქტო ინფორმაცია
დაგეგმვა და შესყიდვა
სად დავფრინავთ
რეისების განრიგი
ბილეთის შესყიდვა
ინტერაქტიული რუკა
შემოთავაზებები
სიახლეები
სპეციალური შემოთავაზებები
ჩვენ შესახებ
კომპანიის შესახებ
ავიაპარკი
ეკიპაჟი
პარტნიორი კომპანიები
დაზღვევა
ტექნიკური უზრუნველყოფა
კორპორატიული მართვა
© 2013 Georgian Airways Conditions of Carriage | Privacy Policy | Legal Notice